სიყვარულო ძალსა შენსა
|
|
ladogiorgi | თარიღი: ხუთშაბათი, 2010-12-23, 3:22 PM | შეტყობინება # 1 |
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 373
სტატუსი: Offline
| :lips:  :lips:  :lips:  :lips:  :lips:  :lips: ტანო ტატანო, გულწამტანო, უცხოდ მარებო! ზილფო-კავებო, მომკლავებო, ვერ საკარებო! წარბ-წამწამ-თვალნო, მისათვალნო, შემაზარებო! ძოწ-ლალ-ბაგეო, დამდაგეო, სულთ-წამარებო! პირო მთვარეო, მომიგონე, მზისა დარებო! თვალთა ნარგისი, დამდაგისი, შეგშვენის მწველად, ყელსა ბროლებსა, უტოლებსა, გველი გყვა მცველად, გესხნეს ხალები, მაკრძალები, ამარტის ველად, ნარინჯნი ორნი, ტოლნი, სწორნი, მიქმოდენ ხელად, მიწვევდენ შენად შესამკობლად, დამამწარებო! ალვაო, გესხნეს ორნი ნორჩნი მოსარხეველნი, მკლავნი მომკლავნი, თითნი თლილნი მოსახვეველნი, ზარიფსა წელსა დაეკვირვნეს ქვეყანად მვლელნი; ოდეს გნახვიდი, შევიმატნი ათასნი წელნი. აწ დამლევიან ყოვლნი დღენი, უცხოდ ვარებო! ბაგე მდუმრიად გიალერსებ, ბაგეო ვარდო! თვალთა ჰსურიან ხილვა შენი, კეკელა მარდო! გულსა სწყურიან დამაშვრალსა; რას შეგაფარდო? თუმცა შენ დაგთმო, ვინღა ვჰპოვო, სად გავიზარდო? უშენოდ ხილვა არვისი მსურს, შევიზარებო! შენმა გონებამ მიმამსგავსა მილეულს მთვარეს: სიცოცხლის ნაცვლად მოვინატრი სიკვდილსა მწარეს! მოდით, მიჯნურნო, შემიბრალეთ, მოვლეთ ჩემს არეს  :console:  :console:  :console: :console:
|
|
| |
ladogiorgi | თარიღი: ხუთშაბათი, 2010-12-23, 10:31 PM | შეტყობინება # 61 |
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 373
სტატუსი: Offline
| ჩემი სიყვარული შენ გგავს რაღაცაში შენი სურნელი აქვს, შენი გემო დაკრავს ნაზად მოხატულა, მალვით მეპრანჭება ღრუბლებში დაქრის და ცაში კამარას კრავს მავიწყებს გარდასულს, მახარებს აწმყოთი მომავალს მიხატავს ცისარტყლის ფერებით ჩემი სიყვარული სულ შენ დაგემსგავსა მაგიჟებს ფერებით, მათბობს მოფერებით შენა გგავს იერით, ეშხით და ლაზათით ხმაც შენსას მიუგავს, სხეულიც ნატიფი ჩემი სიყვარული შენ დაგემსგავსა და სხვა სიყვარული აღარ მწამს არცერთი
|
|
| |
ladogiorgi | თარიღი: ხუთშაბათი, 2010-12-23, 10:34 PM | შეტყობინება # 62 |
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 373
სტატუსი: Offline
| ორშაბათს გოგონა გავიცანი გოგონა ნახატი ყალმისანი,მისი ღიმილი და დალალები სამშაბათს გამიხდა საფიცარი. ოთხშაბათს წერილი გავუგზავნე და თავს მოსაკლავად ვიმეტებდი, ჩემი გასაჭირი ავუხსენი, ჩემი ეჭვები და იმედები. პარასკევს პასუხი მომივიდა, ვაიმე, ბედო უკეთურო! დაბერებულხარო გნოლივითა, ცოლ-შვილს მიხედეო, უბედურო. თეთრად გავათენე პარასკევი, ფიქრში გავატარე შაბათ-კვირე, თავმოჭრილი ვარ-თქო - დავასკვენი. ჰოდა, თავის მოკვლაც დავაპირე. მოვიდა მეორე ორშაბათი, ისევ შემეფეთა ის უღმერთო, ელვამ დამიარა კოჭებამდი, დილამშვიდობისას გისურვებთო. მე ახლა თავის მომკვლელი ვარ? უნდა სხვანაირად ვძლიო სვე-ბედს, მე ვიცი, რაცხა ოხერი ვარ, ლექსებს დავწერ და ვიოცნებებ.
|
|
| |
ladogiorgi | თარიღი: ხუთშაბათი, 2010-12-23, 10:36 PM | შეტყობინება # 63 |
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 373
სტატუსი: Offline
| სიყვარულისთვის ეს ცხოვრება ისე ცოტაა, უშენოდ ფლანგვა ამ დღეების ალბათ ცოდვაა. თუ ეს ცხოვრება უშენობის წუთებს მპირდება, მაშინ იცოდე, ეს ცხოვრება აღარ მჭირდება
|
|
| |
ladogiorgi | თარიღი: ხუთშაბათი, 2010-12-23, 10:37 PM | შეტყობინება # 64 |
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 373
სტატუსი: Offline
| ჩემი ბრალია ყველაფერი... არავის ვგავარ... არც ეს ლექსია სხვების მსგავსი, ჩემია ისიც... ტკივილისაგან გალუმპული წვიმაში ვდგავარ... და ჩემის გარდა, არ მასვენებს ტკივილი სხვისი... მხოლოდ ერთს გეტყვი... სიცოცხლეზე და ჩემზე მეტი... რაც გამაჩნია - ეს გულია... სხვა, აბა, რა მაქვს?... შენა ხარ ჩემი ერთადერთი... რა?... წვიმის წვეთი... მე შენი სითბო ამ წვიმაში პეშვებით დამაქვს
|
|
| |
ladogiorgi | თარიღი: ხუთშაბათი, 2010-12-23, 10:44 PM | შეტყობინება # 65 |
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 373
სტატუსი: Offline
| მინდა შეგიმკო თმები გვირილით, მაგრამ შორსაა ჩემგან ძალიან ჩემი სიცილი, ცემი ტირილი ყველამ იცოდეს შენი ბრალია. ცხოვრება მიქრის ნიაღვარივით, და თითქოს ჩემთვის არა სცალია მქვია მდიდარი, მქვია ღარიბი, მიზეზი შენ ხარ, შენი ბრალია. ზოგჯერ ხელიდან ისე მეცლები მინდა შეგიკრა ოქროს გალია, მე თუ ვმაღლდები, მე თუ ვეცემი განა არა გრძნობ შენი ბრალია. გადაუარეს, ბაღებს ქარებმა და ჩემს წინ ისევ ქარიშხალია ჩემი სიმშვიდე და მღელვარება მხოლიდ და მხოლოდ შენი ბრალია. თუ გადამქრალი შენ ხარ ვარსკვლავი ახლაც მინატებს შენი მშვენება, შენგან შევიტყვე, რომ სილამაზეს არ უწერია გადაშენება"
|
|
| |
ladogiorgi | თარიღი: ხუთშაბათი, 2010-12-23, 10:47 PM | შეტყობინება # 66 |
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 373
სტატუსი: Offline
| რომ არ მიყვარდე არ ვეტყოდი ჩემს დარდებს ღამეს და ჩემს გულისთქმას არ ვანდობდი ცეცხლისფერ მთვარეს, არ ავანთებდი თეთრ ღამეში სიცოცხლის სანთლებს და ცის ხატებად არ ვაქცევდი შენს ლამაზ თვალებს... რომ არ მიყვარდე არ დავლევდი ღვინოსაც ეშხით, არ შევხედავდი შემოდგომას სევდიან მზერით, არ ვინატრებდი ბაღში ყოფნას,მხოლოდ შენს გვერდით და მოლოდინში არ დავღლიდი ოცნებას შენით... რომ არ მიყვარდე არ ჩავრევდი სიტყვებში ცრემლებს, არ დავხატავდი ატირებულ გრძნობათა ფრესკებს, არ ავუგებდი ტრფობის ტაძარს ჭეშმარიტ კედლებს, არ ვიპოვიდი ცაზე ვარსკვლავს, უმანკოს შენებრს... რომ არ მიყვარდე არ განდობდი ამ გრძნობას მართალს, არ ვილოცებდი შენზე დიდხანს ღვთისმშობლის ხატთან, არ ვინებებდი მთელი ღამე საუბარს ლანდთან, არ მოვიდოდი უსუსური შენს გულის კართან... შორს წავიდოდი ქარის ხმებით წითელ დილამდე უცნობ ყვავილებს ვაუწყებდი ნაცნობ მირაჟებს დაგშორდებოდი სიყვარულის პირველ სიზმრამდე რომ არ მიყვარდე, ჩემო კარგო რომ არ მიყვარდე
|
|
| |
ladogiorgi | თარიღი: ხუთშაბათი, 2010-12-23, 10:47 PM | შეტყობინება # 67 |
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 373
სტატუსი: Offline
| მე შენ გაჩუქებ ფიქრების გორებს, შენით ავავსებ მთელ ჩემს სიცოცხლეს, მაგრამ არასდროს არ გაგაგონებ- როგორ ძნელია უშენოდ ყოფნა... როგორ მახრჩობენ სევდის ზვირთები... რომ შენ ხარ ჩემი სულის ნაწილი... რომ არასოდეს არ მავწყდები.... რომ გული მხოლოდ შენს ხილვას ნატრობს, რომ უხილავი ჩემი სუნთქვა ხარ.... შენ კი ვერასდროს ვერ იგრძნობ, კარგო, -როგორ მ ი ყ ვ ა რ ხ ა რ ! ! !
|
|
| |
ladogiorgi | თარიღი: ხუთშაბათი, 2010-12-23, 10:47 PM | შეტყობინება # 68 |
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 373
სტატუსი: Offline
| მე რომ ლამაზი თვალები მქონდეს, გაგისწორებდი მზერას თამამად, ვით კლავიშებზე თითი აკორდებს, სიწითლე ღაწვებს დაგიფარავდა. დავამარცხებდი შენს ამაყ მზერას, გეტყოდი ამდენი ხანის ნაგოდებს, გზას უყელავდი ავ ბედისწერას, ნეტავ, ლამაზი თვალები მქონდეს! ცეცხლს დაგინთებდი გულში სიმღერით, მზერაში ცეცხლი მეც რომ მამკობდეს, ან შენ რომ გიყვარს , სწორედ იმგვარი და იმნაირი თვალები მქონდეს. აწ დარდის დარად დავიარები, და, დანაცრული, დარებზე ვგოდებ, იქნებ ოდესმე შემიყვარებდი, მეც რომ ლამაზი თვალები მქონდეს
|
|
| |
ladogiorgi | თარიღი: ხუთშაბათი, 2010-12-23, 10:49 PM | შეტყობინება # 69 |
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 373
სტატუსი: Offline
| იცი ვინა ხარ? – სიკეთე ხარ..... - სითბო ხარ...... - სინათლე ხარ...... -სულის სიმშვიდე ხარ..... -გულის ნაწილი ხარ..... -ოცნება ხარ..... -სიყვარული ხარ..... -ცხოვრება ხარ..... -მონატრება ხარ...... და ამიტომ ჩემი მეგობარი ხარ... 18:22
|
|
| |
ladogiorgi | თარიღი: ხუთშაბათი, 2010-12-23, 10:51 PM | შეტყობინება # 70 |
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 373
სტატუსი: Offline
| ... ლურჯი ცა...ღრუბელი და მზე... ...დაბლა ზღვა...ტალღები და მე... ...ტირის ზღვა...იცინის მზე... ...ვიღაც მენატრება... ...იცი ვინ?!. . . . შ ე ნ!!!
|
|
| |
ladogiorgi | თარიღი: ხუთშაბათი, 2010-12-23, 10:51 PM | შეტყობინება # 71 |
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 373
სტატუსი: Offline
| როცა შენზე ვწერ ყველა სიტყვა უფერულდება, თავმოყრილია რადგან შენში ყველა სიკეთე, შენ ისეთი ხარ სიყვარულსაც რომ შეშურდება, ისე კარგი ხარ ბოროტებაც ვერ გაგიმეტებს. შენში იმდენად მშვენიერი სული ბინადრობს, გზააბნეული ანგელოზიც ალბათ ინატრებს, საიდან მოხვალ ასე თბილი ასე უბრალო, ასე ცოდვიან და დიდგულა დედამიწაზე. არ ვიცი ტკბილი სიზმარი ხარ თუ გაოეცება, ვშიშობ ზედმეტი სიყვარულის ცილი დაგწამო, შენებრ ლამაზად რომ შეეძლოს ყველას ცხოვრება, ალბათ სამოთხე იქნებოდა მთელი სამყარო. მე უღვინოთაც შენზე ფიქრში ღამეებს ვათევ, და სიფხიზლეში შენზე ფიქრში ვხვდები ალიონს, შენ სიყვარულში დაფერფლილმა ლანდად ქცეულმა, ჩემო სიცოცხლევ შენი სიცოცხლის მინდა დავლიო.
|
|
| |
ladogiorgi | თარიღი: ხუთშაბათი, 2010-12-23, 10:52 PM | შეტყობინება # 72 |
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 373
სტატუსი: Offline
| ქუჩას მისდევდა ლამაზი გოგო და ცალი ხელით ვარდი მოჰქონდა, ისეთი იყო, აგიხსნა როგორ, მოგონილია მასთან ჯოკონდა. გაქვავებული ჭაბუკნი იდგნენ, ხმას ვერ იღებდა დიდხანს ვერავინ, მიშტერებოდნენ იმ ლამაზ გოგოს და ქანდაკებებს ჰგავდნენ ყველანი. ბოლოს და ბოლოს ერთმა მათგანმა იმ გაქვავებულ ჭაბუკთა შორის, ძლივს ამოღერღა სხვების მაგივრად: "მტრისას ასეთი ლამაზი ცოლი
|
|
| |
ladogiorgi | თარიღი: ხუთშაბათი, 2010-12-23, 10:53 PM | შეტყობინება # 73 |
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 373
სტატუსი: Offline
| დამელოდე, მე უთუოდ მოვალ შენთან, გაკოცებ და ჩემსკენ ნაზად მიგიზიდავ, არ იფიქრო, რომ სიშორით დრო გაჩერდა, რომ ცხოვრების განთიადი მიიბინდა. დამელოდე, მე უთუოდ დაგიძახებ, რადგან მხოლოდ შენი ნატვრა მასულდგმულებს, მთვარის შუქზე ჩამომადე თავი მხარზე და "მიყვარხარ"_უსასრულოდ მაჩურჩულე. დამელოდე, დრო ლოდინით თუ არ დაგღლის, თუ ცოდვისთვის მიტევება შეგიძლია, ყველა გრძნობას, ფიქრად ქცეულს, შენ გაჩუქებ მხოლოდ,რასაც ჩემი ჰქვია. და იმ ცაზე, საიდანაც თოვდა სევდა, დაგანახებ ტრფობის ქარით დაშლილ ღრუბლებს... დამელოდე, მე უთუოდ მოვალ შენთან და ოდესმე გულში მაგრად
|
|
| |
ladogiorgi | თარიღი: ხუთშაბათი, 2010-12-23, 10:53 PM | შეტყობინება # 74 |
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 373
სტატუსი: Offline
| შენი თვალთა სხივი ზეცას დაიმონებს, კაცსაც დააჩოქებს შენით გატაცებულს... შენი გამოხედვა თერგსაც დააოკებს, გულსაც დაამშვიდებს ფეთქვით აჩქარებულს.... შენი სიყვარული მზესაც დააბნელებს, ზღვასაც დაამშვიდებს ღელვით აქაფებულს...... ხედავ ლურჯი ზეცა როგორ მოღრუბლულა? კაციც დაჩოქილა გრძნობით ანთებული, თერგიც მოღუშულა შენი გამოხედვით, გულიც აღარ ფეთქავს უკვე გატანჯული... მზემაც დაგვაბნელა შუქით ანთებულნი და ზღვაც მშვიდადაა ისევ განაბული
|
|
| |
ladogiorgi | თარიღი: ხუთშაბათი, 2010-12-23, 10:54 PM | შეტყობინება # 75 |
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 373
სტატუსი: Offline
| ვიდრე წახვიდოდე, ერთი ამოსუნთქვაც, უნდა მოვიპარო შენი ტუჩებიდან, წვიმამ მონატრება ციდან ჩამოფურცლა, ჩვენით გაჟღენთილი სველი ქუჩებია... დღეს რომ მოსახვევებს უხმოდ აწყდებიან, როგორც გაფანტული, ქარში, ხის ფოთლები და ის ოცნებები, რაც ვერ დავიტიე, ვმარცვლე, ვაჩურჩულე, სულის სიშორეში. აღარ ღამდებიან ცაზე ვარსკვლავები, მშვიდი თვალებიდან ვიწყებ გათენებას, თუკი უსიტყვობით რამეს ვაშავებდი, ახლა აღარ უნდათ გრძნობებს გაჩერება. . . . ქარში ირევიან მოგონებები და შენზე სურვილებიც ისევ ულევია, ვიდრე წახვიდოდე, ერთი ამოსუნთქვაც, უნდა მოვიპარო შენი ტუჩებიდან..
|
|
| |