სიყვარულო ძალსა შენსა
|
|
ladogiorgi | თარიღი: ხუთშაბათი, 2010-12-23, 3:22 PM | შეტყობინება # 1 |
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 373
სტატუსი: Offline
| :lips:  :lips:  :lips:  :lips:  :lips:  :lips: ტანო ტატანო, გულწამტანო, უცხოდ მარებო! ზილფო-კავებო, მომკლავებო, ვერ საკარებო! წარბ-წამწამ-თვალნო, მისათვალნო, შემაზარებო! ძოწ-ლალ-ბაგეო, დამდაგეო, სულთ-წამარებო! პირო მთვარეო, მომიგონე, მზისა დარებო! თვალთა ნარგისი, დამდაგისი, შეგშვენის მწველად, ყელსა ბროლებსა, უტოლებსა, გველი გყვა მცველად, გესხნეს ხალები, მაკრძალები, ამარტის ველად, ნარინჯნი ორნი, ტოლნი, სწორნი, მიქმოდენ ხელად, მიწვევდენ შენად შესამკობლად, დამამწარებო! ალვაო, გესხნეს ორნი ნორჩნი მოსარხეველნი, მკლავნი მომკლავნი, თითნი თლილნი მოსახვეველნი, ზარიფსა წელსა დაეკვირვნეს ქვეყანად მვლელნი; ოდეს გნახვიდი, შევიმატნი ათასნი წელნი. აწ დამლევიან ყოვლნი დღენი, უცხოდ ვარებო! ბაგე მდუმრიად გიალერსებ, ბაგეო ვარდო! თვალთა ჰსურიან ხილვა შენი, კეკელა მარდო! გულსა სწყურიან დამაშვრალსა; რას შეგაფარდო? თუმცა შენ დაგთმო, ვინღა ვჰპოვო, სად გავიზარდო? უშენოდ ხილვა არვისი მსურს, შევიზარებო! შენმა გონებამ მიმამსგავსა მილეულს მთვარეს: სიცოცხლის ნაცვლად მოვინატრი სიკვდილსა მწარეს! მოდით, მიჯნურნო, შემიბრალეთ, მოვლეთ ჩემს არეს  :console:  :console:  :console: :console:
|
|
| |
ladogiorgi | თარიღი: ხუთშაბათი, 2010-12-23, 9:26 PM | შეტყობინება # 31 |
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 373
სტატუსი: Offline
| მინდა უეცრად ქუჩაში შემხვდე, შემთხვევით ბეჭი გამკრა და ყველა კოცნა, რაც კი გაჩუქე- მაგ ტუჩებიდან აგფცქვნა! მინდა წაგართვა ყოველი სიტყვა, შენთვის რომ მითქვამს გრძნობით, მსურს დავითმინო ეს განსაცდელი,- გული გავსილი ბოღმით... მსურს დავიბრუნო ყოველი წუთი, გატარებული შენთან, თუმცა არ ვამბობ რომ არ მომწონდა, როცა ვიყავით ერთად
|
|
| |
ladogiorgi | თარიღი: ხუთშაბათი, 2010-12-23, 9:29 PM | შეტყობინება # 32 |
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 373
სტატუსი: Offline
| გუშინ უშენობას ჩემში ვაგროვებდი, დღეს კი შენს გარეშე, სუნთქვაც გამიჭირდა, მღრღნიდა მარტოობა, მაგრამ არ მოვედი, ალბათ მელოდი და ცოტა გაგიკვირდა... რომ გზა ჩაგიხერგე გრძნობა არეულმა, სადღაც ფიქრის მიღმა უკვე მემარცვლები, სისხლი მოიბანა ღამე მთვარეულმა, შენ კი უცოდველი, მკვლელად მესახები! ბაგეს გისერავდა სისხლი ალისფერი, კოცნით გაშორებდი ცოდვებს გამთენია, მზერა მომაჩეჩე, ცოტა დავიბენი, ტუჩის კუთხეებთან ბზარიც გამჩენია...
|
|
| |
ladogiorgi | თარიღი: ხუთშაბათი, 2010-12-23, 9:30 PM | შეტყობინება # 33 |
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 373
სტატუსი: Offline
| გულს უშენობით დაღლილს დაქანცულს, გულის კარებთან დაუკვნესია, დიდხანს ვერ გნახავ და ვიტანჯები, ხშირად რომ გნახო უარესია, გაბრაზებულა ჯიუტი გული, სულში ტკივილი ჩაუთესია, ნუღარ მაწამებ ბრალდებულივით უცებ მომკალი უკეთესია, ისე საშინლად მომენატრე რომ ფიქრები მტრედად შემომესია, უბრალოდ მე ვწერ რასაც განვიცდი, და ნუ იფიქრებ რომ ეს ლექსია, არ შემიძლია მე ლექსი ვწერო, აღიარება ჩემი წესია, როცა უშენოდ მიწევს ცხოვრება, არ ვარსებობდე უკეთესია.
|
|
| |
ladogiorgi | თარიღი: ხუთშაბათი, 2010-12-23, 9:30 PM | შეტყობინება # 34 |
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 373
სტატუსი: Offline
| ცივია თვალები, სიყტვები-უხეში, გრძნობა დაგიმალავს სადღაც ბნელ კუთხეში, დარდი უნუგეშო ჩუმად გაპარულა, ცრემლად დაგროვილა საწვიმარ ღრუბელში. მითხარი რას ვენდო? როდის ხარ გულწრფელი? როცა მეფერები თუ როცა მიბღვერი, როცა გადათელავ ჩემს ყველა ღირსებას, თუ როცა მზერაში მზის სითბო იღვრება? აღარ მენდობიან შიშით იმედები, იციან ოცნებას რა მალე ვნებდები, მინდა მჯეროდეს და ამ სურვილს ვჯერდები, მერე ვიბნევი და უფსრულთან ვჩერდები... რამდენჯერ უნდა მეტკინოს გული და მომეკვეთოს მუხლი მწვერვალზე რომ მივხვდე, ზღაპირის დღესასწაული არ იმართება მიწის სცენაზე. ზღაპარი მოკლა ცხოვრების ტყვიამ, და თუ ოცნებას სიცოცხლე ჰქვია- არ შემიძლია სიცოცხლე უშენოდ, ცხოვრება შენთან ..............
|
|
| |
ladogiorgi | თარიღი: ხუთშაბათი, 2010-12-23, 9:33 PM | შეტყობინება # 35 |
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 373
სტატუსი: Offline
| მომცემ უფლებას, რომ სიზმარში მაინც მიყვარდე? რომ გული ჩემი მარტო შენთვის ფეთქავდეს მხოლოდ. თუ სიზმარშიაც შენ მოითხოვ სხვა სილამაზეს, რომლითაც ხალხის თვალებიდან სული სულდგმულობს. მარტოდენ ერთი კოცნა მაჩუქე! გთხოვ მხოლოდ ერთი, მარტოდენ ერთი , რეალურად ხომ არ გთხოვ ამას. მხოლოდ სიზმარში თუ იქნები შენ ჩემთვის ღმერთი, მხოლოდ სიზმარში თუ ვიქნები მე წმინდა მარად. რატომ და როდის? რისთვის და როგორ? ნუ მეკითხები! სიყვარული ხომ ლამაზმანებს არ ერჩით მხოლოდ... როდის და რისთვის მარტოდენ ერთმა თუ იცის ზევით! და იმას კითხე , ის თუ გეტყვის, რად ვმღერი სოლოს. კაი ნუ ცდილობ, მაინც ვერასდროს ვერ შემძულდები. მე უკვე მძულხარ , რადგან მიყვარხარ, თვალები გლოვობს. რატომ მიყვარხარ? ნუ მეკითხები ! ხომ გაგაფრთხილე მე ეგ არ ვიცი, ნუ მეკითხები ! არ ვიცი როგორ! კაი, თუ რამე გაწყენინე გთხოვ მაპატიო. გთხოვ მაპატიო ეს სიყვარული , არ ვიცი როგორ... მე არ ვარ ღმერთი რომ გასწავლო შენ სიყვარული, ვერც ანგელოზი ვერ გავხდები! სიზმარში მხოლოდ.. მომცემ უფლებას რომ სიზმარში მაინც მიყვარდე!... მომცემ უფლებას რომ სიზმარში გაკოცო მხოლოდ!.. თუმცა რას ვბოდავ!.. ეს სიზმარი ხომ მე მეკუთვნის! ეს სიზმრები კი რეალობის ნაშთია მხოლოდ! იცი მხოლოდ ერთს შეგეკითხები, გულთა მბყრობელო. ეკუთვნის კია ტურფა ლამაზმანს ეს გრძნობა მხოლოდ?! ოცნებას კაცი არ მოუკლავსო! თუმცა ვინ იცის! ისინიც თურმე სიყვარულით კვდებიან მხოლოდ..... ([..სიყვარულისთვის ყველა იბადება! მაგრამ ამ გრძნობასავით ლამაზი არავინაა! შენ ვერ უწოდებ მახინჯს სხვას, თუ არ იცი რაა სილამაზე! სილამაზე ს ი ყ ვ ა რ უ ლ ი ა!!! მაგრამ ყველა ლამაზი სიყვარული არაა..])
|
|
| |
ladogiorgi | თარიღი: ხუთშაბათი, 2010-12-23, 9:34 PM | შეტყობინება # 36 |
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 373
სტატუსი: Offline
| რომ არ მიყვარდე არ ვეტყოდი ჩემს დარდებს ღამეს და ჩემს გულისთქმას არ ვანდობდი ცეცხლისფერ მთვარეს, არ ავანთებდი თეთრ ღამეში სიცოცხლის სანთლებს და ცის ხატებად არ ვაქცევდი შენს ლამაზ თვალებს... რომ არ მიყვარდე არ დავლევდი ღვინოსაც ეშხით, არ შევხედავდი შემოდგომას სევდიან მზერით, არ ვინატრებდი ბაღში ყოფნას,მხოლოდ შენს გვერდით და მოლოდინში არ დავღლიდი ოცნებას შენით... რომ არ მიყვარდე არ ჩავრევდი სიტყვებში ცრემლებს, არ დავხატავდი ატირებულ გრძნობათა ფრესკებს, არ ავუგებდი ტრფობის ტაძარს ჭეშმარიტ კედლებს, არ ვიპოვიდი ცაზე ვარსკვლავს, უმანკოს შენებრს... რომ არ მიყვარდე არ განდობდი ამ გრძნობას მართალს, არ ვილოცებდი შენზე დიდხანს ღვთისმშობლის ხატთან, არ ვინებებდი მთელი ღამე საუბარს ლანდთან, არ მოვიდოდი უსუსური შენს გულის კართან... შორს წავიდოდი ქარის ხმებით წითელ დილამდე უცნობ ყვავილებს ვაუწყებდი ნაცნობ მირაჟებს დაგშორდებოდი სიყვარულის პირველ სიზმრამდე რომ არ მიყვარდე, ჩემო კარგო რომ არ მიყვარდე
|
|
| |
ladogiorgi | თარიღი: ხუთშაბათი, 2010-12-23, 9:35 PM | შეტყობინება # 37 |
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 373
სტატუსი: Offline
| გაგაოცებდი ჩემი სულის ნაზი ფერებით... ტუჩის შეხებით... კოცნით კი არა! -მოალერსებით... გაგაოცებდი ჩემი სულის ცრემლით ფერებით... ფერად-ფერადი სიზმრების თოვით გაგაოცებდი... დაგიკოცნიდი- სულს... გულს... თვალებს ასე სევდიანს... ბაგეს მთრთოლვარეს... მერე გულში ჩაგიხუტებდი....... დაგიფარავდა ჩემი სული ქვეყნის ავდრისგან.... და ყოველ დილას გაჩუქებდი ზღაპარს ახდენილს... დაგიკოცნიდი- ღიმილს... ცრემლებს... "ნეტას" ნაღვლიანს........ შენ რომ გდომოდა ......... ........... მთელ ცხოვრებას კოცნად გიქცევდი...
|
|
| |
ladogiorgi | თარიღი: ხუთშაბათი, 2010-12-23, 9:35 PM | შეტყობინება # 38 |
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 373
სტატუსი: Offline
| მზე დაიღალა შენზე ოცნებით... მთვარეც უმზეოდ სიკვდილს აპირებს... მე ყოველ დილას, შენთვის მოვკვდები... მე ყოველ ღამე, ლოცვას ვაპირებ... და შენ მეძახი, ისევ შორიდან... მომკლა ლოდინმა და სიმარტოვემ... ღამით მთვარესთან კოცნა მომინდა... ამაღამ მაინც, ნუ მიმატოვებ... მე ვიცი, მაინც დავრჩები ცალად... და სიმარტოვე წამიღებს როცა... მე, გული სევდამ ამომაცალა... და მაინც, შენთან შეხვედრას ვლოცავ... დღეც დაიღალა შენზე ოცნებით, ამაღამ, მზესთან სიკვდილს ვაპირებ... არავინ დარჩეთ განაოცები როცა ვიპოვი მე ჩემს ნაპირებს... მზე დაიღალა შენზე ოცნებით... მთვარეც უმზეოდ სიკვდილს აპირებს... მე ყოველ დილას, შენთვის მოვკვდები... მე ყოველ ღამე, სიკვდილს ვაპირებ...
|
|
| |
ladogiorgi | თარიღი: ხუთშაბათი, 2010-12-23, 9:36 PM | შეტყობინება # 39 |
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 373
სტატუსი: Offline
| ყური დაუგდე, მოუსმინე, მიაყურადე _ იგრძენი, სუნთქვა რა იოლად აღწევს გულამდე! ო, რამდენს ნიშნავს, სუნთქვა სუნთქვას რომ შეეზრდება, სხვისი რომ გესმის და სიცოცხლე რომ არ გბეზრდება! ზეცით უბერავს, ერთხელ დაშლილს კვლავ ამთლიანებს და მტრების ქოროს ღრუბელივით თავს დასტრიალებს.
|
|
| |
ladogiorgi | თარიღი: ხუთშაბათი, 2010-12-23, 9:37 PM | შეტყობინება # 40 |
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 373
სტატუსი: Offline
| ასე იცინი... ყოველთვის... ასე იცინო მინდა.... ასე იცინის მხოლოდ ის, ვისაც გული აქვს წმინდა... მე არ მიკითხავს ვისი ხარ...ნატვრისთვალივით წმინდა....შენსიყვარულის ღირსი ხარ და... სულ იცინო მინდა..."
|
|
| |
ladogiorgi | თარიღი: ხუთშაბათი, 2010-12-23, 9:38 PM | შეტყობინება # 41 |
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 373
სტატუსი: Offline
| ჩემთვის ეს სიყვარულია!.. შენთვის კი...აბა,რა ვიცი?.. გახედე,გაზაფხულია... მეც ჭრელა-ჭრულა ჩავიცვი... ჩემთვის ეს სიყვარულია!.. მარტი,აპრილი,მაისი... გულს შენსკენ მოუხარია... სხვა ყველაფერი დაიცდის... ჩემთვის ეს სიყვარულია!... შენთვის კი...აბა,რა ვიცი?... გინდა?..შენს გულში დამტოვე... თუ არა...მაშინ გამიშვი...
|
|
| |
ladogiorgi | თარიღი: ხუთშაბათი, 2010-12-23, 9:39 PM | შეტყობინება # 42 |
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 373
სტატუსი: Offline
| მაკოცე!… დაირღვევა მისჯილი დუმილი, მაკოცე, მომიკალი დიდი ხნის წყურვილი… მაკოცე, დავივიწყებ დაკარგულ საათებს, არ მინდა ეს გრძნობა ოდესმე დამთავრდეს… მაკოცე… შენს თვალებში ნაღველი ჩამდგარა, გაკოცებ!… მეც მოგირჩენ ტკივილებს პატარავ… ღამდება, მთვარის შუქი ცის ჩრდილებს აცოცხლებს, ვიძინებ, გევედრები ძილის წინ მაკოცე, ხომ იცი შენი კოცნა მკვდარსაც კი მაცოცხლებს….
|
|
| |
ladogiorgi | თარიღი: ხუთშაბათი, 2010-12-23, 9:39 PM | შეტყობინება # 43 |
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 373
სტატუსი: Offline
| რომელი საათია? ახლა, რა თქმა უნდა, ძლიერ გვიანაა. გულში მწუხარებამ ღამე გაათია… მაინც არ მასვენებს მწარე სინანული, რომელი საათია? რომელი საათია? ვდგევარ ფანჯარასთან, ღამე არ იცვლება, მთელი შემოდგომა თავზე დამათია. ახლა მხოლოდ სამი იყოს, შეიძლება. რომელი საათია? რომელი საათია? სამის, შეიძლება, არის მესამედი, მაგრამ გაიხედავ, მაინც წყვდიადია, კივის სადგურიდან ზარი მეცამეტე - რომელი საათია? რომელი საათია? ფიქრში გახვეულა ბნელი დერეფანი, ღამის მეეტლე რომ ვეღარ დაატია. ისევ ნერვიულად რეკავს ტელეფონი, რომელი საათია? რომელი საათია? ღმერთო, როგორ მოხდა, წვიმა მოსისხასი თითქო შეუწყვეტი კუპრის ნაკადია, აღარ გათენდება ღამე საზიზღარი! რომელი საათია? რომელი საათია? იყო შარლ ბოდლერი: "მწარე და ძვირფასი თრობის საათია, ღვინის საათია!" - ასე იძლეოდა პასუხს შეკითხვაზე: რომელი საათია
|
|
| |
ladogiorgi | თარიღი: ხუთშაბათი, 2010-12-23, 9:41 PM | შეტყობინება # 44 |
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 373
სტატუსი: Offline
| ჩემი სანთელი ღამე იწვოდა, იწვოდა ნელა, თან გამალებით, ჩემი ცხოვრებაც ისე იწვოდა, ისე იწვოდა, როგორც სანთელი. მე სანთლის შუქზე ვხედავდი მხოლოდ, ჩემი ცხოვრების იმ ბოლო წამებს, რომლებსაც ჩემთვის უნდოდათ მხოლოდ ოცნება, ზეცა და ჩუმი ღამე. მე დავინახე შენი თვალები, რომელთა მზერამ ამინთო ღამე, მე გავიგონე ის ერთი სიტყვა, რომელმაც შესძრა დღეც და ღამეც. მე მინდა გითხრა, ამ ერთმა სიტყვამ შეცვალა ჩემთვის ის ბოლო წამი, რომელმაც მითხრა რომ შენთვის მინდა ამ ქვეყანაზე ყველაზე კარგი.
|
|
| |
ladogiorgi | თარიღი: ხუთშაბათი, 2010-12-23, 9:42 PM | შეტყობინება # 45 |
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 373
სტატუსი: Offline
| ქალი როცა იქმნებოდა ერთი რამე ხდებოდა, სილამაზე არსებობდა და ვერავინ ხვდებოდა, ქალთან ერთად სილამაზე ყველაფერში ჩნდებოდა, როცა ქალი არსად ჩანდა სილამაზეც ქრებოდა. ბუნებისგან ალბათ ყველა ამას ელოდებოდა, სილამაზის ეტალონი ქალი რომ გახდებოდა, სადაც სილამაზე ჭვრეტდა ქალი იცქირებოდა, ლამაზ ღიმილს ვინმე ქმნიდა? ქალი იღიმებოდა! სუყველა ქალს სილამაზე თავის ეშხში ეტყობა და ეს ეშხი ქვეყანაზე არცერთ ქალს არ ეთმობა, მინდა ქვეყნად ვაღიარო, რომ გამიჩნდა ეს გრძნობა, ღმერთმა შექმნა ქალისა და სილამაზის ერთობა!
|
|
| |