კვირა, 2025-07-20, 5:47 PM
მოგესალმები სტუმარი | რეგისტრაცია | შესვლა

Мой сайт

სიყვარულო ძალსა შენსა - Page 2 - ფორუმი

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 2 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 24
  • 25
  • »
სიყვარულო ძალსა შენსა
ladogiorgiთარიღი: ხუთშაბათი, 2010-12-23, 3:22 PM | შეტყობინება # 1
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 373
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
:lips: lips :lips: lips :lips: lips :lips: lips :lips: lips :lips:
ტანო ტატანო, გულწამტანო, უცხოდ მარებო!

ზილფო-კავებო, მომკლავებო, ვერ საკარებო!

წარბ-წამწამ-თვალნო, მისათვალნო, შემაზარებო!

ძოწ-ლალ-ბაგეო, დამდაგეო, სულთ-წამარებო!

პირო მთვარეო, მომიგონე, მზისა დარებო!

თვალთა ნარგისი, დამდაგისი, შეგშვენის მწველად,

ყელსა ბროლებსა, უტოლებსა, გველი გყვა მცველად,

გესხნეს ხალები, მაკრძალები, ამარტის ველად,

ნარინჯნი ორნი, ტოლნი, სწორნი, მიქმოდენ ხელად,

მიწვევდენ შენად შესამკობლად, დამამწარებო!

ალვაო, გესხნეს ორნი ნორჩნი მოსარხეველნი,

მკლავნი მომკლავნი, თითნი თლილნი მოსახვეველნი,

ზარიფსა წელსა დაეკვირვნეს ქვეყანად მვლელნი;

ოდეს გნახვიდი, შევიმატნი ათასნი წელნი.

აწ დამლევიან ყოვლნი დღენი, უცხოდ ვარებო!

ბაგე მდუმრიად გიალერსებ, ბაგეო ვარდო!

თვალთა ჰსურიან ხილვა შენი, კეკელა მარდო!

გულსა სწყურიან დამაშვრალსა; რას შეგაფარდო?

თუმცა შენ დაგთმო, ვინღა ვჰპოვო, სად გავიზარდო?

უშენოდ ხილვა არვისი მსურს, შევიზარებო!

შენმა გონებამ მიმამსგავსა მილეულს მთვარეს:

სიცოცხლის ნაცვლად მოვინატრი სიკვდილსა მწარეს!

მოდით, მიჯნურნო, შემიბრალეთ, მოვლეთ ჩემს არეს
console :console: console :console: console :console: :console:

მიმაგრება: 8718952.gif (202.6 Kb)
 
ladogiorgiთარიღი: ხუთშაბათი, 2010-12-23, 6:12 PM | შეტყობინება # 16
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 373
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
თუ კი ცრემლები არ დაგდენია,
მას ვერ გაუგებ ვინც ეხლა ტირის...
თუ კი არავინ მოგნატრებია,
როგორ გაიგებ ფასს მოლოდინის...
თუ ღამეები არ გითევია,
ვერც შეიგრძნობდი დადგომას დილის...
თუ სიყვარული არ გიგემია,
ვისაც უყვარხარ არ გესმის იმის...
თუ ეს სიტყვები შენთვის ლექსია
ან მხოლოდ გჯერა ლამაზი რითმის,
მაშინ ნუ ცდილობ გაიგო ვინ ვარ,
შენთვის უცხოა რასაც განვიცდი
...
 
ladogiorgiთარიღი: ხუთშაბათი, 2010-12-23, 8:47 PM | შეტყობინება # 17
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 373
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
გეტყვიან ჩემზე არ უყვარხარო
და გევედრები არ დაიჯერო
მოხდება ასე ვიცი და მინდა,
შენს გვერძე ყოფნით გული ვიჯერო.
გეტყვიან ჩემზე გატყუებდაო,
ერთობოდაო შენტან თამაშით
მაგრამ ხომ იცი რომ ჩემნაირად
არ ყვარებიხარ ქვეყნად არავის.
ვიცი გეტყვიან დაგივიწყაო
სულ სხვა გახდაო მისი რჩეული
მაგრამ ხომ იცი რომ უშენობით
ნატვრას ავყევი გადარეული.
გეტყვიან ჩემზე მიგატოვაო
რომ მობეზრდაო შენი ალერსი
და თუ გაგება ამის მოგინდა,
მხოლოდ ჩამხედე ჩამქრალ თვალებში.
ვიცი გეტყვიან დაგივიწყაო,
გულში ნაღველი არ გაიჩერო
არ უყვარხარო გეტყვიან მაგრამ
ჩემ თავსგაფიცებ არ დაიჯერო
 
ladogiorgiთარიღი: ხუთშაბათი, 2010-12-23, 8:48 PM | შეტყობინება # 18
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 373
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
თუ კი სიყვარულს გარგუნებთ ღმერთი,
თუ კი თქვენს გულში დაიდებს ბინას,
თუ კი ყინული გალღვება სულ მთლად,
სითბოს შეიგრძნობს სპეტაკი წვიმა,
ხელს, ნუ კრავთ! ნუ კრავთ! ძლიერ სიყვარულს
ნუღარ ჩაუქრობთ ანთებულ სანთელს,
მიწათ გათელილ წითელ მიხაკებს,
გარდაცვლილ სულსაც ნუღარ დაუდებთ...
გიყვარდეთ ისიც, ვინც შეგიყვარებთ,
გიყვარდეთ იგი მთელი არსებით,
იწვოდეთ მისთვის, დნებოდეთ მისთვის
და ლოცულობდეთ, ვით ვხთისმშობლისთვის.
გჯეროდეთ! გწამდეთ! თუნდ ბედისწერის,
რომ მომავალი მომავალია,
რომ იგი მოდის და მოვა კიდეც
და რომ ის ეხლა უკვე გზაშია
 
ladogiorgiთარიღი: ხუთშაბათი, 2010-12-23, 8:57 PM | შეტყობინება # 19
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 373
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
პირველი კოცნა გრძნობით აღვსილი
პირველი კოცნა მთვარიან ღამეს
გული ღელავდა როცა ბაგეზე
ვგრძნობდი შენს ტუჩებს აგზნებულ სახეს.
ბურუსში ვიყავ,ვერ ვერკვეოდი,
პირველი კოცნა თუ ვის ვაღირსე.
პირველი კოცნა ვის ერგო ჩემგან
ვინ დაეწაფა ტუჩებს ალისფერს.
სწორედ იმ დღიდან შეგძულდი იქნებ
იქნებ კიდევაც დამცინი გულში
შენ მეფერები მეალერსები და
თან მარწმუნებ შენს სიყვარულში.
მე ვკიცხავ ჩემს თავს იმ მოქცევისთვის,
ცრემლების კვალი უხვად დამატყვე
მაგრამ იცოდე რომ შენ ხარ მაინც
პირველი კოცნა ვისაც ვაღირსე
 
ladogiorgiთარიღი: ხუთშაბათი, 2010-12-23, 8:58 PM | შეტყობინება # 20
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 373
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
ისევ მიყვარხარ, ვაღიარებ, ისევ მიყვარხარ,
გულს ვერ ვუბრძანე, დავიწყება შენი ვერ შეძლო,
შენზე ფიქრები ისევ მპარავს მე ძილს ხანდახან,
რა ვქნა, მირჩიე, რომ მე უშენოდ სიცოცხლე შევძლო.
გაცრეცილ წარსულს ვებღაუჭები შიშველი ხელებით,
მაგრამ დამღალა სიყვარულთან უაზრო ბრძოლამ,
ვერ გამიგია მინდა თუ არა წარსულს თან გაჰყვე,
განა აზრი აქვს საკუთარ თავთან ჭიდილს და ბრძოლას?
დღეები გადის, დრო არ ჩერდება, მიქრის უაზროდ,
და ან ფიქრებში კიდევ ერთხელ გათენებულა,
მინდა იცოდე, არც სიყვარული გამქრალა ჩემი
და არც ტკვილი შენი დაკარგვის განელებულა.
 
ladogiorgiთარიღი: ხუთშაბათი, 2010-12-23, 8:59 PM | შეტყობინება # 21
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 373
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
ლამაზი დღეა თითქოს ყველა ბედნიერია,
გავალ უბანში, ჩამოვჯდები, ხალხიც ბევრია,
"დღეს მე ვკისრულობ" დავიძახებ და ბირჟას დავშლი
მერე მახლობლად რესტორანში დიდ სუფრას გავშლი

ვერვინ მიხვდება მიზეზს ჩემი ხელგაშლილობის,
ზოგს დარდის ბრალი ეგონება ზოგს შეშლიობის,
ბოლოს ავიღებ განსხვავებულს მოვითხოვ სიტყვას:
"იუბილარის სადღეგრძელო მინდა რომ ითქვას"...

ყველას სახეზე გაოცება დაეტყო თითქოს,
ვერაფერს მიხვდნენ ვერც ბედავენ რომ შემეკითხონ,
მომშტერებია დაბნეულად მე ბევრი თვალი,
მათი მზერიდან ვხვდები "ნაღდად ვგონივარ მთვრალი"
მე კი ვაგრძელებ :

მას ერთი წლის წინ ამავე დღეს მოვხვიე ხელი,
დღეს დაიბადე მშვენიერო აბა რას ელი?
რასაც ინატრებ მას გაჩუქებ არ მიჭირს ფული,
მან კი ღიმილით ჩამჩურჩულა,,, მაჩუქე გული...

მე ვადღეგრძელებ ვინც ამ წუთში ჩემგან შორს არის,
თან ჩემი ჰქვია ამავედროს ჩემი არ არის ,
ვისი ნებითაც დღეს ჩემს მკერდში გული არ არის
და მაინც ჩემთვის მასზე კარგი არავინ არის...

 
ladogiorgiთარიღი: ხუთშაბათი, 2010-12-23, 9:01 PM | შეტყობინება # 22
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 373
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
დამხატე,
დამხატე...
ოღონდ ნუ დამხატავ ასე სევდიანს.
შემილამაზე მარტოობა მხიარულ გრიმით.
შემომაძარცვე ეს ავბედითი მელანქოლია.
თორემ უსაზღვრო ძალა უნდა ბუნებრივ ღიმილს.
დახატე ზეცა...
ოღონდ თეთრი მოსაწყენია.
დახატე სივრცე...
ოღონდ ლურჯი აღარ დახატო.
მე აღარ მინდა შემოდგომა ფოთოლთაცვენით.
იქნებ მიმოზა დამიხატო სადაფისფერი.
თეთრი ზამთარი?
მე არ მახსოვს,ეს იყო ძველად.
შენ დამიხატე უნამქერო და იისფერი.
დახატე მიწა...
და მზის აკვნად აქციე თოვლი.
ზღვაც დამიხატე...
ოღონდ მწვანე,ისე ვით მოლი.
მერე რა მოხდა ცხოვრებაში ის თუ ლურჯია.
დახატე ქალი...
საქალეთი შეცვალე თუ გსურს,
უყოველგვარო დამცირებით,უმასკარადო.
ამ სამყაროში ბევრი რამე შეცვალე თუ გსურს,
ოღონდაც ქალი არ დახატო უმამაკაცოდ.
 
ladogiorgiთარიღი: ხუთშაბათი, 2010-12-23, 9:04 PM | შეტყობინება # 23
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 373
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
დღეს შენთან თითქმის არაფერს ვმალავ,
უფრო გაღმერთებ,რაც დრო გავიდა,
შენ კვლავ მომეცი იმდენი ძალა,
მთელ ჩემს ცხოვრებას ვიწყებ თავიდან.
შენთვის ვწნავ მინდვრის ყვავილთა გვირგვინს,
იქნებ ჩემს ტკივილს რამე ვუშველო,
დედას ვფიცავარ,გულწრფელად მიკვირს,
როგორ ვიცხოვრე დღემდე უშენოდ!
 
ladogiorgiთარიღი: ხუთშაბათი, 2010-12-23, 9:06 PM | შეტყობინება # 24
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 373
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
ქარმა გამომწვევად ფოთლებს ჩაუქროლა
და ერთ ლამაზ ფოთოლს გული აუთრთოლა
წამო, წამომყევი ცხრა მთას მოგატარებ
მერე მოგიყვან დედას ჩაგაბარებ
ფოთოლს ამის მეტი არა გაუგია
გრძნობით ანთებულმა თავი დაუქნია
ქარს სიყვარული აღარ გაუცია
გრძნობის ქარიშხალში ისევ გაახვია
ახლა აფარატებს ალბათ ლამაზ ფოთოლს
გულსაც უხალისებს ალბათ წარა-მარა
მერე მიატოვებს სადრაც ქუჩის ბოლოს
ერთი მეეზოვის ცოცხის ანაბარად...
 
ladogiorgiთარიღი: ხუთშაბათი, 2010-12-23, 9:07 PM | შეტყობინება # 25
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 373
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
ყოველ საღამოს, როცა მზე ჩადის
და თეთრი ზეცა ნელა ბინდდება
მე შენზე ფიქრი ისევ მეძახის,
მე შენთან ყოფნა ძლიერ მინდება.
შენი თვალების ნაცნობი ფერი
მაკლია მაშინ და მენატრება,
როცა მილეულ მზის შუქს შევცქერი
არ ვიცი, ასე რად მემართება.
მე ვერ ვგრძნობ შენი სხეულის სითბოს,
შენი ტუჩების მე მკლავს წყურვილი
და არ არსებობს ამქვეყნად თითქოს
სხვა ნატვრა, ანდა სულ სხვა სურვილი.
მხოლოდ მართობენ შენზე ფიქრები...
უშენოდ ყოფნას ძლიერ განვიცდი,
და მაინც თუკი ჩემი იქნები
თუნდაც მილიონ წელწადს დაგიცდი.
მე მახალისებს შენი დანახვა, -
შენ იასამნის აგდის სურნელი,
მაშინაც, როცა ჩემთან არა ხარ,
ხარ სანატრელი და სასურველი.
ყოველ საღამოს, როცა მზე ჩადის
და თეთრი ზეცა ნელა ბინდდება
მე შენზე ფიქრი ისევ მეძახის,
მე შენთან ყოფნა ძლიერ მინდება
 
ladogiorgiთარიღი: ხუთშაბათი, 2010-12-23, 9:10 PM | შეტყობინება # 26
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 373
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
გითხრა რა იყო?
არაფერი. . . მინდა აქ იყო.
დარდი გაგიყო
უშენობამ იცი რა მიყო?
სული დამძიმდა…
არაფერი აღარ მახარებს...
სევდა მაწვიმს და
ცრემლი კოცნის დაღლილ წამწამებს.
ყველა შორი და . .
ახლო მდგომი უფრო დუმდება.
ის ვინც მოვიდა
არ მოსული უკან ბრუნდება..
გზები გაიყო...
ცა გაიღო...
გული გაიპო…...
ბნელმა ნათელი შემიცვალა
და მზე წაიღო.
შველად ვეძებე შენისთანა
არსად არ იყო.
უკვე სიკვდილმაც შემიყვარა
გესმის რა იყო?!

ბევრი ვეძებე შენისთანა
წლები გაფრინდა. . .
გული ვერავინ შემიცვალა
მოდი თავიდან. . .

 
ladogiorgiთარიღი: ხუთშაბათი, 2010-12-23, 9:10 PM | შეტყობინება # 27
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 373
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
შენ შვიდი ფერი ვეღარ დაგხატავს,
შენთან ფერები არაფერია
შენს თავს ვერ ვანდობ უნიჭო მხატვარს
შენ დედოფლობის დიდო ფერიავ.

შენთვის არ კმარა პიკასოს ფუნჯი
არც ლეონარდოს ნიჭი უბადლო,
შენი მხატვარი მხოლოდ ერთია
შენ მხოლოდ იმ ერთს უნდა უმადლო.

ვერც ფიროსმანი, ვერც რაფაელი
ვერც კონსტანტინეს ფერთა მორევი
როგორ დაგხატავ აღარ კითხულობ?!
სიყვარულია ნიჭი ყოველი.

სწორედ ამ გრძნობით მე შენ დაგხატავ

 
ladogiorgiთარიღი: ხუთშაბათი, 2010-12-23, 9:11 PM | შეტყობინება # 28
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 373
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
შენ ქარიშხალი გინახავს ზღვაზე?
მოგისმენია გრიალი ზღვისა?
იგი ბრაზდება საკუთარ თავზე,
როცა სიყვარულს უცქერის სხვისას.
იცი რად არის გაბრაზებული?!
რად ახლის ნაპირს ტალღებს ქაფიანს?!
ზღვასაც ყოლია შეყვარებული
და მერე რწმენა დაუკარგია,
საკუთარ ტალღით მოუკლავს თურმე,
საკუთარ გულში დაუმარხია
და ეხლა როცა ბნელდება ზღვაზე,
როცა სიყვარულს უცქერის სხვისას,
საკუთარ სატრფოს იგონებსდარდით
და ეს გრიალი დარდია ზღვისა!
..........................................
უნდა იცოდე ვინ არის ღირსი
რომ სიყვარული ატარო მისი!
 
ladogiorgiთარიღი: ხუთშაბათი, 2010-12-23, 9:15 PM | შეტყობინება # 29
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 373
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
არა, გაზაფხულზე რა უნდა მარტოობას,

მოგძებნი სადმე და სიყვარულს დაგიმტკიცებ,

მე შენი თვალებით შევხვდები ყვავილობას

არ გჯერა? თუ გინდა იებზე დაგიფიცებ!

-პატარა იების სიცოცხლეს გეფიცები,

მათ ახლად ახელილ თვალებს,

ო, ისე ლამაზად მეყვარები

კიდევაც შეშურდება მთვარეს...

არა, გაზაფხულზე რა უნდა მარტოობას

მოგძებნი სადმე და სიყვარულს დაგიმტკიცებ!

არ გჯერავს? თუ გინდა იებზე დაგიფიცებ!

-ლურჯთვალა იების სიცოცხლეს გეფიცები...

 
ladogiorgiთარიღი: ხუთშაბათი, 2010-12-23, 9:24 PM | შეტყობინება # 30
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 373
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
მე ბევრი მინახავს ქალი, მაგრამ ისეთი როგორიც შენ ხარ...არა

მე ბევრი მინახავს ქალი, მაგრამ შენზე ლამაზი...არა

მინახავს მეთქი, მაგრამ შენი ბუნების...არა

მინახავს სიყვარული, მაგრამ შენნაირი_არა

შენ ხარ ქალი ედემის ბაღში დაბადებული,

აფეთქებული ვარდის კოკორი და ეკლიანი.

შენ ხარ გრძნობა სიყვარულით ჩაუქრობელი,

მჭედლური ხელით დიდ ფრესკაში ამოტვიფრული.

შენ ხარ ქალი საუკუნის მიღმა მყოფელი,

ქვეცნობიერად მდედრი გენის წარმომსახველი,

შენ ხარ ქალი, ანგელოზი ღვთისმშობლის ხატი,

რომლის წინაშე ქედს მოიხრის, ყოველი მამრი

 
  • გვერდი 2 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 24
  • 25
  • »
ძებნა:

RSS

ვალუტა

ძებნა

ჩვენი გამოკითხვა

შეაფასე ჩემი საიტი
სულ პასუხი: 20

სტატისტიკა

სურათის ლინკი აქ 88х31