კვირა, 2025-07-20, 5:47 PM
მოგესალმები სტუმარი | რეგისტრაცია | შესვლა

Мой сайт

სიყვარულო ძალსა შენსა - ფორუმი

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 1 დან
  • 1
  • 2
  • 3
  • 24
  • 25
  • »
სიყვარულო ძალსა შენსა
ladogiorgiთარიღი: ხუთშაბათი, 2010-12-23, 3:22 PM | შეტყობინება # 1
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 373
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
:lips: lips :lips: lips :lips: lips :lips: lips :lips: lips :lips:
ტანო ტატანო, გულწამტანო, უცხოდ მარებო!

ზილფო-კავებო, მომკლავებო, ვერ საკარებო!

წარბ-წამწამ-თვალნო, მისათვალნო, შემაზარებო!

ძოწ-ლალ-ბაგეო, დამდაგეო, სულთ-წამარებო!

პირო მთვარეო, მომიგონე, მზისა დარებო!

თვალთა ნარგისი, დამდაგისი, შეგშვენის მწველად,

ყელსა ბროლებსა, უტოლებსა, გველი გყვა მცველად,

გესხნეს ხალები, მაკრძალები, ამარტის ველად,

ნარინჯნი ორნი, ტოლნი, სწორნი, მიქმოდენ ხელად,

მიწვევდენ შენად შესამკობლად, დამამწარებო!

ალვაო, გესხნეს ორნი ნორჩნი მოსარხეველნი,

მკლავნი მომკლავნი, თითნი თლილნი მოსახვეველნი,

ზარიფსა წელსა დაეკვირვნეს ქვეყანად მვლელნი;

ოდეს გნახვიდი, შევიმატნი ათასნი წელნი.

აწ დამლევიან ყოვლნი დღენი, უცხოდ ვარებო!

ბაგე მდუმრიად გიალერსებ, ბაგეო ვარდო!

თვალთა ჰსურიან ხილვა შენი, კეკელა მარდო!

გულსა სწყურიან დამაშვრალსა; რას შეგაფარდო?

თუმცა შენ დაგთმო, ვინღა ვჰპოვო, სად გავიზარდო?

უშენოდ ხილვა არვისი მსურს, შევიზარებო!

შენმა გონებამ მიმამსგავსა მილეულს მთვარეს:

სიცოცხლის ნაცვლად მოვინატრი სიკვდილსა მწარეს!

მოდით, მიჯნურნო, შემიბრალეთ, მოვლეთ ჩემს არეს
console :console: console :console: console :console: :console:

მიმაგრება: 8718952.gif (202.6 Kb)
 
ladogiorgiთარიღი: ხუთშაბათი, 2010-12-23, 4:16 PM | შეტყობინება # 2
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 373
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
:angel: angel1 :angel: angel1 :angel: angel1 :angel: angel1
მიყვარხარ ძლიერ ძლიერ,
რაც გადის დრო და ხანი,
მე უფრო მეტად მიყვარს
შენი პატარა ტანი.
შენი შავი თმის ბუჩქი,
მაგ თეთრი შუბლის ფერი,
თვალები გიშრისფერი,
ლოყები ვარდისფერი,
შენი თითები მიყვარს, _
ორი პატარა თათი,
ო, იცი როგორ მიყვარს
ოდნავ შეხება მათi?!
ო, იცი როგორ მიყვარს?
გამოუთქმელი ენით,
შენი გრძნობების სიღრმე,
სულის სიმართლე შენი,
მე დარდიც მიყვარს შენი,
შენი ღიმილი მათბობს,
მე ცრემლიc მიყვარს შენი,
შენი კისკისი მართობს,
მე შუქი მიყვარს შენი _
რა არის მისი ფასი,
მე ჩრდილიც მიყვარს შენი, _
მზის დაბნელების მსგავსი.
მიყვარხარ ძლიერ, ძლიერ,
მწვავს შენი ტრფობის ალი;
მიყვარხარ ძლიერ, ძლიერ,
მთელი გრძნობით და ძალით.
ღამით ჩემთან ხარ სიზმრად,
ფიქრში ჩემთან ხარ დღისით,
გულის ძგერის ხმა მესმის;
შენი ხმა არის ისიც!
მიყვარხარ ძლიერ, ძლიერ,
მიყვარხარ ცხადად, მალვით,
როგორც აროდეს არვინ
არ ყვარებია არვის...
ეს სიკვდილს უდრის თითქმის,
ეს შეუძლოა თითქმის,
შენ ერთს გეკუთვნის ყველა,
რაც სიყვარულად ითქმის.
..

angel 0:) angel 0:) angel 0:) angel 0:) angel 0:) angel 0:) angel 0:) angel 0:) 0:)
 
ladogiorgiთარიღი: ხუთშაბათი, 2010-12-23, 4:18 PM | შეტყობინება # 3
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 373
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
:cupid: cupid :cupid: cupid :cupid: cupid :cupid: cupid :cupid:
ძაან მიყვარხარ და უკვე სამუდამოდ...
ისე ვნებითა და თანაც გამეტებით,
რომ თავდავიწყებამ სუნთქვა შემიკრა და
ღამე დამიღამა დილის გათენებით.
იცი ჩემი ხარ და თანაც სამუდამოდ...
ჩემი იქნები და ჩემად დაბერდები
თავს რო განაცვალებ, გულში ჩაგიკრავ და
შენი სიყვარულის რითმებს დავჯერდები.
ზღაპარს მოგიყვები უკვე სამუდამოდ,
ერთი ტრფობისა და ერთი აღელვების,
ერთი ნეტარების ერთად განცდილსა და
ჩვენი ორი გულის ერთად განმრთელების
.

clap :clap: clap :clap: clap :clap: clap :clap: clap :clap: :clap:
 
ladogiorgiთარიღი: ხუთშაბათი, 2010-12-23, 4:20 PM | შეტყობინება # 4
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 373
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
:gossip: gossip :gossip: gossip :gossip: gossip :gossip:
თვალი დახუჭე, წარმოიდგინე,
ზღვაში კუნძულზე რომ დგეხარ მარტო,
წარმოიდგინე ვიღაც მოცურავს
შენთან ყოფნაზე ფიქრობს და ნატრობს
წარმოიდგინე ის ვიღაც გეძებს
მისი იმედი გადადის ეჭვში
დიდ ტალღებს ებრძვის,თავს არ ანებებს
სიყვარულისგან დაჭრილი მკერდში
წარმოიდგინე პატარა ნავი
ტალღები არწევს ვით ბავშვის აკვანს
ნავში ვიღაც ზის,ძლიერ უყვარხარ
ის თავის კოცნას ზღვის ნიავს ატანს
ის თავის კოცნას ზღვის ნიავს ატანს
ნიავს კი კოცნა მოაქვს და მოქრის
ვიღაც ამღვრეულ ზღვას ებრძვის ისევ
ნიავს მოყვება ნიჩბების მოსმით...
თვალი დახუჭე,წარმოიდინე,
ზღვა თავის ნიავს შენს ტუჩებს სტყორცნის
ნიავს არა ჰგავს?ვიღაც მოვედი
ჩემი ტუჩები შენს ტუჩებს კოცნის...

flowers :flowers: flowers :flowers: flowers :flowers:
 
ladogiorgiთარიღი: ხუთშაბათი, 2010-12-23, 4:21 PM | შეტყობინება # 5
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 373
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
ჩემი ოცნება ხარ ფიქრებში ნაქარგი,
ნაზი და ფაქიზი სულის რუდუნების,
შენ ჩემი სატრფო ხარ აწ და მარადის
და უკიდეგანო განცდა ხარ ცდუნების . . .
შენ აღმაფრენა ხარ ნათლის და სიკეთის
ფრთებად სათნოება შეგასხა განგებამ.
ვიცი მაზიარებ ზეცის ნეტარებას
ამ მიწამ დათმობა ჩემი თუ გაბედა . . .
შენ ჩემი არსების ლტოლვა ხარ ველური,
წყნარი ვით მთვარე და შმაგი ვით ბუნება.
ვიცი წარღვნასავით წამლეკავ გრძნობებით
ჩემი სიყვარული თუ მოგეგუნება . . .
ჩემი ოცნება ხარ ფიქრებში ნაქარგი,
ნაზი და ფაქიზი სულის რუდუნების,
შენ ჩემი სატრფო ხარ აწ და მარადის
და უკიდეგანო განცდა ხარ ცდუნების
.. .
love :love: love :love: love :love: love :love: love :love: love :love: love :love: love :love:
 
ladogiorgiთარიღი: ხუთშაბათი, 2010-12-23, 4:22 PM | შეტყობინება # 6
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 373
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
შემომეგება დღესაც
ეს უსასრულო ღამე,
ჩემი ფიქრები მაღლა,
ღრუბლებში ავიტანე.
იქ ვესაუბრე ზეცას,
შენზე ვუამბე მთვარეს
და ვეალერსე ვარსკვლავთ,
შენი თვალების მსგავსებს.
იმათ მაჩუქეს ნატვრა,
ერთი სურვილი მომცეს,
მეც სიყვარული შენი,
და შენი სითბო ვთხოვე.
და გაეღიმათ ვარსკვლავთ,
მკითხეს, ეგ რატომ გვთხოვე?
ის უკვე არის შენი,
მას შენ უყვარხარ სწორედ.
ის შენზე ფიქრობს ახლაც,
ისიც შენს თავს სთხოვს მთვარეს,
შენს სიყვარულს სთხოვს ვარსკვლავთ,
შენ ესიზმრები ღამე.
მისი ოცნებაც შენ ხარ,
აღარ იფიქრო მეტი,
წადი, დაბრუნდი მასთან
და გაუწოდე ხელი.
მაშინვე გავჩნდი შენთან,
შუბლზე დაგადე ხელი,
გეფერებოდი მძინარს,
შენ არ გესმოდა ჩემი.
ვერ გაგაღვიძე, მაგრამ
მე გამეღვიძა მაშინ,
თურმე ვხედავდი სიზმარს,სიზმარს, ახდენილს ცხადში!

 
ladogiorgiთარიღი: ხუთშაბათი, 2010-12-23, 4:23 PM | შეტყობინება # 7
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 373
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
ნეტავ ვინა სთქვა, ვინ მოიგონა,

რომელს გაუწყრა ღმერთი?

სიყვარულიდან სიძულვილამდე

ნაბიჯიაო ერთი...

ერთი კი არა, ასი ათასი,

მთელი სიცოცხლე ალბათ,

თუ მართლა გიყვარს, რომ მოინდომო,

მაინც ვერ გალევ ამ გზას..

მონატრებიდან მოგონებამდე,

თუ მართლა, მართლა გიყვარს,

სიყვარულიდან სიძულვილამდე,

გწამდეს, ვერასდროს მიხვალ......

 
ladogiorgiთარიღი: ხუთშაბათი, 2010-12-23, 4:25 PM | შეტყობინება # 8
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 373
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
რას არ მივცემდი ოღონდ ამ წუთას მე შენ გხედავდე
... გიცქერდე, შენით თენდებოდეს ყოველი დილა...
შენით ბნელდება ჩემთვის ყოველი ღამე ფიქრებში
ახლაც კი მხოლოდ შენ მენატრები და შენთან მინდა

... ნეტავ შემეძლოს ყოველი გრძნობის ლექსად გარითმვა,
თუმცა ჩემს გრძნობებს არ ეყოფა სიტყვების რითმი,
რადგან მონატრება იმდენად მწარე და მტანჯველია,
რომ სევდიანი მდუმარე თვალებით ვიღვიძებ დილით

... ნეტავ შემეძლოს მოგაწვდინო ხმა მე შორიდან
ნეტავ შემეძლოს ამ ფიქრებით გითხრა სათქმელი.
... ნეტავ შემეძლოს მაგრამ ვიცი არ შემიძლია
... ვიცი არავარ მე შორიდანრაიმეს მთქმელი
.

 
ladogiorgiთარიღი: ხუთშაბათი, 2010-12-23, 4:25 PM | შეტყობინება # 9
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 373
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
ვინ აგიკრძალა სიყვარული ვარდთა დედოფალს?
თუ შენ ჩარაზე სალაღობო ყველა ჭიშკარი?
გიცქერ და ვფიქრობ... წარსულის თუ ტრფობის იარას
მე ვამჩნევ მხოლოდ, თუ თავად ხარ შეუნიღბავი?

მინდა ეგ შიში სიყვარულის შიშად გიქციო,
მინდა ჩაბარდეს შიში შენი შიშთა საუფლოს.
მომავლის შიში სევდად გექცეს მხოლოდ წარსულზე
და გულმა ჩემმა შენს სიყვარულს მახე დაუგოს.

მხოლოდ მომავლის ოცნებებით მინდა გალაღდე,
მხოლოდ ნათელი აღტაცების ბრწყინავდეს შენში,
ვეღარასოდეს ვერ შეგატყოს მტერმა ვერაგმა
რა ქარიშხალი და ტკივილი გქონია ბედში.

მაშინ იქნები ბედნიერი და გალაღდები,
როცა მოკვდება შიშით შენი ყველა დარდები

...
 
ladogiorgiთარიღი: ხუთშაბათი, 2010-12-23, 6:02 PM | შეტყობინება # 10
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 373
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
ცოტას დავიცდი, მერე წავალ წვიმის კვალდაკვალ...
დღეს თუ არ იცი, ხვალ გაიგებ როცა დამკარგავ!
ჩემთვის ასეთი ცივი რად ხარ, რით შეგაშინე?
შენსკენ სავალი ბეწვის ხიდიც ვერ შემაშინებს.
ცოტას დავიცდი, სანამ გავა წვიმის სურნელი,
ნუღარ განიცდი, პატიებას შენგან არ ველი,
თურმე ბოლომდე ყველაფერი არ შეგძლებია...
მე ხომ მოგენდე ამის მეტი რა შემიძლია,
ცოტას დავიცდი, მერე წავალ წვიმის კვალდაკვალ,
ნუღარ განიცდი ხვალ ხომ უკვე მართლა დამკარგავ...
...
 
ladogiorgiთარიღი: ხუთშაბათი, 2010-12-23, 6:02 PM | შეტყობინება # 11
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 373
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
მე ახლა ნახატს სასოებით,კრძალვით გიხატავ...
ამ ნახატს ვარქმევ სათაურად_
"მე შენ მიყვარხარ"...
ცისფერი ფერით ვაფერადებ ნახატზე მეჩეთს,
და ტუშით ვაწერ ცისფერ ფერზე _
"მაგიჟებ მე შენ " . . .
გულს ვხატავ სისხლით და თუ რატომ,

ამას მიხვდები . . .
ვწერ შავი ტუშით წითელ გულზე _
"მე შენ მჭირდები ". . .
ვდგევარ ნახატთან და ფიფქები თავზე მათოვენ ,
თვალებში თხოვნა მიწერია _
ნუღარ დამტოვებ ! . . .
მე ახლა ნახატს სასოებით,

კრძალვით გიხატავ.
ამ ნახატს ვარქმევ სათაურად
"მე შენ მიყვარხარ ".

heart heart heart heart heart heart heart heart heart heart heart heart heart heart
 
ladogiorgiთარიღი: ხუთშაბათი, 2010-12-23, 6:04 PM | შეტყობინება # 12
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 373
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
მითხარი რამე, თორემ მე გეტყვი, რა უფეროა უშენო დღე და რა წყეული უშენო ღამე, მითხარი რამე! მითხარი რამე, თორემ მე გეტყვი, როგორ ვივიწყებ შენეულ წყენას, როგორ ვიტკიებ უშენო წამებს, მითხარი რამე! მითხარი რამე, თორემ მე გეტყვი, როგორ გიცდიდი, როგორ გელოდი, როგორ ვიცრემლე, როგორ ვეწამე, მითხარი რამე! მითხარი რამე, თორემ სულ მალე, დაგავიწყდები, მითხარი რამე!
 
ladogiorgiთარიღი: ხუთშაბათი, 2010-12-23, 6:04 PM | შეტყობინება # 13
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 373
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
მე გადავწყვიტე ვიქცე ჰაერად,რომ ჩამისუნთქო,მე ჩემს სურვილებს ოცნებებივითჩუმად ვინახავ,მე გადავწყვიტე ვიქცე მთვარედ,ცაში ვიქნები,და "ღმერთო ჩემო”-ს როცა იტყვი,ხომ დამინახავ…მე გადავწყვიტე ვიქცე ლექსად,რომ წამიკითხო,მერე დადუმდე…დაგადუმებს დროის დაკარგვა,მე გადავწყვიტე ამ ქვეყნიდან გადავიკარგო,რომ ერთხელ მაინც მოგენატროს ჩემი დანახვა…
 
ladogiorgiთარიღი: ხუთშაბათი, 2010-12-23, 6:07 PM | შეტყობინება # 14
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 373
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
შენ რაც მოგწონს,მე აქა მაქვს ლამაზ სულში,გულმა შენზე ოცნებები დაიტია,შენ რომ გიყვარს,ის ფიქრები ჩემში დაქრის,ჩემი გრძნობა ოცნებების დარაჯია.შენ რომ გხიბლავს,ის აქ დაქრის,სუფთა სულში,ფიქრი ლამაზ მოლანდებად გაეხვია,აგიზგიზდა,აბრდღვიალდა შენთან ერთად,რადგან მეტი არაფერი აბადია.შენ რომ გიყვარს,გრძნობა არვის შესადარი,მსგავსი,ეძებ???სხვაგან არსად არ ანთია,რა ვქნა თუ კი შემოქმედმა ასე მძლავრად,შენი სუნთქვა ოცნებებად დამაფრქვია.შენი სული,თითქოს სადღაც ცარიელი,ჩემმა გრძნობამ სავსე მზერად გააბნია,ლამაზ თვალთა ბრდღვიალებით გაპენტილი,სიყვარულის ანა–ბანას შეასია,შენ რომ ნატრობ,ის ვულკანი მკერდში ღვივის,წვიმამ ცრემლი მონატრებად დააქცია.ლამაზ ფიქრთა უსასრულო მონიტორმა,შენთან ერთად თეთრი ღამე გაათია
 
ladogiorgiთარიღი: ხუთშაბათი, 2010-12-23, 6:08 PM | შეტყობინება # 15
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 373
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
ქალი! ერთი პატარა ვარსკვლავია რომელიც სამუდამოდ კაშკაშებს.
ქალი! ზეციური ალმასია რომელიც არასოდეს არ ქრება.
ქალი! ბრილიანტია რომელიც არასოდეს არ კარგავს თავის ეფექტს.
ქალი! ბაჯაღლოა ოქროში ჩასმული რომელიც არასოდეს არ ცვდება.
ვინ არის ქალი?
ქალი ქარია,ცხოვრების ბილიკზედ მდგარი ცისფერი ლანდია.
ვინ არის ქალი?
ქალი გალაქტიკის მეცხრე პლანეტაა უდაბნოს ბურუსუთ მოცული ღვთაებაა.
ვინ არის ქალი?
ქალი ედემია,სიცოცხლის წყურვილია და სამოთხის ყვავილია.
ვინ არის ქალი?
ქალი ჯოკერია,ლამაზმანებში ჯვრის ტუზია და სამყაროს ვარსკვლავია.
ვინ არის ქალი?
ქალი ხომ წმინდანია,ამ სიტყვების გმირია,და წინანდლის მგოსანია.
ლამაზი სულის მქონე ქალებო,
ვერხვის ფოთლებო,და ზამბახებო
კაშკაშა შუქით მოცულო ლანდებო,
სიცოცხლით აღსავსე ანგელოზებო,
ცაზედ გამოსახულო პატარა ფერიებო,
ხოლო ჩვენი დაქსაქსული ფიქრების
ბრძანებლებო...
ეს თქვენ გეძღვნებათ,ლამაზი სულის მქონე angelozo
!
 
  • გვერდი 1 დან
  • 1
  • 2
  • 3
  • 24
  • 25
  • »
ძებნა:

RSS

ვალუტა

ძებნა

ჩვენი გამოკითხვა

შეაფასე ჩემი საიტი
სულ პასუხი: 20

სტატისტიკა

სურათის ლინკი აქ 88х31