სიყვარულო ძალსა შენსა
|
|
ladogiorgi | თარიღი: ხუთშაბათი, 2010-12-23, 3:22 PM | შეტყობინება # 1 |
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 373
სტატუსი: Offline
| :lips:  :lips:  :lips:  :lips:  :lips:  :lips: ტანო ტატანო, გულწამტანო, უცხოდ მარებო! ზილფო-კავებო, მომკლავებო, ვერ საკარებო! წარბ-წამწამ-თვალნო, მისათვალნო, შემაზარებო! ძოწ-ლალ-ბაგეო, დამდაგეო, სულთ-წამარებო! პირო მთვარეო, მომიგონე, მზისა დარებო! თვალთა ნარგისი, დამდაგისი, შეგშვენის მწველად, ყელსა ბროლებსა, უტოლებსა, გველი გყვა მცველად, გესხნეს ხალები, მაკრძალები, ამარტის ველად, ნარინჯნი ორნი, ტოლნი, სწორნი, მიქმოდენ ხელად, მიწვევდენ შენად შესამკობლად, დამამწარებო! ალვაო, გესხნეს ორნი ნორჩნი მოსარხეველნი, მკლავნი მომკლავნი, თითნი თლილნი მოსახვეველნი, ზარიფსა წელსა დაეკვირვნეს ქვეყანად მვლელნი; ოდეს გნახვიდი, შევიმატნი ათასნი წელნი. აწ დამლევიან ყოვლნი დღენი, უცხოდ ვარებო! ბაგე მდუმრიად გიალერსებ, ბაგეო ვარდო! თვალთა ჰსურიან ხილვა შენი, კეკელა მარდო! გულსა სწყურიან დამაშვრალსა; რას შეგაფარდო? თუმცა შენ დაგთმო, ვინღა ვჰპოვო, სად გავიზარდო? უშენოდ ხილვა არვისი მსურს, შევიზარებო! შენმა გონებამ მიმამსგავსა მილეულს მთვარეს: სიცოცხლის ნაცვლად მოვინატრი სიკვდილსა მწარეს! მოდით, მიჯნურნო, შემიბრალეთ, მოვლეთ ჩემს არეს  :console:  :console:  :console: :console:
|
|
| |
ladogiorgi | თარიღი: ხუთშაბათი, 2010-12-23, 10:55 PM | შეტყობინება # 76 |
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 373
სტატუსი: Offline
| მე შენ მიყვარხარო... ჩუმად ჩაგჩურჩულე, შენ კი ამიხლართე გზები, ვიღაც სხვა მეტრფისო, ფიქრი გამირთულე ჭირსაც წაუღია სხვები. მე შენ მიყვარხარო... ზეცას დავაწერე შენზე შევღაღადე უფალს, გული გამომექცა ვეღარ გავაჩერე შენი სიყვარული ღუპავს. მე შენ მიყვარხარო... ხელებს გიკოცნიდი შენთან სიახლოვე მსურდა, სხვებიც მეტრფიანო ასე მპასუხობდი პასუხიც ასეთი უნდა. მე შენ მიყვარდითქო.... ამას მოგაძახებ გულს კი ჩამოვკიდებ ბოქლომს ვერცხლი რომც მაძლიონ მაინც არ მივიღებ გული შეგეჩვია ოქროს!
|
|
| |
ladogiorgi | თარიღი: ხუთშაბათი, 2010-12-23, 11:10 PM | შეტყობინება # 77 |
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 373
სტატუსი: Offline
| ჩემო სიცოცხლე, სინანულის ხელს ნუ მიწოდებ, მე სიყვარულის ანგელოზად მაინც გიწოდებ. თუ შემიბრალებ, გულის კარი ღია დატოვე და მე გპირდები არასოდეს არ მიგატოვებ. ნუ მიმატოვებ, არ გამიპო გულის ფიცარი მე ამდენ ხალხში, ერთადერთო, ღირსად გიცანი. ვიცი, კვლავ გინდა, მოგეფერო, ჩაგიკრა გულში, მადლობის ნიშნად ჩაგჩურჩულო, „მიყვარხარ" ყურში. ეს ჯადოსნური, მომღიმარი შენი თვალები და თვალებიდან გადმოსული ის წამწამები. მუდამ თან მსდევენ, კვლავ ხარობენ ჩემი წამებით ასე ტანჯვაში გამეპარა წუთი, წამები. თუ სიყვარული მე დავკარგე ამ ქვეყნად ისევ მაშინ წავიდეს ეს ცხოვრება, რად მინდა ისე, თუ სიყვარულში ისევ დაგეწყო, სიცივე, თოვა მე ჩემს გულს მოგცემ, რომ არ იფიქრო, „მან მიმატოვა". და თუ ცხოვრებამ შენ დაგიგო სასტიკი მახე თუკი გაგიქრო სიტკბოების ყოველი სახე, მე მუდამ მზად ვარ კვლავ შევწირო ჩემი სიცოცხლე როგორ მიყვარხარ ჩემო ლამაზო, მინდა იცოდე. და ნუ განიცდი, სიყვარულში თუ არ გაქვს ბედი მე შემიყვარდი, შენში ვიპოვე ოცნების გედი და მაშინ როცა შენ მიდიხარ, ოცნების გზაზე შენ დამიჯერე, მართლა არ გინდა, იფიქრო სხვაზე
|
|
| |
ladogiorgi | თარიღი: ხუთშაბათი, 2010-12-23, 11:13 PM | შეტყობინება # 78 |
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 373
სტატუსი: Offline
| შენი მონატრების ფერი დამდებია, შენი სიყვარულის ძალა დამრჩენია, სულში ჩამისახლდი, ვეღარ გაგიმკლავდი, გული გამითბა და მერე შემიყვარდი. ვეღარ გავუძელი შენგან ამდენ სითბოს, ფიქრი -ფიქრია და დარდიც დამრჩენია, ტანჯვა-წამებისთვის როგორ გამიმეტე, ნუთუ არასოდეს არავინ გყვარებია?! სარკმელს მიმაჯაჭვე, ვეღარ შეგელიე,, დარდი გამიჩინე, სული შემირყიე, წლები შეგალიე, ლოდინს შემაჩვიე, ასე გაგიჟებით როგორ შეგეჩვიე????
|
|
| |
ladogiorgi | თარიღი: ხუთშაბათი, 2010-12-23, 11:16 PM | შეტყობინება # 79 |
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 373
სტატუსი: Offline
| თუ ვინმე მენატრება, თუ რამის ხილვა მინდა მხოლოდ შენა ხარ და შენი თვალებია.
|
|
| |
ladogiorgi | თარიღი: ხუთშაბათი, 2010-12-23, 11:16 PM | შეტყობინება # 80 |
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 373
სტატუსი: Offline
| კოცნამ თქვა ბევრჯერ ამკრძალეს ბევრჯერ გამკიცხეს, მათრიეს, მაგრამ ერთხელ რომ შემიგრძნეს, ღამე ნატვრაში ათიეს..
|
|
| |
ladogiorgi | თარიღი: ხუთშაბათი, 2010-12-23, 11:17 PM | შეტყობინება # 81 |
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 373
სტატუსი: Offline
| შენ ჩემი ცხოვრების წიგნის ის საინტერესო და საყვარელი გვერდი ხარ,რომელსაც არასოდეს ამოვხევ!
|
|
| |
ladogiorgi | თარიღი: ხუთშაბათი, 2010-12-23, 11:18 PM | შეტყობინება # 82 |
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 373
სტატუსი: Offline
| სხვისი ტკივილი შენებურად თუ არ გიგრძვნია და სხვისი დარდი სიხარულად არ შეგიცვლია, გაწვდილ ხელისთვის თუკი ხელი არ გაგიწვდია, მაშინ, ნეტავი, უკეთესი რა შეგიძლია?!
|
|
| |
ladogiorgi | თარიღი: ხუთშაბათი, 2010-12-23, 11:18 PM | შეტყობინება # 83 |
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 373
სტატუსი: Offline
| ხანდახან მიზანს ააცილე! ხანდახან ჩამოჯექი ქვაზე! ხანდახან მტერიც გააცინე! ცხოვრებას უხდება ასე!
|
|
| |
ladogiorgi | თარიღი: ხუთშაბათი, 2010-12-23, 11:18 PM | შეტყობინება # 84 |
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 373
სტატუსი: Offline
| მაცდურო თვალებო, მე თქვენზედ მლოცველი, ვძმაკაცობ ბახუსის თასებს, ო, ღმერთო, ვიცი, რომ ვერასდროს მოგწვდებით, ამიტომ მიყვარხართ ასე... ჩამქრალი ვნებები ოცნების სადარი, წარსულის ზმანებებს მასევს, თვალებო, ვერ ვნახე მე თქვენი ბადალი, ამიტომ მიყვარხართ ასე... მაგ თქვენი თვალების შეხედვა მგზნებარე მაგონებს მქროლვარე რაშებს, რომ ვერ დაგეწევით ჭენებით დაღლილი, ამიტომ მიყვარხართ ასე... თქვენს მზერას იდუმალ სანთლებად ანთებულს, გრძნობით და მდუმარით სავსეს, თვალებს რომ ვერასდროს, ვერასდროს ვუსწორებ, ამიტომ მიყვარხართ ასე!...
|
|
| |
ladogiorgi | თარიღი: ხუთშაბათი, 2010-12-23, 11:19 PM | შეტყობინება # 85 |
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 373
სტატუსი: Offline
| მე შენ გეძებდი მთელი ცხოვრება, ბოლოს გიპოვე ჩემი დაგარქვი ახლა შენ გქვია ჩემი ცხოვრება შენ უშფოთველი ძილი წამართვი. არ გსაყვედურობ გიპოვე თვითონ, შენ არ გაბრალებ ჩემი ბრალია შენ კი ვერ ხვდები,ვერ ხვდები ვითომ?? რომ არავისთვის აღარ მცალია. რომ მე სიზმრების უმტეს მაწილს ჩემო ძვირფასო სულ შენზე ვხედავ და თუ ვერ ხვდები,ეგ სულაც არ მწყინს შენზე ოცნებას მე მაინც ვბედავ. დიდხანს გეძებდი,მთელი ცხოვრება ბოლოს გიპოვე ჩემი დაგარქვი ახლა შენ გქვია,ჩემი ოცნება შენ მოსვენებაც,ძილიც წამართვი
|
|
| |
ladogiorgi | თარიღი: ხუთშაბათი, 2010-12-23, 11:20 PM | შეტყობინება # 86 |
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 373
სტატუსი: Offline
| ჩემს არსებაში, რახანია, ბრძოლა გახელდა _ გული და თვალი ვერ იყოფენ შენს სილამაზეს; გული თვალებში თავის გრძნობას აღარ ამხელს და თვალებმა გულთან მისასვლელი კარი ჩარაზეს. გული მოგძახის _ `ჩემი ხარო~ _ და არ სწადია მისი საუნჯე ფლანგოს თვალმა ბროლის წვეთებად, თვალსაც, შენს გარდა, სხვა არავინ არ აბადია და რა ქნას, გულს თუ მტაცებლურად არ ეკვეთება? და ამიტომაც მათს მსაჯულად ვიხმე გონება და, როგორც ძველმა მოითხოვა წესმა და რჯულმა, გაუნაწილდათ მოდავეებს მთელი ქონება _ თვალს ერთი ერგო, მეორე კი მიიღო გულმა: ნება მიეცა შენს სიტურფეს უმზერდეს თვალი, გულმა კი შენი გულისაკენ გაიგნოს კვალი
|
|
| |
ladogiorgi | თარიღი: ხუთშაბათი, 2010-12-23, 11:21 PM | შეტყობინება # 87 |
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 373
სტატუსი: Offline
| მინდა, რომ ოდნავ მაინც გიყვარდე ოდნავ-თქო, თორე ძაანაც მინდა... მინდა, რომ ოდნავ მაინც გიყვარდე და გულში იგრძნო ეს გრძნობა წმინდა.... მინდა, რომ ოდნავ მაინც გიყვარდე გიყვარდეს ჩემი მზერა მალული მინდა, რომ ოდნავ მაინც გიყვარდე არ იყოს ჩემი გრძნობა ფარული მინდა, რომ ოდნავ მაინც გიყვარდე დამიცვა თოვლში, ქარში, წვიმაში მინდა, რომ ოდნავ მაინც გიყვარდე მოგწონდეს სიყვარულით თამაში მინდა, რომ იყო სულ მუდამ ჩემთან ვხედავდე თვალებს და ღიმილს შენსას მინდა, რომ იყო სულ მუდამ ჩემთან და არასოდეს წახვიდე ჩემგან მინდა, რომ ოდნავ მაინც გიყვარდე იცოდე, მაინც მოგძებნი ყველგან!!
|
|
| |
ladogiorgi | თარიღი: ხუთშაბათი, 2010-12-23, 11:24 PM | შეტყობინება # 88 |
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 373
სტატუსი: Offline
| მინდა ჩაგიხუტო მაგრად, მინდა რაღაც გითხრა ყურში, მაგრამ მე უშენოდ ვდგავარ და შენს ნაფეხურებს ვკოცნი. ისევ მომენატრე ძლიერ, ისევ ამედევნე ფიქრად ჩუმად გელოდები მაგრამ, ვაი რომ ვერ გხედავ სიზმრად. ვიცი უშენობა მომკლავს, ვიცი დავიღვრები ცრემლად, მე შენს ნაფეხურებს ვკოცნი და ფიქრებს მოვყავარ შენთან
|
|
| |
ladogiorgi | თარიღი: ხუთშაბათი, 2010-12-23, 11:25 PM | შეტყობინება # 89 |
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 373
სტატუსი: Offline
| რა გულგრილი ხარ ? თვალებს მილულავ , თვალებს მილულავ ცრემლით ნატბორევს შენ ამოგივსე სული ყინულის ცივი ნამსხვრევებით და მიგატოვეს მე არ გამტყუნებ რომ აღარ გჯერა მე აღარ გეტყვი - ”ჩემს სიტყვებს ენდე” მე არ გამტყუნებ რო აღარ გჯერა კაცის ამდენი ღალატის შემდეგ...
|
|
| |
ladogiorgi | თარიღი: ხუთშაბათი, 2010-12-23, 11:25 PM | შეტყობინება # 90 |
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 373
სტატუსი: Offline
| სულ მელანდები და ვერ ვხვდები რა მემართება, რად ამედევნა აჩრდილივით შენზე ფიქრები... იქნებ ღიმილი, მწველი მზერა, ხმა მენატრება, ალბათ მჭირდები, უსაშველოდ, ძლიერ მჭირდები! ციურ ფერებში დავინახე შენი ხატება, მსურდა ოცნებით ღრუბლებს ზევით გამოვყოლოდი... ჩვენს სურვილებში ვერ ვიპოვე რამე მსგავსება და აქ, მიწაზე უიმედოდ, მაინც გელოდი... დრო გადიოდა, მე გელოდი, ისევ გელოდი, დღეთა დინებამ ვერ წაშალა ძველი ფიქრები... როგორ მინდოდა წუთით მაინც გვერდზე მყოლოდი... მჭირდები კარგო, ტკივილამდე, ძლიერ მჭირდები!
|
|
| |