პარასკევი, 2025-07-25, 1:50 AM
მოგესალმები სტუმარი | რეგისტრაცია | შესვლა

Мой сайт

სიყვარულო ძალსა შენსა - Page 7 - ფორუმი

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
სიყვარულო ძალსა შენსა
ladogiorgiთარიღი: ხუთშაბათი, 2010-12-23, 3:22 PM | შეტყობინება # 1
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 373
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
:lips: lips :lips: lips :lips: lips :lips: lips :lips: lips :lips:
ტანო ტატანო, გულწამტანო, უცხოდ მარებო!

ზილფო-კავებო, მომკლავებო, ვერ საკარებო!

წარბ-წამწამ-თვალნო, მისათვალნო, შემაზარებო!

ძოწ-ლალ-ბაგეო, დამდაგეო, სულთ-წამარებო!

პირო მთვარეო, მომიგონე, მზისა დარებო!

თვალთა ნარგისი, დამდაგისი, შეგშვენის მწველად,

ყელსა ბროლებსა, უტოლებსა, გველი გყვა მცველად,

გესხნეს ხალები, მაკრძალები, ამარტის ველად,

ნარინჯნი ორნი, ტოლნი, სწორნი, მიქმოდენ ხელად,

მიწვევდენ შენად შესამკობლად, დამამწარებო!

ალვაო, გესხნეს ორნი ნორჩნი მოსარხეველნი,

მკლავნი მომკლავნი, თითნი თლილნი მოსახვეველნი,

ზარიფსა წელსა დაეკვირვნეს ქვეყანად მვლელნი;

ოდეს გნახვიდი, შევიმატნი ათასნი წელნი.

აწ დამლევიან ყოვლნი დღენი, უცხოდ ვარებო!

ბაგე მდუმრიად გიალერსებ, ბაგეო ვარდო!

თვალთა ჰსურიან ხილვა შენი, კეკელა მარდო!

გულსა სწყურიან დამაშვრალსა; რას შეგაფარდო?

თუმცა შენ დაგთმო, ვინღა ვჰპოვო, სად გავიზარდო?

უშენოდ ხილვა არვისი მსურს, შევიზარებო!

შენმა გონებამ მიმამსგავსა მილეულს მთვარეს:

სიცოცხლის ნაცვლად მოვინატრი სიკვდილსა მწარეს!

მოდით, მიჯნურნო, შემიბრალეთ, მოვლეთ ჩემს არეს
console :console: console :console: console :console: :console:

მიმაგრება: 8718952.gif (202.6 Kb)
 
ladogiorgiთარიღი: ხუთშაბათი, 2010-12-23, 11:26 PM | შეტყობინება # 91
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 373
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
შენ სადაც გძინავს იმ ოთახის ჰაერი მინდა . . .
გვერდით გეჯდე და მძინარეს გიცქერდე მინდა . . .
შენი თვალების სითბო და ეშხი მათბობდეს მინდა . . .
როდესაც მთვარე სადარაჯოდ ამოვა ცაზე,მე მოფერება მინდა . . .
შენი ხელების სიძლიერე მათბობდეს მიბდა . . .
შენი ტუჩების სიწითლეს ვირეკლავდე მინდა . . .
მე შენი გრძნობის დამორჩილება მინდა . . .
მე შენთან ერთად მთელი ცხოვრება მინდა . . .
მე შენთან ერთად დედამიწის შემოვლა მინდა . . .
მე შენთან ერთად დაბერება და ლამაზი სიკვდილი მინდა . . .
მე შენთან ერთად მთვარეზე ჯდომა და მზის ამოსვლა მინდა . . .
მე მხოლოდ შენი თვალებით ნათქვამი სიტყვები მინდა . . .
მე მხოლოდ ერთი ადამიანი მინდა . . .
მე სიკდილი და შენი მფარველობა მინდა . . .
მე ერთი სიყვარული . შენი სიყვარული მინდა . . .
იცი რა მინდა ? . . . შენი სუნი, ოკეანე და ლურჯი ცა მინდა . . .
შენზე ზრუნვა, გაფრთხილება და ოცნება მინდა . . .
შენი ღიმილი, ყურადღება და შენთან ცხოვრება მინდა . . .
მ ი ყ ვ ა რ ხ ა რ მე შენთან ლამაზი სიყვარული მინდა . .
 
ladogiorgiთარიღი: ხუთშაბათი, 2010-12-23, 11:28 PM | შეტყობინება # 92
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 373
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
ყური დაუგდე, ნუთუ არ გესმის?
როგორ გეძახის ეს ჩემი გული,
ნუთუ ვერ ხვდები შენზე რომ ვფიქრობ
და ძლიერ რომ ვარ შეყვარებული.
წუხელ სიზმარში გამომეცხადე
ახლოს ვხედავდი შენს ლამაზ თვალებს,
მერე წყვდიადში გაუჩინარდი
არ მახსოვს როგორ გათენდა ღამე.
ვინ გიყვარს ნეტავ, ვის ეტრფი კარგო?
მე შენს სიყვარულს ვერასდროს დავთმობ,
მარტოობისთვის ვარ გაჩენილი
იმიტომ დავრჩი სიზმარშიც მარტო.
შენთან რა მინდა, ჩემი ბრალია,
შენ არ მიგიძღვის დანაშაული,
ჩემი ბრალია რომ შეგიყვარე
და დავიტანჯე პატარა გული.
არ ვიცი როგორ აგიხსნა კარგო
ასეთი ბედი ღმერთმა რად მარგო,
მთელი სიცოცხლე დაგელოდები
სულ მეყვარები, არ მკითხო რატომ.
 
ladogiorgiთარიღი: ხუთშაბათი, 2010-12-23, 11:28 PM | შეტყობინება # 93
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 373
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
მე შენ მიყვარხარ ვერ გეტყვი რატომ
მე შენ მიყვარხარ არ ვიცი რისთვის
მე შენ მიყვარხარ ძლიერ და მარტო
მე შენ მიყვარხარ რისთვის ან რატომ?
ამ კითხვას ჩემს თავს ათასჯერ ვუსვამ
მაგრამ პასუხი დღემდე არა მაქვს
მე შენ მიყვარხარ ალბათ იმისთვის
რომ სიყვარულმა ასე დამჩაგრა
არვიცი ჩემზე საერთოდ ფიქრობ
ჩემზე ფიქრებით როდესმე გღვიძავს
ანდა როდესმე ატირებულხარ
იმისთვის რასაც მე შენთვის ვიზამ
მე კი ყოველდღე შენ მახსენდები
შენზე ფიქრებით იწყება დილა
გისურვებ ულევ ბედნიერებას
შენს ცხოვრებაში წყნარად და მშვიდად
 
ladogiorgiთარიღი: ხუთშაბათი, 2010-12-23, 11:30 PM | შეტყობინება # 94
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 373
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
შენს მკლავებზე დაიძინებს ''ანგელოზი''
და შენს ბაგეს ჩემი თრთოლვა დააკლდება.
მე შენამდე ვინ მომიშვებს გენაცვალე?
შენთან მხოლოდ ''ანგელოზი'' დაბრძანდება.
მე ვინა ვარ?! პაწაწინა სიყვარული
შენთან ტრფობა, მიჯნურობა ავიჩემე,
მაპატიე ეს სიგიჟე, ეს ძახილი
ხმამაღალი, ეს ოცნება მაპატიე!
გზად მიმავალს თუ შემხვდები უცაბედად,
სევდიანი, მოწყენილი. მაპატიე!
რადგან შენთან ''ანგელოზი'' დაბრუნდება,
მე შენამდე ვინ მომიშვებს გენაცვალე?
 
ladogiorgiთარიღი: ხუთშაბათი, 2010-12-23, 11:30 PM | შეტყობინება # 95
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 373
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
თუ გინდა რომ მიპოვო და შემიგრძნო,
შორს ნუ მეძებ!
მანდვე ვარ...
შენს გულში..
გინდა ჩემს გულისცემას მოუსმინო?
საკუთარ გულზე დაიდე ხელი,
შენი გულისცემა ჩემი გულისცემაა...
როცა ერთმანეთზე ვფიქრობთ, გული ერთნაირად
გვიცემს...
ასე რომ, დაიდე გულზე ხელი და გაიგონებ ჩემს
გულისცემას...
ხომ ხედავ, რა ახლოს ვართ ერთმანეთთან,
აქვე მყავხარ გულში,
შენი ტარებაც კი შემიძლია,
გამუდმებით თან დამყავხარ ყველგან,
ჩვენ სულ ერთად ვართ.
დაფიქრდი განა ასე არ არის?
განა სულ ჩემთან არ ხარ ფიქრებით?
მე შენ გული მოგპარე,
ჩემი გული კი შენ გაქვს,
სიყვარულისთვის ესაა მთავარი
 
ladogiorgiთარიღი: ხუთშაბათი, 2010-12-23, 11:31 PM | შეტყობინება # 96
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 373
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
,,მისურვე წარმატება,
რათა მშვიდად მოვიდე შენთან.
მისურვე მშვიდობა,
რათა ღიმილი არ მომშორდეს.
მისურვე ღიმილი,
რათა ბედნიერება ვიგულო შენს გვერდით.
მისურვე ბედნიერება,
რათა ვტკბებოდე შენი თავით.
მისურვე შენი თავი,
რათა მთელი ცხოვრება შენით ვსუნთქავდე.
მისურვე სუნთქვა,
რათა ძგერდეს ჩემი გული.
მისურვე გულის ძგერა,
რათა მუდამ ახლაგაზრდა ვიყო შენთვის.
მისურვე ახლაგაზრდობა,
რათა დავბერდე ტკბილად შენს გვერდით.
მისურვე სიტკბო,
რათა შენს ბაგეზე დავშრე.
მისურვე შენი ბაგე,
რათა შენი სულის ნაწილი გავხდე.
მაჩუქე შენი სული,
რათა მშვიდად გედოს თავი ჩემ მკერდზე.
დადე თავი ჩემ მკერდზე და მითხარი -
მე შენ ყოველთვის მაკლდი ამდენი წლის მანძილზე.
მაჩუქე სიკვდილამე იმდენი წელი,
რამდენიც უნდა ვცოცხლობდე შენით."
 
ladogiorgiთარიღი: ხუთშაბათი, 2010-12-23, 11:32 PM | შეტყობინება # 97
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 373
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
ფიქრო-უსასრულო,წუთო-დასაცდელო, ჩემო სიხარულო,ჩემო განსაცდელო, მხოლოდ შენ მიყვარხარ,შენთვის მტკივა გული,
მე ხომ შენ გაჩუქე ჩემი სიყვარული... გულო-სატკივარო,დღეო-წვალებაო, ჩემო ერთადერთო ლამაზ თვალებაო, წამო-ბედნიერო,სიხარულის ცრემლო, როგორ მინდოდა,რომ სულ შენს გვერდით მევლო.
ფიქრო-უსასრულო,წუთო-დასაცდელო, ჩემო სიხარულო,ჩემო განსაცდელო...
 
ladogiorgiთარიღი: ხუთშაბათი, 2010-12-23, 11:33 PM | შეტყობინება # 98
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 373
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
სევდის ტბაში დაცურავდა მწუხარების გედი,
ნაღვლიანი მზერა ჰქონდა დარდიანი ბედი,
ტბა ბურუსით მოცულიყო, გედის გული ნისლით,
ვერც სიღრმეში მშვიდდებოდა, ვერც ნაპირზე მისვლით,
ჩანდა გზები მოფენილი, ეკლითა და ვარდით,
გედმა ეკლის გზა არჩია, არ გათელა ვარდი,
და ამ გზაზე ეკალივით ესობოდა დარდი,
საკვირველი იყო გედი, როცა ამდენს ძლებდა,
იმ გედს ერქვა სიყვარული და შენ დაგეძებდა!..
 
ladogiorgiთარიღი: ხუთშაბათი, 2010-12-23, 11:34 PM | შეტყობინება # 99
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 373
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
მენატრები... დღე და ღამე, შენით ვსუნთქავ... ველოდები, შენს თვალებს და კოცნას, მუდამ...
 
ladogiorgiთარიღი: ხუთშაბათი, 2010-12-23, 11:39 PM | შეტყობინება # 100
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 373
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
miyvarxar magram .... chu ... chu .. ar tqva .... gulshi damale .... arsad ar gamtqva.... miyvarxar dzlier,churchulit getyvi... am sityvebit uars nu metyvi.... daxuche tvalebi....daxuche....sinatle yvelafers afuchebs ..... sibnele matbobs da machumebs ar ginda???cxovrebas gachuqeb .... tvalebze shegaxeb cxel tuchebs .... es kocna tkivilebs ayuchebs .... gtxov sheni sinaze machuqe ... da sheni gimili machuqe .... da am yvelaflis sanacvlod darcenil sicocxles gachuqeb ....
 
ladogiorgiთარიღი: ხუთშაბათი, 2010-12-23, 11:40 PM | შეტყობინება # 101
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 373
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
შემაშველე შენი ლოცვა შემაშველე,
პოეზიის დედოფალო,
ამამღერე სიყვარულად ამამღერე,
ჩემი თავი გენაცვალოს.
მერე რა, რომ მიმატოვეს იმედებმა ცრემლიანი,
მერე რა, რომ სახეს ჩადრად ეფარება
წარსულ დღეთა კაეშანი.
მაპოვნინე სიშორეში ჩაკარგული
ნისლიანი მოგონება.
დამილოცე ხვალინდელი გაზაფხულის
სიხარულად დაბედება.
მაპატიე შენს უწმინდეს სალოცავთან
უეცარი გამოჩენა.
რა ვუყოთ, რომ ნაადრევად გამიავდრდა,
ქარებს მოყვა ფოთოლცვენა.
მაწყალობე სანამ კიდევ მშფოთვარეა,
ვნებიანი მელოდია,
დრეებს ძველი აჩრდილები
ტვირთად მიაქვთ,
გული შენი მომლოდეა,
მომიტევე, ნაზამთრალი იქნებ
სულმა ვერ დაფაროს,
სიყვარულად მამღერე და მერე თუნდაც,
მერე თუნდაც...
შენს ტაძარში ჩამომფერფლე, დედოფალო!!
 
ladogiorgiთარიღი: ხუთშაბათი, 2010-12-23, 11:41 PM | შეტყობინება # 102
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 373
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
ისე ძალიან მომნატრებიხარ,
სული გახლეჩილ ფიქრებს დარაჯობს...
როდის ამავსე ასე პირთამდე,
როდის მოხვედი?-უკვე არც მახსოვს!
დასაბამიდან შენ გერქვა ჩემი,
ცხოვრობდი ჩემში, მოსული სითბოდ...
შენი ფილტვისთვის ჩასასუნთქ ჰაერს,
ღიმილითა და ალალადმითმობ...
და ხშირად ვფიქრობ,ტკივილო ჩემო,
მე შენთვის ვინ ვარ, რა მომაქვს შენთვის?
დაეპატრონა გული შენს გრძნობას,
გრძნობას სხვისთვის და სხვის მიერ შექმნილს!!!
იქნება ვერც ვთქვი ეხლა ლამაზად,
იქნება სიტყვა გამიწყდა სადმე...
გადასარჩენად მოსულხარ ჩემთან,
მიყვარხარ მე შენ ძვირფასო ცამდე!!!
სუნი დაიკრა გარეთ ამინდმა,
გაზაფხულის და.. სახლში ვბრუნდები,
ფიქრში ვუღიმი დანახულ სურათს,
რომ მოვალ შენთან, ჩაგეხუტები!
ისე ძალიან მომნატრებიხარ,
სული გახლეჩილ ფიქრებს დარაჯობს...
მე სიყვარული ან გადამარჩენს,
ანდა ავსებულს, ტკბილად დამახრჩობს
 
ladogiorgiთარიღი: ხუთშაბათი, 2010-12-23, 11:41 PM | შეტყობინება # 103
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 373
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
რა უდროოდ ჩამოღამდა
მე მესიჯებს ველი შენგან
თავს ნუ იცავ, ნუ იმალავ
მე მოგძებნი, მაინც ყველგან.
ღამე შავად შეიმოსა
მე კი ვდარობ, ფიქრით ვხარობ
როდის მოვა, ნეტავ ის დღე
შენ გნახო და გავიხარო.
მთვარე მედგრად დამემგზავრა
ისიც ჩემებრ ლაღად იყო
რა ვიხილე შენი ლანდი
გული ჩემი ბრმად გაიყო.
მზერით შენით დავიქანცე
თვალთა ფერით დავითვერი
შენი ცქერით ვერ გავძეხი
შენ ნათქვამით, მე ოხერი.
მე გულისთქმას შენკენ ვყვები
შენსკენ იწევს ჩემი ლანდი
მე არ ვიცი და ვერ გეტყვი
მიზეზს, რატომ შემიყვარდი.
 
ladogiorgiთარიღი: ხუთშაბათი, 2010-12-23, 11:42 PM | შეტყობინება # 104
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 373
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
დღეს მონატრება შემაწუხებს გათენებამდე,
ალბად ოცნებაც შემახსენებს თავს, დღეს დილამდე,
რა უსასრულოდ იღვრებიან თვალზე ცრემლები,
ტკივილს გაგიქრობ და სახეზე მოგეფერები.

ასე შორეულ, მიუწვდომელ ვარსკვლავს რად გავხარ,
შენს სილამაზეს, უსასრულო ზეცაში ვხატავ,
ვწერ სტრიქონებს და სტრიქონებშიც კი შენ მესახები
და სიტყვებიც კი იყინებიან, რომ გეფერები.

ლოდინით დაღლილს, ოცნებები შემომჩვევია,
იფერფლებიან და უშენოდ სადღაც ქრებიან,
გრძნობებს დაფარულს, გზას გავუხსნი ცივი ხელებით
და თბილ სხეულზე უსასრულოდ მოგეფერები

 
ladogiorgiთარიღი: ხუთშაბათი, 2010-12-23, 11:43 PM | შეტყობინება # 105
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 373
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
მე მარტოობამ როგორც ფიქრი გამაცამტვერა,
და მეც უძლური ველოდები მაცდურ განაჩენს,
ავედევნები კვლავ კლავიშებს ქარად და მტვერად,
მაინც ჩემნაირს ხვალ დროება ათასს გააჩენს.
აღარ ვიქნები მარტოდმარტო შენი მგოსანი,
მრავალ პოემებს მიუძღვნიან მშვენებას შენსას,
მე ერთი ლექსი შემრჩენია შენთვის ფრთოსანი,
სხვა ვერ გაიგებს ამ სატკივარს და განცდას ჩემსას.
ვერ გავექეცი მარტოობას ვეღარც სიზმარში,
თითქოს გაქვავდა ყველაფერი, აქ ჩემს გარშემო,
რაღაც მაკლია ვიქექები ჩუმად ფიქრებში,
იქნებ მიზეზი მარტოობის ვინმემ მაჩვენოს.
მე აღარ მინდა არც სიკვდილი, აღარც სიცოცხლე,
ჩემთვის სიკეთეც, ბოროტებაც უკვე ერთია,
მარტოობაში თუ ამ ქვეყნად ერთ წამს იცოცხლებ,
მაშინ მიხვდები რომ სიკვდილი ამ წამს გერჩია.
მე მარტოობას გავექეცი ამ ქვეყნად ვითომ,
მაგრამ აღმოჩნდა, მარტოობა ვყოფილვარ თვითონ.
 
ძებნა:

RSS

ვალუტა

ძებნა

ჩვენი გამოკითხვა

შეაფასე ჩემი საიტი
სულ პასუხი: 20

სტატისტიკა

სურათის ლინკი აქ 88х31