სიყვარულო ძალსა შენსა
|
|
ladogiorgi | თარიღი: ხუთშაბათი, 2010-12-23, 3:22 PM | შეტყობინება # 1 |
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 373
სტატუსი: Offline
| :lips:  :lips:  :lips:  :lips:  :lips:  :lips: ტანო ტატანო, გულწამტანო, უცხოდ მარებო! ზილფო-კავებო, მომკლავებო, ვერ საკარებო! წარბ-წამწამ-თვალნო, მისათვალნო, შემაზარებო! ძოწ-ლალ-ბაგეო, დამდაგეო, სულთ-წამარებო! პირო მთვარეო, მომიგონე, მზისა დარებო! თვალთა ნარგისი, დამდაგისი, შეგშვენის მწველად, ყელსა ბროლებსა, უტოლებსა, გველი გყვა მცველად, გესხნეს ხალები, მაკრძალები, ამარტის ველად, ნარინჯნი ორნი, ტოლნი, სწორნი, მიქმოდენ ხელად, მიწვევდენ შენად შესამკობლად, დამამწარებო! ალვაო, გესხნეს ორნი ნორჩნი მოსარხეველნი, მკლავნი მომკლავნი, თითნი თლილნი მოსახვეველნი, ზარიფსა წელსა დაეკვირვნეს ქვეყანად მვლელნი; ოდეს გნახვიდი, შევიმატნი ათასნი წელნი. აწ დამლევიან ყოვლნი დღენი, უცხოდ ვარებო! ბაგე მდუმრიად გიალერსებ, ბაგეო ვარდო! თვალთა ჰსურიან ხილვა შენი, კეკელა მარდო! გულსა სწყურიან დამაშვრალსა; რას შეგაფარდო? თუმცა შენ დაგთმო, ვინღა ვჰპოვო, სად გავიზარდო? უშენოდ ხილვა არვისი მსურს, შევიზარებო! შენმა გონებამ მიმამსგავსა მილეულს მთვარეს: სიცოცხლის ნაცვლად მოვინატრი სიკვდილსა მწარეს! მოდით, მიჯნურნო, შემიბრალეთ, მოვლეთ ჩემს არეს  :console:  :console:  :console: :console:
|
|
| |
ladogiorgi | თარიღი: პარასკევი, 2011-01-28, 2:20 AM | შეტყობინება # 166 |
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 373
სტატუსი: Offline
| არ მინდა ვიფიქრო შენზე, რატომღაც მეშინია ფიქრის... ''შენ გიყვარს''... - მომკივის ქარი, მომკივის და სადღაც მიქრის. მინდა დავემალო ფიქრებს, ჩრდილში მოვაქციო სახე, რომ არ წაიკითხო უცებ, რაც გულში ასე დიდხანს ვმალე... არ მინდა ვიფიქრო შენზე, და მაინც მომკივის ქარი: ''შენ გიყვარს... შენ გიყვარს... გიყვარს!''... - ჩურჩულებს ყოველი წამი...
|
|
| |
ladogiorgi | თარიღი: პარასკევი, 2011-01-28, 2:21 AM | შეტყობინება # 167 |
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 373
სტატუსი: Offline
| შენ ისეთ უძველეს ზღაპრიდან მეახლე, რა რითმით გაგლექსო,რა ლექსით გაგრითმო, სიყვარულს გაჩუქებ, სიცოცხლეს გაჩუქებ, ამ გულსაც გაჩუქებ და სულსაც დაგითმობ. შენ ისეთ საოცარ სიზმრიდან მეახლე, ლეგენდად მეახლე და უკვდავ მეგობრად, ფერიად მოფრინდი და შენი სიწმინდე, გწამდეს, რომ სიცოცხლის ბოლომდე მეყოფა. შენ ისეთ მუქ-ლურჯი სიღრმიდან მეახლე, სიმღერად მეახლე, მზიდან და მთვარიდან, მაგ შენი მთების და გორების სიმაღლე, მეცხრე ცას აცდა და ცასთან ავიდა. შენ ისეთ გულ-გუნდა თეთრ გედად მეახლე, რომ მთელი სიცოცხლე შენთან ვარ დამრჩენი, შენ ისეთ უნაზეს ყვავილად მეახლე, უფალმა დალოცოს ეგ შენი გამჩენი.
|
|
| |
ladogiorgi | თარიღი: პარასკევი, 2011-01-28, 2:24 AM | შეტყობინება # 168 |
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 373
სტატუსი: Offline
| მოდი გაუმარჯოს იმ ქალის თვალებს, რომ მიატოვეს და მაინც დალევს, მოპარვით დალევს და ადღეგრძელებს იმ ვაჟის თვალებს,რომელმაც იგი აზიარა სევდას და ტკივილს, მერე ბარბაცით მიუყვება ქუჩას და ტირის, ამბოხებია მას ჩუმი სევდა,ჩუმი ტკივილი და ტირის ქალი გრძნობებით მთვრალი ტკივილით მკვდარი, და მაინც ქალი და მაინც ქალი
|
|
| |
ladogiorgi | თარიღი: პარასკევი, 2011-01-28, 2:25 AM | შეტყობინება # 169 |
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 373
სტატუსი: Offline
| იცი რა მაცდურია შენი ღიმილი და გამოხედვა? იცი რა მიმზიდველია შენი გარეგანი სილამაზე და ეშხი? იცი რა ფაქიზია შენი შინაგანი სამყარო და სული? რამდენად ამოუცნობi ხარ თვითონ, როგორც პიროვნება და.......... იცი რა?.... დიდია სურვილი შენი ნახვისა და შენით ტკბობისა? ნამდვილად დაჯილდოვებული ხარ ღვთაებრივი სილამაზით, რომელიც მხოლოდ რჩეულთა ხვედრია. შენი სილამაზე და სულიერი მშვენიერება ენით აუღწერელია. მე მჯერა რომ შენს გვერდით ყოფნისას ადამიანი ხდება უბედნიერესი....
|
|
| |
ladogiorgi | თარიღი: პარასკევი, 2011-01-28, 2:29 AM | შეტყობინება # 170 |
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 373
სტატუსი: Offline
| ღრუბლებით დაფარულ ზეცაზე დაგხატავ, მინდვრიდან ავიღებ სხვადასხვა ლამაზ ფერს, მე უკვე გიპოვე და ვეღარ დაგკარგავ, დაგხატავ და მერე გაჩუქებ ყველაფერს.
|
|
| |
ladogiorgi | თარიღი: პარასკევი, 2011-01-28, 2:29 AM | შეტყობინება # 171 |
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 373
სტატუსი: Offline
| ვარსებობ შენით, ვცხოვრობ შენით, ვსულდგმულობ შენით... ჰო,მე კი მშველის... ღიმილი შენი, ალერსი შენი, ჩურჩული შენი... მაგრამ... შენ გყოფნის? ყოფნის შენს ლოდინს? რასაც გიმზადებ? დღევანდელისთვის მე გიხდი ბოდიშს არ გამიბრაზდე?! უბრალოდ ზოგჯერ ამოვიჩემებ -მარტო ჩემი ხარ! და ესეც ალბათ ბრალია იმის... მომნატრებიხარ...
|
|
| |
ladogiorgi | თარიღი: პარასკევი, 2011-01-28, 2:33 AM | შეტყობინება # 172 |
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 373
სტატუსი: Offline
| ქალი სინაზე და ქალი სიხარული, ქალი ოცნება და დიდი სიყვარული, რა ჩადო ასეთი, უფალმა თქვენში, სულის სიმშვიდეს, რომ არღვევს ჩვენში. თქვენახართ ქალებო, ცხოვრების არსი, უთქვენოთ სიცოცხლეს არააქვს აზრი, გულწრფელად მინდა, იცოცხლოთ ლაღად, მაღალი ღმერთი, გფარავდეთ მარად. ხელში მაქვს სასმისი, კვლავ მინდა დაგლოცოდ სულ წარმტაცები გამჩენმა გამყოფოდ, გლოცავთ და გლოცავთ, კეთილი გულით, მუდამ ძლიერნი იყავით სულით. ღმერთმა ინება და შექმნა ადამი, შემდეგ კი მის ძვლისგან, შექმნა მან ქალი, იმ დღიდან დაიწყო, კაცთა სიშფოთე, უკუნისამდე ასე იშფოთებს. ეს სამუდამო, დაღსა ჰგავს სულში, თუ ჩაუვარდი როდესმე გულში, არ გადათელავს არასდროს გრძნობას, მუდამ პატივს სცემს ქალი ჩვენს ტრფობას. მაშ შევახვედროთ, გრძნობაზე გრძნობა, ნუ გავუცრუებთ, იმედებს ნდობას, ბედნიერები გინდათ რომ იყოთ??? მათი გულები უნდა დაიპყროთ. ქალი სინაზე და ქალი სიხარული, ქალი ოცნება და დიდი სიყვარული, რა ჩადო ასეთი გამჩენმა თქვენში, სულის სიმშვიდეს რომ არღვევთ ჩვენში.
|
|
| |
ladogiorgi | თარიღი: პარასკევი, 2011-01-28, 2:34 AM | შეტყობინება # 173 |
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 373
სტატუსი: Offline
| შენ რომ იცოდე როგორ მიყვარხარ ალბათ შეძლებდი ხმამაღლა ყვირილს, შენ რომ იცოდე როგორ გაღმერთებ ალბათ თვალები მიგაჩვევს ტირილს, შენ რომ იცოდე,როგორ ვოცნებობ ალბათ გამიშვებ ოცნების იქით, შენ რომ იცოდე შენით ვარსებობ, ალბათ ყოველდღე ატარებ ღიმილს შენ რომ იცოდე მზის სხივს გადარებ ალბათ ქუჩაში იქნები დღისით, შენ რომ იცოდე ძილშიც შენთან ვარ ალბათ დაუცდი მზის ჩასვლას დღისით, შენ რომ იცოდე როგორ მიყვარხარ ალბათ არასდროს არ წახვალ, ვიცი.
|
|
| |
ladogiorgi | თარიღი: პარასკევი, 2011-01-28, 2:34 AM | შეტყობინება # 174 |
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 373
სტატუსი: Offline
| ჩემი გზა ხარ, მისამართი... მე უგზობას დავიჩემებ... ლამაზ ზღაპარს მომიყვები? რა თქმა უნდა, დაგიჯერებ... ჯერ არ ვიცი, სად წამიყვან... რომელ კლდეზე გადამკიდებ... მომარიგებ წუთისოფელს, თუ... სამყაროს გადამკიდებ... მე აღარ ვარ, ამ სხეულში შენმა სულმა დაიბუდა... გული ბორგავს და სათქმელი მეც თევზივით დამიგუბდა... ცოტა კიდევ მადროვე და... ცოტა კიდევ დამაცადე... ვერა ხედავ? ეს ცხოვრება შენს ღიმილზე გადავცვალე.
|
|
| |
ladogiorgi | თარიღი: პარასკევი, 2011-01-28, 2:35 AM | შეტყობინება # 175 |
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 373
სტატუსი: Offline
| მაგარი ქალიაო-ძვირფასი ქალიაო, ხატულა ქალიაო-გადაგრევს ვაჟკაცს. მაგარი ტანი აქო და მწვანე თვალი აქო, ზურმუხტი ,ლალიაო-გაგიჩენს ხანძარს . ბუნებით ქარიაო,მთვარისა თვალიაო, კაცთ უშიშარი -ზღაპრული დარიაო. ზღვის მარგალიტი ,ცუნამით მთვრალიაო, სჯობს გაუფრთხილდით-საშიში ქალიაო! მსხვერპლს არ დაინდობს,აირჩევს მიზანს, პირდაპირ გულში გაისვრის ისარს. დაგიმორჩილებს აგიყვანს ცაში, ჩამოგაგდებს და გაგწყვიტავს ტანში. გადაგიწურავს იმედს და მაშინ- მის ხელთ იქნები პატარა ბავშვი . თუმც არ ენაღვლები ,იჯერებ ტყუილს უსიტყვოდ მაინც უსრულებ სურვილს. და თანახმა ხარ,ოღონდ კი ერთხელ კვლავაც იხილო ოხერი ქალი, ხვდები უმისოდ შენი ცხოვრება კარგავს ყოველგვარ იმედს და ხალისს. მაგარი ქალიაო,ძვირფასი ქალიაო, ხატულა ქალიაო-გადაგრევს ვაჟკაცს ! ბუნებით ქარიაო-მთვარისა თვალიაო, რისხვა,ალიაო...ჭირიმე მაგ ქალს!
|
|
| |
ladogiorgi | თარიღი: პარასკევი, 2011-01-28, 2:36 AM | შეტყობინება # 176 |
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 373
სტატუსი: Offline
| შენი სიცოცხლე,შენი ნაბიჯი მე შემაყვარა შენმა სარკმელმა. მე მიხარია - შენ რომ არსებობ! ვისი ხარ,- ეს რა ჩემი საქმეა! შენით თენდება,შენით ღამდება, შენთან ვარ,შენთან მინდა ხელახლა! შენა ხარ-რაც მე გამეხარდება, რაც მეწყინება-ისიც შენა ხარ!
|
|
| |
ladogiorgi | თარიღი: პარასკევი, 2011-01-28, 2:43 AM | შეტყობინება # 177 |
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 373
სტატუსი: Offline
| მე შენ იმაზე მეტად მენატრები, რასაც მონატრება ქვია, მე შენ იმაზე მეტად მიყვარხარ, რასაც სიყვარული ქვია, შენ ჩემთვის იმაზე ძვირფასი ხარ, რასაც სიცოცხლე ქვია..
|
|
| |
ladogiorgi | თარიღი: პარასკევი, 2011-01-28, 2:43 AM | შეტყობინება # 178 |
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 373
სტატუსი: Offline
| ,გაინტერესებს რამდენად მიყვარხარ? დადექი წვიმაში და წვიმის წვეთები დაიჭირე რამდენსაც დაიჭერ შენი სიყვარულია ჩემდამი რასაც ვერ დაიჭერ ჩემი -შენდამი,"
|
|
| |
ladogiorgi | თარიღი: პარასკევი, 2011-01-28, 2:44 AM | შეტყობინება # 179 |
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 373
სტატუსი: Offline
| შენ ჩემი წვიმა ხარ, ანცი და შხაპუნა, ანკარა, გამთბარი მზიური ალერსით, შენ ყველა სიკეთე ზეცამ დაგაპკურა, და წვიმად მომგვარა ჩემს არემარეში. შენ ჩემი ქარი ხარ, ქარბუქი, გრიგალი, გრძნობების ტალღებად მახეთქებ ნაპირებს, ზეცამ მოგავლინა ჩემს დასალიერში, ვიცი ამისრულებს აღთქმულ დანაპირებს. შენ ჩემი თოვლიც ხარ, თბილი და ჭაღარა, ბავშვივით ცელქი და კამკამა თვალებით, სულ გამისპეტაკე ცოდვა და იარა, რაც ამიკრეფია ამ ქვეყნად თარეშით. შენ ჩემი წვიმაც ხარ თოვლიც და გრიგალიც, შენ ერთში ბუნება შერწყმულა თანაბრად, ნიშად მომევლინე ჩემს დასალიერში, და დავრჩი ღვთისა და . . . მხოლოდ შენს ანაბრად .
|
|
| |
ladogiorgi | თარიღი: პარასკევი, 2011-01-28, 2:46 AM | შეტყობინება # 180 |
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 373
სტატუსი: Offline
| წუხელ ნამთვრალევს ბევრი ლექსი დამიწერია… მთელი ცხოვრება სულ წამებში აღმიწერია… უცნობზე ფიქრით ამივსია ცრემლით თვალები, მე ამ ცხოვრებას არც გავურბი, არც ვემალები… როგორ მიხვდები შენ ჩემს გრძნობას, ანდა იარას? მე გულზე ისეც ბევრმა დარდმა გადამიარა… მაგრამ რა იცი ვის ეკუთვნის ეს ჩემი დარდი, იქნებ არავის აღარ ვუთხრა: მეც შემიყვარდი!… წუხელ ნამთვრალევს ბევრი ლექსი დამიწერია… ერთ ლექსზე შენი სახელიც კი წამიწერია… იქნებ დამწერმა, წამკითხავმაც იქნებ ინანოს, …იქნებ ამ გულმა სიყვარული დაიგვიანოს… იქნებ უეცრად მე ცრემლებმაც კი მომაკითხონ… ალბათ ვერაფრით გავიხსენებ წარსულს, რომ მკითხონ… ხშირად ტაძარში შესულს ლოცვად ჩამძინებია… დამმძიმებია ეს ცხოვრება, დამმძიმებია… ასე არასდროს მიფიქრია მე ცხოვრებაზე… ჩავფიქრებულვარ, ვერც კი ვხვდები ვისზე ან რაზე… ლექსი დავწერე არც კი ვიცი უკვე რამდენი… მონანიებად ჩამითვალეთ სიტყვა ამდენი… წუხელ… ნამთვრალევს… ბევრი ლექსი დამიწერია… მაგრამ არ ვიცი მე გრძელი გზა თუ მიწერია…
|
|
| |