კვირა, 2025-07-27, 5:28 PM
მოგესალმები სტუმარი | რეგისტრაცია | შესვლა

Мой сайт

სიყვარულო ძალსა შენსა - Page 14 - ფორუმი

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
სიყვარულო ძალსა შენსა
ladogiorgiთარიღი: ხუთშაბათი, 2010-12-23, 3:22 PM | შეტყობინება # 1
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 373
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
:lips: lips :lips: lips :lips: lips :lips: lips :lips: lips :lips:
ტანო ტატანო, გულწამტანო, უცხოდ მარებო!

ზილფო-კავებო, მომკლავებო, ვერ საკარებო!

წარბ-წამწამ-თვალნო, მისათვალნო, შემაზარებო!

ძოწ-ლალ-ბაგეო, დამდაგეო, სულთ-წამარებო!

პირო მთვარეო, მომიგონე, მზისა დარებო!

თვალთა ნარგისი, დამდაგისი, შეგშვენის მწველად,

ყელსა ბროლებსა, უტოლებსა, გველი გყვა მცველად,

გესხნეს ხალები, მაკრძალები, ამარტის ველად,

ნარინჯნი ორნი, ტოლნი, სწორნი, მიქმოდენ ხელად,

მიწვევდენ შენად შესამკობლად, დამამწარებო!

ალვაო, გესხნეს ორნი ნორჩნი მოსარხეველნი,

მკლავნი მომკლავნი, თითნი თლილნი მოსახვეველნი,

ზარიფსა წელსა დაეკვირვნეს ქვეყანად მვლელნი;

ოდეს გნახვიდი, შევიმატნი ათასნი წელნი.

აწ დამლევიან ყოვლნი დღენი, უცხოდ ვარებო!

ბაგე მდუმრიად გიალერსებ, ბაგეო ვარდო!

თვალთა ჰსურიან ხილვა შენი, კეკელა მარდო!

გულსა სწყურიან დამაშვრალსა; რას შეგაფარდო?

თუმცა შენ დაგთმო, ვინღა ვჰპოვო, სად გავიზარდო?

უშენოდ ხილვა არვისი მსურს, შევიზარებო!

შენმა გონებამ მიმამსგავსა მილეულს მთვარეს:

სიცოცხლის ნაცვლად მოვინატრი სიკვდილსა მწარეს!

მოდით, მიჯნურნო, შემიბრალეთ, მოვლეთ ჩემს არეს
console :console: console :console: console :console: :console:

მიმაგრება: 8718952.gif (202.6 Kb)
 
ladogiorgiთარიღი: პარასკევი, 2011-01-28, 3:02 AM | შეტყობინება # 196
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 373
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
არ მითხოვია - ჩემთან მოდი... თავად მოხვედი...
თავად ინდომე ჩემი გულის დაპატრონება.
არ მითხოვია - მომიწყვიტე ციდან ვარსკვლავი...
შენ თავად გსურდა მოგერთმია მთელი ქონება.

არ მითხოვია - ვიყინები. ხელებს გამითბობ?..
შენ მოინდომე გეგრძნო ჩემი ხელების სითბო.
არ მითხოვი - ჩამეხუტე და არ გამიშვა...
არ მითხოვია და მე დღემდე არაფერს ვითხოვ...

არ მითხოვია - გამიღიმე... თავად მიღიმი.
ჯიუტი ბავშვის ფთხილი კოცნა საჩუქრად მიგაქვს...
არ მითხოვია - ჩემი გულის კუნჭულში დარჩი...
შენ ჩემში, ჩემგან უკითხავად დაიდე ბინა.

არ მითხოვია - დამიბრუნდი... და ამას არ გთხოვ...
რადგან მე შენი დაბრუნების ისედაც მჯერა.
ჩვენ უხილავი ძაფებით ვართ გადაქსოვილი...
და ამ ძაფს ვერვინ შემოგვარღვევს, ვერასდროს, ვერა!.

 
ladogiorgiთარიღი: შაბათი, 2011-02-05, 3:29 PM | შეტყობინება # 197
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 373
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
გულს ფიქრად მოსული სტუმარი ხარ
მე ამ ღია გულის მასპინძელი,
რჩეულ სტუმართშორის გულს რომ შემოხვედი
წასვლას თუ დააპირებ ავტირდები.
ვიცი არ გწყინდება აქ სტუმრობა
წახვალ და კვლალ მოსვლას დამპირდები,
მალე დაბრუნდები იცი, გელოდება
შენი ცრემლიანი მასპინძელი.
გულს გრძნობად მოსული სტუმარი ხარ,
მე შენი მომლოდინე მასპინძელი,
ერთადერთი ხარ ვინც გულს შემოვიდა
წასვლა, რომ დააპირო, ავტირდები..."
 
ladogiorgiთარიღი: შაბათი, 2011-02-05, 3:30 PM | შეტყობინება # 198
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 373
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
ქალი კი არა,ანგელოზი ხარ,

ფიროსმანისგან ხელით ნახატი,

შენ შედევრი ხარ, ქვეყნიერების

კაცთა ხელიდან შეუხებელი;

ქალი კი არ ხარ,თეთრი მტრედი ხარ,

კიდობანიდან ამოფრენილი,

ნუშის კვირტი ხარ აღმოცენილი

და გაზაფხულის მახარობელი

 
ladogiorgiთარიღი: შაბათი, 2011-02-05, 3:31 PM | შეტყობინება # 199
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 373
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
გინდა გაკოცო? ნაზად მოგეფერო,

გულში ჩაგიკრა და ბაგე დაგისველო...

გინდა სიყვარულით ყურში ჩაგჩურჩულო,

ისეთი სიტყვები, რომ გული გაგიჩერო..

მაოცებს შენი უძირო თვალები,

მაფიქრებს შენი ბუტია ტუჩები,

აბა მითხარი, მე რომ გაკოცო,

შენც მაკოცებ თუ გამებუტბი?.

 
ladogiorgiთარიღი: შაბათი, 2011-02-05, 3:31 PM | შეტყობინება # 200
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 373
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
წითელ ვარდებში გადაშლილი თეთრი ვარდი ხარ
მაგრამ შენ მაინც მოწყენილი, რატომ დადიხარ?
დარდი არ გშვენის ჩემო კარგო ქვეყნის თვალი ხარ
მზე იმალება რომ შეგნიშნავს განზე გადიხარ
ყველა გზას გითმობს,ვინც შეგხვდება რა ლამაზი ხარ
შენ ხომ ვარდებში გადაშლილი თეთრი ვარდი ხარ
ლამაზმანების
უნაზესი დედოფალი ხარ
 
ladogiorgiთარიღი: შაბათი, 2011-02-05, 3:36 PM | შეტყობინება # 201
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 373
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
ლამაზი
ჭკვიანი
ყურადღებიანი
მომხიბვლელი
კეთილი
საყვარელი
უსაყვარლესი
ნაზი
განუმეორებელი
დაუვიწყარი
შეუდარებელი
დამაბრმავებელი
მი უწვდომელი
ანგელოზი
დაცემა
ულამაზესი
უსაყვარლესი
ტანწერწეტა
გემოვნებიანი
გაწონასწორებული
სამართლიანი
გრაციოზული
მხიარული
ენერგიული
ჭკვიანი
რომანტიული
ზღაპრული
ქ ა ლ ი........
 
ladogiorgiთარიღი: შაბათი, 2011-02-05, 3:37 PM | შეტყობინება # 202
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 373
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
ვარდის რტოსავით მშვენიერო მანდილოსანო,

სინაზით სპეტაკ თოვლის ფიფქზე აღმატებულო.

ცით მოფრენილო, სიყვარულის მტრედო ფრთოსანო!

ოქროს ბეჭედში ჩასასმელო ძვირფასო თვალო.

 
ladogiorgiთარიღი: შაბათი, 2011-02-05, 3:38 PM | შეტყობინება # 203
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 373
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
sheni lamazi tvalebi makrtobs,
usityvo sheni gimili matrobs,
gulebi chveni orive dardobs,
sheni tvalebi arvici ras mtxovs
 
ladogiorgiთარიღი: შაბათი, 2011-02-05, 3:41 PM | შეტყობინება # 204
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 373
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
თითქოს, სათქმელიბოლომდე მიგვყავს,თითქოს სიმართლისვაგებთ სტრიქონებს,მაგრამ ჩვენ ვიხსნითნიღაბის-ნიღაბს,ნამდვილ ნიღაბს კიმაინც ვიტოვებთ..
 
ladogiorgiთარიღი: შაბათი, 2011-02-05, 3:42 PM | შეტყობინება # 205
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 373
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
გამოგიგონებ და შეგარქმევ ახალ ოცნებას,
ლამაზ ოცნებას,ჯერ კიდევ ნორჩს,სპეტაკს და ფაფუკს
ახალი გრძნობით ავივსები და გამოვძერწავ,
ჩემი ფიქრებით ვარდისფერ ცას,წვიმას და ქარბუქს.
გამოგიგონებ და უმალვე მოგიხმობ ჩემთან,
ახალ სამყაროს გაოცებულ მზერას მოავლებ,
გონებამიხდილი კმაყოფილი დახუჭავ თვალებს,
გამოგიგონებ, შეგადარებ ათინათს მზისას,ტალღების ხმაურს ,ფოთოლცვენას,ნისლიან ღამეს.
გამოგიგონებ შორიახლოს დავიდებ ბინას,
მინდა რომ ჩემი სიახლოვით არ გავნო რამე,
მძაფრი სურვილი სიცოცხლისა სანამ ჩქეფს ჩემში,
სანამ ოცნება ვარდისფერ ცას ისევ ანათებს,
არ დავიღლები და კვლავ შევალ ფიქრის მორევში, გამოგიგონებ კიდევ ერთხელ, კიდევ მრავალჯერ!
 
ladogiorgiთარიღი: შაბათი, 2011-02-05, 3:42 PM | შეტყობინება # 206
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 373
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
წუხელ,
უშენოდ ვცეკვავდი ტანგოს...
მათოვდა ღამე, შავი ნისლებით...
მას მერე ვფიქრობ, მას მერე ვდარდობ...
მას მერე, ყოველ ღამე ვინთები...
ღამეა,
მთვარე შენს თავს მაგონებს...
და ტანგო, გულში სიყვარულს ანთებს...
მე, თითქოს შენში შემომაგორეს...
მას მერე, შენი ტკივლი მმართებს...
ახლა?
გათავდა თითქოს ეს ღამე...
მეძახის მთვარე, ქარის კივილით...
არ მინდა ისევ, ვიყო მესამე...
და მოწყენილი მქონდეს, ღიმილი...
იმ დღესაც,
ტანგო მათრობდა თითქოს...
და მთვარეც, აღარ მიშლიდა ტირილს...
არ მინდა ვალსი! მე ტანგოს ვითხოვ!...
და როიალზე ხმამაღლა ვყვირი...
ეს მელოდია,
ღამეც და მთვარეც...
მთელი ცხოვრება შენით ვაწვალე...
შენი ლოდინით, გადაღლილ თვალებს...
დამითმე ღამე, ცეკვა მაცალე...
წუხელ,
უშენოდ ვცეკვავდი ტანგოს..
 
ladogiorgiთარიღი: შაბათი, 2011-02-05, 3:43 PM | შეტყობინება # 207
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 373
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
ვდუმვარ ხანდახან,მებუტება დაღლილი ბაგე,
"ეხლა სადა ხარ,
ვისი სულის სამყაროს აგებ?",
თვალნათლივ ვხედავ,
მეურჩება მაინც გონება,
ვერაფერს გბედავ,
მავსებს ეჭვი და დაღონება.
არადა ვიცი,მაგრამ მაინც ვფიქრობ და მიჭირს,
არ მჯერა ფიცი,
კაცთა ნდობის დავკარგე ნიჭი.
"იქნებ ერთი ხარ?!"-
არ მგონია,ყველა ერთია,
"ვითომ ღმერთი ხარ?!"-
შეუმცდარი მხოლოდ ღმერთია.
ვდუმვარ ხანდახან,
გავუყუჩდე სიყვარულს უნდა,
"ეხლა სადა ხარ? "-
ჩემს დუმილში მომეხმე,მსურდა...
 
ladogiorgiთარიღი: შაბათი, 2011-02-05, 3:44 PM | შეტყობინება # 208
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 373
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
Miyvarxar.
Sicocxleze metad
samyaroze metad
sixarulze metad
mzis chasvlaze metad
monatrebaze metad
vnebaze metad
sevdaze metad
bavshobaze metad
sigijeze metad
angelozze metad
qarishxalze metad
sinatleze metad
ocnebaze metad
ukvdavebaze metad
sevdian tvalebze metad
lamaz bageze metad
sakutar tavze metad
yvelaze meti rac gamachnia... shen xar
 
ladogiorgiთარიღი: შაბათი, 2011-02-05, 3:47 PM | შეტყობინება # 209
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 373
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
ნასვამმა,
რამდენჯერ გაკოცე ტუჩებში...
მკლავებში,
ფაქიზად გარწიე დილამდე...
ეს ღამეც გავლიე ფიქრსა და ნუგეშში
დილა კი,
შენს ღიმილს, შენს ფიქრებს მივანდე...

მთვრალი ვარ,
ამაღამ დამახრჩობს ფიქრები...
შენ ალბათ,
სიზმარში მთვარესთან მღალატობ...
მე მაინც გკოცნი და გეხები, თითებით...
შენს გვერდით ვწევარ და ვერ ვხვდები რაღატომ...

და რატომ,
მაგიჟებს ეს ღამე სულელი...
მთვრალი ვარ ოცნებით,
სადღაა ნამუსი...
შენ ალბათ ჩემს კოცნას სიზმარშიც სულ ელი...
ნაწვალებ ტუჩებში გამჯდარი ბახუსით...

და გარწევ,
დილამდე ჯერ კიდევ შორია...
და
შენზე ფიქრები გონებას მიმღვრევენ...
თითებით გეხები და ასე მგონია...
წუთები, დღეები შენს ფიქრებს მისდევენ...

მთელი გზა,
ისევე შენს ფიქრებს მივანდე...
და ღამეც გავლიე ფიქრსა და ნუგეშში...
მე ღამე გითენე არ გახსოვს? დილამდე...
და დილას ისევე გაკოცე ტუჩებში....

 
ladogiorgiთარიღი: შაბათი, 2011-02-05, 3:56 PM | შეტყობინება # 210
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 373
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
ყურღანებიდან გნოლი გაფრინდა,
ყაბარდოს ველი გადაიარა,
ისევ აღვსდექი!
მუხრანის ბოლოს
ჩასაფრებული ვსინჯავ იარაღს.
ქსანზედ, არაგვზედ ისევ ჰყვავიან
ხოდაბუნები თავთუხებისა,
შენი ტუჩებიც ისე ტკბილია,
როგორც ბადაგი დადუღებისას.
ხოხბობას გნახე, მიწურვილ იყო
როცა ზაფხული რუსთაველისა,
ნეტამც ბადაგი არ დამელია
და იმ დღეს ხმალი არ ამელესა!
ტრამალ და ტრამალ გამოგედევნე,
შემოვამტვერე გზები ტრიალი,
მცხეთას ვუმტვრიე საკეტურები,
ვლეწე ტაძრები კელაპტრიანი!
მაგრამ თვითონაც დაილეწება,
დაბადებულა ვინცკი ყივჩაღად,
მუზარადიან შენს ქმარს შემოვხვდი,
თავი შუაზე გადამიჩეხა!
მოდი, მომხვიე ხელი ჭრილობას,
ვეღარა გხედავ, სისხლით ვიცლები…
როგორც საძროხე ქვაბს ოხშივარი,
ქართლის ხეობებს ასდით ნისლები…
მოდი!
გეძახი ათას წლის მერე,
დამნაცროს ელვამ შენი ტანისა;
ვარდის ფურცლობის ნიშანი არი
და დრო ახალი პაემანისა!..
 
ძებნა:

RSS

ვალუტა

ძებნა

ჩვენი გამოკითხვა

შეაფასე ჩემი საიტი
სულ პასუხი: 20

სტატისტიკა

სურათის ლინკი აქ 88х31