სიყვარულო ძალსა შენსა
|
|
ladogiorgi | თარიღი: ხუთშაბათი, 2010-12-23, 3:22 PM | შეტყობინება # 1 |
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 373
სტატუსი: Offline
| :lips:  :lips:  :lips:  :lips:  :lips:  :lips: ტანო ტატანო, გულწამტანო, უცხოდ მარებო! ზილფო-კავებო, მომკლავებო, ვერ საკარებო! წარბ-წამწამ-თვალნო, მისათვალნო, შემაზარებო! ძოწ-ლალ-ბაგეო, დამდაგეო, სულთ-წამარებო! პირო მთვარეო, მომიგონე, მზისა დარებო! თვალთა ნარგისი, დამდაგისი, შეგშვენის მწველად, ყელსა ბროლებსა, უტოლებსა, გველი გყვა მცველად, გესხნეს ხალები, მაკრძალები, ამარტის ველად, ნარინჯნი ორნი, ტოლნი, სწორნი, მიქმოდენ ხელად, მიწვევდენ შენად შესამკობლად, დამამწარებო! ალვაო, გესხნეს ორნი ნორჩნი მოსარხეველნი, მკლავნი მომკლავნი, თითნი თლილნი მოსახვეველნი, ზარიფსა წელსა დაეკვირვნეს ქვეყანად მვლელნი; ოდეს გნახვიდი, შევიმატნი ათასნი წელნი. აწ დამლევიან ყოვლნი დღენი, უცხოდ ვარებო! ბაგე მდუმრიად გიალერსებ, ბაგეო ვარდო! თვალთა ჰსურიან ხილვა შენი, კეკელა მარდო! გულსა სწყურიან დამაშვრალსა; რას შეგაფარდო? თუმცა შენ დაგთმო, ვინღა ვჰპოვო, სად გავიზარდო? უშენოდ ხილვა არვისი მსურს, შევიზარებო! შენმა გონებამ მიმამსგავსა მილეულს მთვარეს: სიცოცხლის ნაცვლად მოვინატრი სიკვდილსა მწარეს! მოდით, მიჯნურნო, შემიბრალეთ, მოვლეთ ჩემს არეს  :console:  :console:  :console: :console:
|
|
| |
ladogiorgi | თარიღი: შაბათი, 2011-02-05, 4:35 PM | შეტყობინება # 226 |
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 373
სტატუსი: Offline
| shen xom aravin ggavs me rasac dges vetyvi sxvas, xval arafers ar nishnavs, me ver gadavcdebi zgvars, sheni tvalebi mklavs... me dges araferi maqvs, arafers patroni hyavs, ver vnaxav shennaers,msgaavss, shen xom aravin ggavs... me ver gadavcurav zgvas, im mxares aravin dgas, me vegar vxedav kvals, rom ukan gavyve mas... rac minda vutxra mas, me veubnebi sxvas, nu daelodebi xmas, iqneb vigaca mklavs...
|
|
| |
ladogiorgi | თარიღი: შაბათი, 2011-02-05, 4:36 PM | შეტყობინება # 227 |
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 373
სტატუსი: Offline
| თუ სახეზე შემომხედავ დაინახავ უცებ ღიმილს, ვერ მიხვდები,რომ მე ჩუმად,ამით ვფარავ გულის ტკივილს, გავუყვები ღამით ქუჩას და ავხედავ სავსე მთვარეს, ცას ვარსკვლავი თუ მოწყდება,ჩუმად ჩავიფიქრებ რამეს, მერე ისევ ძველებურად სალოცავში ვიწყებ ლოცვას, ცოდვების დასავიწყებლად ისევ დავცლი ღვინის ბოცას, დავითვრები,ვერ ავდგები,კვლავ დავიწყებ მუხლზე ცოცვას, ნურას მკითხავ,ვერას გეტყვი და დავიწყებ ისევ ბოდვას, ვიღაცა თვალს გამაყოლებს,ვერ გაიგებს ის ჩემს ტკივილს, გულიანად ჩაიცინებს:"მთვრალია და მიტომ ტირის" ვინ რა იცის როგორ ვცხოვრობ,რად ვიღიმი მუდამ ასე, არ იციან ჩემი გული ტკივილით თუ არის სავსე, მე რომ მუდამ თან ვატარებ განწყობას და ლამაზ ღიმილს, ვერ ხვდებიან რომ ღიმილი მალავს ჩემი გულის ტკივილს! ვერას ვამბობ,ძველებურად მივუყვები კუთვნილ ბილიკს, გაიკვირვებთ ალბათ ყველა,თუ დავიწყებ უცებ ტირილს, სევდით სავსე ვზივარ ასე და შევცქერი ზეცით მთვარეს, ყველა ჩემი გულის ტკივილს მე ვუყვები ამ ჩუმ ღამეს...
|
|
| |
ladogiorgi | თარიღი: შაბათი, 2011-02-05, 4:37 PM | შეტყობინება # 228 |
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 373
სტატუსი: Offline
| მე ვადღეგძელებ იმ დიდი სიყვარულს ჩუმად , უსიტყვოთ გულში რომ კვდება, მე ვადღეგძელებ იმ მონატრებას რომლის შეგრძნება არასდროს ქრება...
|
|
| |
ladogiorgi | თარიღი: შაბათი, 2011-02-05, 4:37 PM | შეტყობინება # 229 |
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 373
სტატუსი: Offline
| შენსავით ღიმილს ვერავინ ბედავს თამამად, უფრო ბავშვური გზნებით, შემშურდა ღამის, შიშველს რომ გხედავს ტალღოვან თმით და დაღლილი მხრებით შენსავით მხოლოდ გრიგალი დაჰქრის, ფოთლებთან ტანგოს ცეკვავს და ვერ ვცნობ, მე მიყვარს შენი ცრემლები შაქრით, სუნამო, ყელი და თხელი თეძო. შენსავით ხატზე ვილოცე გუშინ, სიზმარში წარმართ ღმერთებს შემწირეს, ჩემი ადგილი ჩემსავე გულში არ მაქვს და შენშიც უნდა შემცირდეს. შენსავით კაბას ვერავინ იხდენს მოგავხარ ნისლით ტანაშლილ ველებს, სიზმარში გნახე და უნდა მიხვდე განვიცდი მე შენს ტუჩებს და ხელებს
|
|
| |
ladogiorgi | თარიღი: შაბათი, 2011-02-05, 4:38 PM | შეტყობინება # 230 |
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 373
სტატუსი: Offline
| ლამაზო ფეხები მიადგი ერთმანეთს კაბის ქვეშ გიყურებს მთელი დედამიწა, გვირილა გაკოცებს,კანჭებზე ღმერთმანი შეგრცხვება იცოდე და მე ვერ დაგიცავ გულთან შეიბნიე ჩახსნილი ღილები, ვერ ხედავ მთელი ცა მკერდში რომ ჩაგცქერის? მზე სხივებს წაგატანს თუ გაგეღიმება და გვიან მიხვდები ძვირფასო რაც გელის. თმას ასე თამამად ნურასდროს გაიშლი ნიავი აგირევს, ფიქრს აგიცანცარებს, რა ვნებიანია თან ქარი მაისში?! არ იცი,მაგრამ მე ხომ ვიცი რაც არის. ეგ ყელი მაღალი,როგორმე დაფარე იწვიმებს იცოდე და მაინც მოგიწევს, თუ არ დამიჯერებ,წვეთს შემოგაპარებს, მუცლამდე ჩაგიღვრის და გვერდში მოგიწვენს. ვერავინ დაიცავს შენს უმანკოებას, ცოტა მოერიდე ხალხსა და სამყაროს, თორემ ჭორაობა დაიწყეს რტოებმა "რა უბიწოებით გარყვნილი რამ ხარო"!
|
|
| |
ladogiorgi | თარიღი: შაბათი, 2011-02-05, 4:39 PM | შეტყობინება # 231 |
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 373
სტატუსი: Offline
| მინდა, საწუთრო დაგავიწყო, - სთქვა: - რა საკვირველი ყოფილხარ! მინდა, მდინარედ მოგივარდე, - სთქვა: - რა გულგოროზი ყოფილხარ! მინდა, ვიეშმაკო აშკარად, - სთქვა: - რა სასაცილო ყოფილხარ! მინდა, გადაგკიდო სუყველა, - სთქვა: - რა საძაგელი ყოფილხარ! მინდა, აგირიო ცხოვრება, - სთქვა: - გადარეული ყოფილხარ! ... მერე გაგექცე და დაგეკარგო, - სთქვა: - რა საყვარელი ყოფილხარ!..
|
|
| |
ladogiorgi | თარიღი: შაბათი, 2011-02-05, 4:40 PM | შეტყობინება # 232 |
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 373
სტატუსი: Offline
| შენი შუქი მინდა,შენი ჩრდილი მინდა ჩვენი შეცდომები შენდობილი მინდა უზომოდ მიყვარხარ და ყვირილი მინდა შენი სიცოცხლისთვის მე სიკვდილი მინდა შენით რომ თენდება ის აისი მინდა თავი განაცვალო, გაგახარო მინდა შენით დანახული ეს სამყარო მინდა შენდა შესაწირად ეს ქვეყანა მინდა შენთვის ქვეყნის შვიდი საოცრება მინდა შენი ალერსი და მოფერება მინდა ყველა წამის შენთან გატარება მინდა შენი რასაც ქვია ყველაფერი მინდა..
|
|
| |
ladogiorgi | თარიღი: შაბათი, 2011-02-05, 4:41 PM | შეტყობინება # 233 |
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 373
სტატუსი: Offline
| rekavs telefoni... ukve gviania, rekavs telefoni mere rogor miyvars SenTan saubari RamiT, rekavs telefoni, Cumad gekiTxebi -vin gnebavT? -vin brZandebiT? Tumca kargad vici, Ramis uZilobiT vin msjis ase xelaRebiT… Seni CurCuli da Seni xmis talRebi nazad Cameyvreba yurSi, kedels exateba Seni silueti guli ver eteva gulSi… Cven sul martoni varT axla qveyanaze mxolod Cven orni erTad… Tumca mTvarec gvismens, mTvare sevdiani caze mibneuli kentad. mokle dialogi didi pauzebiT, zogjer mxolod sunTqva mesmis, uazro kiTxvebiT, uazro pasuxebiT ratomRac kmayofili vrCebiT… …diliT SemkrTal caze ukve imarTeba mzis da mTvaris Seyris scena… sizmrad Camodneba Cveni netareba roca gaiRviZebs yvela...
|
|
| |
ladogiorgi | თარიღი: შაბათი, 2011-02-05, 4:43 PM | შეტყობინება # 234 |
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 373
სტატუსი: Offline
| ყვავილს გაჩუქებ ცრემლებით გაზრდილს, სულსაც გაჩუქებ ქარს გამოვატან, გულსაც გაჩუქებ და იცი როგორს ? ყოველ ფეთქვაზე რომ თქვას მიყვარხარ
|
|
| |
ladogiorgi | თარიღი: შაბათი, 2011-02-05, 4:49 PM | შეტყობინება # 235 |
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 373
სტატუსი: Offline
| ქალი ლამაზია,ქალი სათუთია, ყველას,რომ უყვარს ეს ის ქალია, იგი ფერიაა,უფრთო ანგელოზი და კიდევ იდუმალი,ნაზი სირინოზი. ლამაზი თვალებით ყველაფრის მთქმელი, ანგელოზივით სიყვარულს მღერის, თვალები მისი ბრწყინდება ისე, როგორც ამ ცაზე ეს ვარსკვლავები. ქალი ლამაზია,ქალი სათუთია, ყველას,რომ უყვარს ეს ის ქალია, იგი ფერიაა,ნაზი სირინოზი და კიდევ კაცების წმინდა ანგელოზი.
|
|
| |
ladogiorgi | თარიღი: შაბათი, 2011-02-05, 4:49 PM | შეტყობინება # 236 |
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 373
სტატუსი: Offline
| მხოლოდ ერთხელ, მხოლოდ წამით, შემომხედე თვალებში დიდი გრძნობით, დიდი ვნებით, გაიელვე წამებში, თვალთა ხედვა დამიბნელე, ბრმად ნაფეხურს მივყვები... ჭკუას ვეღარ ვუბრძანე და მე ჩემს გრძნობებს ავყევი.. სად წავიდე, სად გეძებო, შენ ხომ გაქრი წამებში... ეხლა ვეღარ გპოულობ და მე დაგეძებ ნატვრებში... მხოლოდ ერთხელ, მხოლოდ წამით, შემომხედე....აგყევი... გამაგიჟე,გადამრიე და ცხოვრებას გაყევი.
|
|
| |
ladogiorgi | თარიღი: შაბათი, 2011-02-05, 4:50 PM | შეტყობინება # 237 |
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 373
სტატუსი: Offline
| იმ მოფერებასა და ალერსს, იმ გრძნობის მოზღვავებას გაუმარჯოს ცრემლით რომ აგვივსებს თვალებს. მოდით ზღვის იმ ტალღას გაუმარჯოს, იმ გრიგალებს და ნიავს, რომელსაც საალერსო სიტყვები გულიდან გულთან მიაქვს. მოდით იმ ღრუბლებს გაუმარჯოს იდუმალ მოჩურჩულე ღამეს გაღებულ სარკმელთან,მოწყენილ გოგონას, წარსულზე რომ ეტყვის რამეს. იმ მზეს იმ მთვარეს გაუმარჯოს, იმ შენი ცხოვრების ორ გზას, ჯერ უთქმელ სადღეგრძელოს გაუმარჯოს პირველ სიყვარულს და კოცნას!
|
|
| |
ladogiorgi | თარიღი: შაბათი, 2011-02-05, 4:51 PM | შეტყობინება # 238 |
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 373
სტატუსი: Offline
| მე შენზე ვფიქრობ და თითქოს გხედავ, ვფიქრობ და ისევ დღეა მზიანი. ძვირფასო! მოსვლა რად გაგიძნელდა?! ძვირფასო! რისთვის დაიგვიანე?! ახლა ეს გრძნობა უფრო მეტია, ახლა ქარები არხევენ ტირიფს. მე შენ გიამბობ ჩემს ტრაგედიას და როგორც ბავშვი დაიწყებ ტირილს. ისე გაივლის წამება, ოხვრა შენ მოხვალ ჩემთან თეთრი ხელებით. მოხვალ დაღლილი, მეტყვი, როგორ ხარ? მოხვალ და ვიცი მომეფერები! თუმცა იქნება ღამე წვალების, ღამე სასტიკი და ულმობელი. და ეს თვალები, ლურჯი თვალები, ჩემი თვალები ისევ მოგელის...
|
|
| |
ladogiorgi | თარიღი: შაბათი, 2011-02-05, 4:51 PM | შეტყობინება # 239 |
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 373
სტატუსი: Offline
| მერე რა რომ მიყვარხარ გული ხომ არ წაგართვი? ჩუმად ღმერთი გაგხადე სიყვარული დაგარქვი !!!!
|
|
| |
ladogiorgi | თარიღი: შაბათი, 2011-02-05, 4:52 PM | შეტყობინება # 240 |
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 373
სტატუსი: Offline
| ზღვისფერი გაქვს თვალები და თავად ჰგავხარ ზღვას თუ არ შეგებრალები და მისთხოვდები სხვას მივატოვებ გაზაფხულზე თესვასა და ხვნას გადავლახავ ადიდებულ ჭოროხსა და მტკვარს ცეცხლს გავატან შენს სამყოფელს,შენს სიყვარულს ქარს. და მოგიკლავ,მოღალატევ მაგ ნაფერებ ქმარს... ზღვისფერი გაქვს თვალები და თავად ჰგავხარ ზღვას
|
|
| |