სიყვარულო ძალსა შენსა
|
|
ladogiorgi | თარიღი: ხუთშაბათი, 2010-12-23, 3:22 PM | შეტყობინება # 1 |
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 373
სტატუსი: Offline
| :lips:  :lips:  :lips:  :lips:  :lips:  :lips: ტანო ტატანო, გულწამტანო, უცხოდ მარებო! ზილფო-კავებო, მომკლავებო, ვერ საკარებო! წარბ-წამწამ-თვალნო, მისათვალნო, შემაზარებო! ძოწ-ლალ-ბაგეო, დამდაგეო, სულთ-წამარებო! პირო მთვარეო, მომიგონე, მზისა დარებო! თვალთა ნარგისი, დამდაგისი, შეგშვენის მწველად, ყელსა ბროლებსა, უტოლებსა, გველი გყვა მცველად, გესხნეს ხალები, მაკრძალები, ამარტის ველად, ნარინჯნი ორნი, ტოლნი, სწორნი, მიქმოდენ ხელად, მიწვევდენ შენად შესამკობლად, დამამწარებო! ალვაო, გესხნეს ორნი ნორჩნი მოსარხეველნი, მკლავნი მომკლავნი, თითნი თლილნი მოსახვეველნი, ზარიფსა წელსა დაეკვირვნეს ქვეყანად მვლელნი; ოდეს გნახვიდი, შევიმატნი ათასნი წელნი. აწ დამლევიან ყოვლნი დღენი, უცხოდ ვარებო! ბაგე მდუმრიად გიალერსებ, ბაგეო ვარდო! თვალთა ჰსურიან ხილვა შენი, კეკელა მარდო! გულსა სწყურიან დამაშვრალსა; რას შეგაფარდო? თუმცა შენ დაგთმო, ვინღა ვჰპოვო, სად გავიზარდო? უშენოდ ხილვა არვისი მსურს, შევიზარებო! შენმა გონებამ მიმამსგავსა მილეულს მთვარეს: სიცოცხლის ნაცვლად მოვინატრი სიკვდილსა მწარეს! მოდით, მიჯნურნო, შემიბრალეთ, მოვლეთ ჩემს არეს  :console:  :console:  :console: :console:
|
|
| |
ladogiorgi | თარიღი: შაბათი, 2011-02-05, 4:53 PM | შეტყობინება # 241 |
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 373
სტატუსი: Offline
| სული მეყინება ისე მენატრები... თვალებს უშენობა ცრემლად დასდენია... ვიცი სულ ბოლომდე ასე მეყვარები... მე ხომ შენს თვალებში გული დამრჩენია
|
|
| |
ladogiorgi | თარიღი: შაბათი, 2011-02-05, 4:54 PM | შეტყობინება # 242 |
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 373
სტატუსი: Offline
| შენი ღიმილი მე მართლა მომწონს, მე მართლა მიყვარს შენი თვალები. და გულში ჩუმად გაჩენილ კოცონს არ ვერიდები,არ ვეკრძალები. შენი თვალები მე მართლა მომწონს, მე მართლა მიყვარს შენი ღიმილი. და მიხარია რომ შენმა ტრფობამ კვლავ გამიჩინა გულში ტკივილი.
|
|
| |
ladogiorgi | თარიღი: შაბათი, 2011-02-05, 4:55 PM | შეტყობინება # 243 |
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 373
სტატუსი: Offline
| ფიქრო-უსასრულო, წუთო-დასაცდელო, ჩემო სიხარულო, ჩემო განსაცდელო, მხოლოდ შენ მიყვარხარ, შენთვის მტკივა გული, მე ხომ შენ გაჩუქე ჩემი სიყვარული... გულო-სატკივარო, დღეო-წვალებაო, ჩემო ერთადერთო ლამაზ თვალებაო, წამო-ბედნიერო, სიხარულის ცრემლო, როგორ მინდოდა, რომ სულ შენს გვერდით მევლო. ფიქრო-უსასრულო, წუთო-დასაცდელო, ჩემო სიხარულო, ჩემო განსაცდელო...
|
|
| |
ladogiorgi | თარიღი: შაბათი, 2011-02-05, 4:58 PM | შეტყობინება # 244 |
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 373
სტატუსი: Offline
| მენატრება შენი სახე, ამ დილითაც სიზმრად გნახე. ისევ მათბობს შენი ფერი, არ მამშვიდებს არაფერი. აღარ მშველის ლექსის წერა, ზურგით მიდგას ბედისწერა. დამავიწყდა უკვე ლოცვა, მახსოვს მხოლოდ შენი კოცნა. თავში დამსდევს ერთი აზრი, ვერ გავუგე შინაარსი. ვერ დავხატე გრძნობის ფერი, ყალბი გახდა ყველაფერი. ვერ ვუყურებ მწვანე ჭადრებს, ვეღარ ვხედავ რა შენს თვალებს. არ მიპყრობდა ფერი ვარდის, მაშინ, როცა გვერდით მყავდი. დამეკარგა გრძნობა, სმენა, აღარც ჩიტის მესმის სტვენა. დამრჩა მხოლოდ დარდი, წყენა, ერთადერთი ჩუმი რწმენა
|
|
| |
ladogiorgi | თარიღი: შაბათი, 2011-02-05, 4:58 PM | შეტყობინება # 245 |
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 373
სტატუსი: Offline
| ზოგჯერ მინდება,გავამხილო მეც ჩუმი დარდი, ხანდახან მინდა,მხოლოდ ის ვთქვა,რაც მიხარია... ცად აგამაღლებ,თითქოს ახლა,დღეს შემიყვარდი, მაგრამ მიყვარხარ,მენატრები დიდი ხანია... სასმისს გამოვცლი შენი წასვლის აღსანიშნავად, ვიტყვი,რომ მძულს ის,რაც კი შენთვის ამიტანია... მაგრამ სიტყვებით თუ ვიცრუებ,რა შეიცვლება? ვერ შეგიძულებ,ამას მივხვდი დიდი ხანია... ვიცი,ერთხელაც დაბრუნდები,სიყვარულს მომთხოვ... ოდესღაც შენი,იმ დროს უკვე სხვისი ვიქნები, მაგრამ აღდგება თითქოს მიწამიყრილი გრძნობა და ისევ შენით გაიღვიძებს ჩემი ფიქრები... ისევ შევიცნობ გაზაფხულის მშვენიერებას, ისევ იმგვარად აძგერდება გული თავიდან... და საუკუნოდ მეყვარები ისე ძლიერად, როგორც მიყვარდი ჩვენი ტრფობის დასაბამიდან..
|
|
| |
ladogiorgi | თარიღი: შაბათი, 2011-02-05, 4:58 PM | შეტყობინება # 246 |
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 373
სტატუსი: Offline
| როცა მე და შენ წლები გვაშორებს, რაღა თქმა უნდა ეს საწყენია, მაგრამ როდესაც ჩემს გვერდითა ხარ იმ წუთზე ტკბილი არაფერია. როცა მე და შენ წლები გვაშორებს, მენდე, ეს ჩემთვის არაფერია, მე შენთან მინდა შევხვდე განთიადს, გასაკვირი აქ არაფერია. შენით მე გავხდი ბევრად უფროსი, შენ კი ისევე ბავშვად იქეცი, როცა მე სულ მთლად თავი დავკარგე და სამუდამოდ შენად ვიქეცი. როცა მე და შენ წლები გვაშორებს, და სიყვარული მართლაც წრფელია, მაშ , დავივიწყოთ ჩვენი ასაკი, მერწმუნე წლები არაფერია.
|
|
| |
ladogiorgi | თარიღი: შაბათი, 2011-02-05, 4:59 PM | შეტყობინება # 247 |
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 373
სტატუსი: Offline
| 1. თუ სიყვარულს ეძებ, ისე ეძებე რომ არავის წაართვა. 2. სჯობს გაიცნო და შეიყვარო, ვიდრე შეიყვარო და მერე გაიცნო. 3. სიყვარული ისეთი სნეულებაა, რომელიც მედიცინისაგან განუკურნავია. 4. არავინ დაისჯება ისე, როგორც ის, ვინც არ შესწირავს თავს სიყვარულს. 5. ამ ქვეყნად ადამიანს არაფერი ხდის საჭიროდ, ისე როგორც სიყვარული. 6. სიყვარული თამაში არ არის, როცა მოგესურვება დაიწყო და დაამთავრო. 7. ბედნიერია ის, ვინც ჭეშმარიტ სიყვარულს ეღირსება. 8. სიყვარული არ გეკითხება როდის მოდის და როდის მიდის. 9. სიყვარული ადამიანს დაუპატიჟებლად ესტუმრება და როცა ჩასახლდება გულში, იმ წამსვე დაიწყებს მბრძანებლობას. 10. თუ ვინმე გიყვარს - ადამიანი ხარ ..
|
|
| |
ladogiorgi | თარიღი: შაბათი, 2011-02-05, 4:59 PM | შეტყობინება # 248 |
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 373
სტატუსი: Offline
| შეჩერდი, ხელი მომეცი და დაიფიცე! დაიფიცე, რომ თუ გადმოვხტები-დამიჭერ, თუ გავბრაზდები-მომეფერები, თუ ვიტირებ, თვალებში მაკოცებ, დაიფიცე, რომ გაიღიმებ და დამელაპარაკები, როცა შენი გაგონება მომინდება. დაიფიცე, რომ ძილის წინ მაკოცებ. დაიფიცე, რომ დილით არასდროს გამაღვიძებ. დაიფიცე, რომ მიყიდი ფერად ფანქრებს, ყოველდღე რომ ვხატო ჩვენი სიყვარული. დაიფიცე, რომ სიცხე თუ მექნება, გამიხსნი ჩემს საყვარელ კომპოტს, დამიჯდები სასთუმალთან და გეჭირება ჩემი ხელი, სანამ არ ჩამეძინება. დაიფიცე, რომ ჭურჭლის დარეცხვაში მომეხმარები. დაიფიცე, რომ ხანდახან მაინც შენი ხელით მაჭმევ. დაიფიცე, რომ მანახებ ოკეანეს და ერთად ვუყურებთ მზის ჩასვლას. დაიფიცე, რომ ერთხელ მაინც ვიცეკვებთ წვიმაში და ავაჭყაპუნებთ ფეხებს გუბეებში. დაიფიცე, რომ შენს ძაღლზე და მანქანაზე მეტ დროს დამითმობ ყოველთვის, და ხანდახან, ღამე რომ გაგეღვიძება, დაითვლი, წუთში რამდენჯერ ფეთქავს ჩემი გული. დაიფიცე, რა!
|
|
| |
ladogiorgi | თარიღი: შაბათი, 2011-02-05, 5:00 PM | შეტყობინება # 249 |
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 373
სტატუსი: Offline
| უსიყვარულოდ ყმაწვილო კაცო, ნუ შეეხები ქალის ბაგეებს, თუ კი არ გიყვარს ქალი ლამაზი ნუ დაუკოცნი თვალებს და სახეს. პირველი კოცნა ნაზი გოგოსთვის არის წმინდა და ალერსიანი თუ კი არ გიყვარს ნუ გააღვიძებ სიყვარულს პირველს მის არსებაში თქვენ არას კარგავთ, თუ კი აკოცებთ კოცნა ხო თქვენთვის არაფერია მაგრამ ოდესმე თუ გიფიქრიათ პირველი კოცნა თუ რა ძნელია?! ქალი ამ კოცნას ვერ დაივიწყებს კიდეც რომ ცადოს გადავიწყება მისთვის ხომ პირველ კოცნას და ალერს მოაქვს ნანატრი, ნარნარი გრძნობა ქალი ცოდვაა როცა ტყუილით მის გრძნობებს ფეხქვეშ გათელავს ვინმე ნუღარ დასცინებთ, ნუ მოატყუებთ არ გაპატიებს ღმერთი შეცდომებს
|
|
| |
ladogiorgi | თარიღი: შაბათი, 2011-02-05, 5:01 PM | შეტყობინება # 250 |
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 373
სტატუსი: Offline
| მე რომ მიყვარხარ ამაში ეჭვი რად გეპარება შენს შეძახილზე მოვალ განა დავიგვიანებ?! გიჟს რომ მეძახი რატომ ერთხელ არ დაფიქრდები შენ გამაგიჟე , შენვე უნდა დამაჭკვიანო
|
|
| |
ladogiorgi | თარიღი: შაბათი, 2011-02-05, 5:01 PM | შეტყობინება # 251 |
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 373
სტატუსი: Offline
| შენ შეგიძლია დამშვიდდე რადგან, ფიქრი გამიშრა, წავიდა სხვაგან, შენ შეგიძლია იძინო წყნარად, სულელის აზრებს ვინ უსმენს აბა. არ გაიხსენო არც ერთი ფრაზა, რაც ჩვენ ორს შორის წააგავს ნათქვამს, არ გამაგონო გამიშვი გავალ, აღარ შეწუხდე, მე თვითონ წავალ. მაგრამ იცოდე შეცდომის ფასად, აუცილებლად ინანებ სხვაგან, მუქარის ნაცვლად გიგზავნი ნათქვამს, რომლის აზრია ამბორი კვლავაც.
|
|
| |
ladogiorgi | თარიღი: შაბათი, 2011-02-05, 5:01 PM | შეტყობინება # 252 |
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 373
სტატუსი: Offline
| მე ის პატარა ნაკადული ვარ, შენ რომ ამღვრევ და ასე ათრთოლებ, შენ რომ ცრემლები წყალს გააყოლე, მე ის პატარა ნაკადული ვარ. მე ის პატარა ნაკადული ვარ, რატომღაც შენ რომ აღარ ახსენებ, შენ რომ არასდროს არ მოგასვენებს, მე ის პატარა სიყვარული ვარ!
|
|
| |
ladogiorgi | თარიღი: შაბათი, 2011-02-05, 5:02 PM | შეტყობინება # 253 |
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 373
სტატუსი: Offline
| მიყვარხარ! გეტყვი, თუმცა უკვე ბევრჯერ მიცდია; სანამ ეს გრძნობა არ მოაღწევს შენამდის კარგო, და იმავ გრძნობით მიპასუხებ რაც განმიცდია; ჩემო ლამაზო, ჩემო კარგო და მშვენიერო. შენი მშვენება: წმინდა გული, კეთილი გული, შენი ტკბილი ხმა, მოძრაობა და სრული ტანი; არის სამოთხის ანგელოზის მონაპოვარი და აქ მიწაზედ მისგანა გაქვს შენ ნათხოვარი. ნუ აიმაღლებ თავს მშვენებით და სილამაზით, რადგან ყოველი მიწიერი წარმავალია. ეძიე შენი საოცნებო სიყვარულია; მე თუ ვიქნები? ეს ჩემთვისაც სასურველია. ვიცი და გეტყვი მე სიმართლეს არ დაგიმალავ, რომ ეს სიტყვები თავისთავად შობს სიყვარულსა; მიცნობ თუ არა, აბა ეგ რა საკითხავია, თუმცა მიცნობდე და გიყვარდე უკეთესია. დაირხევა საამურად ხის ტოტები მწვანე, არემარეს დახედავენ, როგორც მიწას მთვარე და მათ ჩრდილში ჩვენ ვისხდებით სიყვარულით სავსნე და ამ ხეთა შრიალისას დაგიკოცნი სახეს.
|
|
| |
ladogiorgi | თარიღი: შაბათი, 2011-02-05, 5:02 PM | შეტყობინება # 254 |
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 373
სტატუსი: Offline
| თუ შენს სიყვარულს არ ჩამითვლი დანაშაულად, მე შენს წინაშე არ მიმიძღვის სხვა რამე ბრალი !
|
|
| |
ladogiorgi | თარიღი: შაბათი, 2011-02-05, 5:03 PM | შეტყობინება # 255 |
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 373
სტატუსი: Offline
| გეყო, შესდექ, გიწყენს ღმერთი! წვიმავ, - ეს შენ გეხება. რადგან ზოგი შენი წვეთი სატრფოს ტუჩებს ეხება. ეს ტუჩები მე მეკუთვნის, ვერავის ვერ დავუთმობ. თუ შესცივდა სატრფოს, ტუჩებს ჩემს ტუჩებით გავუთბობ. გეყო, ცელქო წვიმის წვეთო, დაიმოკლე ფეხები. თმები - გინდა დაუსველე, ტუჩებს ნუ შეეხები!
|
|
| |