ოთხშაბათი, 2025-07-23, 8:02 PM
მოგესალმები სტუმარი | რეგისტრაცია | შესვლა

Мой сайт

სიყვარულო ძალსა შენსა - Page 11 - ფორუმი

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
სიყვარულო ძალსა შენსა
ladogiorgiთარიღი: ხუთშაბათი, 2010-12-23, 3:22 PM | შეტყობინება # 1
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 373
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
:lips: lips :lips: lips :lips: lips :lips: lips :lips: lips :lips:
ტანო ტატანო, გულწამტანო, უცხოდ მარებო!

ზილფო-კავებო, მომკლავებო, ვერ საკარებო!

წარბ-წამწამ-თვალნო, მისათვალნო, შემაზარებო!

ძოწ-ლალ-ბაგეო, დამდაგეო, სულთ-წამარებო!

პირო მთვარეო, მომიგონე, მზისა დარებო!

თვალთა ნარგისი, დამდაგისი, შეგშვენის მწველად,

ყელსა ბროლებსა, უტოლებსა, გველი გყვა მცველად,

გესხნეს ხალები, მაკრძალები, ამარტის ველად,

ნარინჯნი ორნი, ტოლნი, სწორნი, მიქმოდენ ხელად,

მიწვევდენ შენად შესამკობლად, დამამწარებო!

ალვაო, გესხნეს ორნი ნორჩნი მოსარხეველნი,

მკლავნი მომკლავნი, თითნი თლილნი მოსახვეველნი,

ზარიფსა წელსა დაეკვირვნეს ქვეყანად მვლელნი;

ოდეს გნახვიდი, შევიმატნი ათასნი წელნი.

აწ დამლევიან ყოვლნი დღენი, უცხოდ ვარებო!

ბაგე მდუმრიად გიალერსებ, ბაგეო ვარდო!

თვალთა ჰსურიან ხილვა შენი, კეკელა მარდო!

გულსა სწყურიან დამაშვრალსა; რას შეგაფარდო?

თუმცა შენ დაგთმო, ვინღა ვჰპოვო, სად გავიზარდო?

უშენოდ ხილვა არვისი მსურს, შევიზარებო!

შენმა გონებამ მიმამსგავსა მილეულს მთვარეს:

სიცოცხლის ნაცვლად მოვინატრი სიკვდილსა მწარეს!

მოდით, მიჯნურნო, შემიბრალეთ, მოვლეთ ჩემს არეს
console :console: console :console: console :console: :console:

მიმაგრება: 8718952.gif (202.6 Kb)
 
ladogiorgiთარიღი: პარასკევი, 2010-12-24, 3:47 AM | შეტყობინება # 151
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 373
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
ქალი! ერთი პატარა ვარსკვლავია რომელიც სამუდამოდ კაშკაშებს.
ქალი! ზეციური ალმასია რომელიც არასოდეს არ ქრება.
ქალი! ბრილიანტია რომელიც არასოდეს არ კარგავს თავის ეფექტს.
ქალი! ბაჯაღლოა ოქროში ჩასმული რომელიც არასოდეს არ ცვდება.
ვინ არის ქალი?
ქალი ქარია,ცხოვრების ბილიკზედ მდგარი ცისფერი ლანდია.
ვინ არის ქალი?
ქალი გალაქტიკის მეცხრე პლანეტაა უდაბნოს ბურუსუთ მოცული ღვთაებაა.
ვინ არის ქალი?
ქალი ედემია,სიცოცხლის წყურვილია და სამოთხის ყვავილია.
ვინ არის ქალი?
ქალი ჯოკერია,ლამაზმანებში ჯვრის ტუზია და სამყაროს ვარსკვლავია.
ვინ არის ქალი?
ქალი ხომ წმინდანია,ამ სიტყვების გმირია,და წინანდლის მგოსანია.
ლამაზი სულის მქონე ქალებო,
ვერხვის ფოთლებო,და ზამბახებო
კაშკაშა შუქით მოცულო ლანდებო,
სიცოცხლით აღსავსე ანგელოზებო,
ცაზედ გამოსახულონ პატარა ფერიებო,
ხოლო ჩვენი დაქსაქსული ფიქრების
ბრძანებლებო...
ეს თქვენ გეძღვნებათ,ლამაზი სულის მქონე
sayvazelo sa sazizgarno anneboooooo
 
ladogiorgiთარიღი: პარასკევი, 2010-12-24, 3:57 AM | შეტყობინება # 152
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 373
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
შენი სილამაზე მხიბლავს და მაოცებს,
ლურჯი თვალები, წყლიანი, უძირო,
ფერმკრთალი ტუჩები, გაფითრებული,
თრთიან შეშინებით მაგრამ უსიტყვოდ
შენმა სიკეთემ გული გამილღო,
შენი ბავშურობა მიპყრობდა უმიზნოს,
დიადი ხარ და ამაყად მდგარი,
ბრძნული გაქვს ნათქვამი შენ ყველა აზრი.
ერთმა თვისებამ ძალზედ დამაღონა
ამ სიყვარულის გრძნობამ გამაოცა
დამიხშო ყოველი ფიქრი, საღოვნება,
შენა ხარ ჩემი შვიდი საოცრება.……

1. სილამაზე
2. სიკეთე
3. ბავშვურობა
4. სიდიადე
5. სიამაყე
6. სიბრძნე
7. სიყვარული

 
ladogiorgiთარიღი: პარასკევი, 2011-01-28, 1:44 AM | შეტყობინება # 153
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 373
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
კაცებო, ქალებს გაუფრთხილდით
გული ფიანდაზად გაუშალეთ,
შუბლზე გაჩენილი ნაოჭები
ნაზი მოფერებით წაუშალეთ.
ქალებს შვლის ნუკრივით გაუფრთხილდით,
მადლი ხელის გულზე მოუყარეთ,
ქალებს დაულოცეთ ქალობა და
ბაღის ყვავილივით მოუარეთ
თორემ სხვა ძალაა ქალის ძალა
ქალი ათასგვარად გადაგაქცევს
ქალი აგატირებს, ქალი დაგაჩოქებს
წამოგაყენებს და ისევ კაცად გაქცევს.
ხოდა, ამ საუნჯეს გაუფრთხილდით
გული ფიანდაზად გაუშალეთ,
შუბლზე გაჩენილი ნაოჭები
ნაზი მოფერებით წაუშალეთ
 
ladogiorgiთარიღი: პარასკევი, 2011-01-28, 1:46 AM | შეტყობინება # 154
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 373
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
ამ შუაღამისას შენ რომ მოხვიდოდე
და რომ მეტყოდე რამეს...
ამ შუაღამისას შენი ხმის გამგონე
შევცვლიდი თვით ამ ღამეს.
ავაწიოკებდი... ავაწიოკებდი...
მხიარულებით ქალაქს...
შენი შემხედვარე
შენი ხმის გამგონე
ჭკუას დავკარგავდი ალბათ.
ეხლა რომ მოხვიდე?
ეხლა რომ დარეკო?
ეხლა რომ შემეხო, წამით...
ალბათ ჩავიდენდი ათას სისულელეს
თუკი შენ გარგებდი ამით...
ამ შუაღამისას შენ რომ მოხვიდოდე
და რომ მეტყოდე რამეს
ამ შუაღამისას შენი ხმის გამგონე
ავაწიოკებდი ღამეს...
 
ladogiorgiთარიღი: პარასკევი, 2011-01-28, 1:49 AM | შეტყობინება # 155
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 373
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
თუკი უკვდავება არ არსებობს,
უფალს შევავედრებ შენს თავს,
შევქმნათ საოცარი სიყვარული
და მას უკვდავება ერქვას.არ წამთ სიყვარულის არსებობა,
და ჩვენ დავუმტკიცოთ ყველას,
ჩვენი გულები რომ შევაერთეთ,
ამას სიყვარული ერქვას.

თუკი მოკვდავია ყველაფერი,
თუკი ვერ ვიცოცხლებთ დიდხანს,
თუკი დასასრული სიკვდილია,
სიკვდილს სილამაზე ერქვას.

თუკი საოცრება არ არსებობს,
მომსწრე სუყველაფრის ჩვენ ვართ,
შევქმნათ ხელთავიდან ყველაფერი
და მას საოცრება ერქვას.

გიკვირს?! მუნჯი ვიყავ ავმეტყველდი.
შენთვის ეს მინდოდა მეთქვა:
დღემდე რაც შევქმენით ჩვენთვის მონატრება,
"თეთრი ღამეები" ერქვას

 
ladogiorgiთარიღი: პარასკევი, 2011-01-28, 1:51 AM | შეტყობინება # 156
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 373
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
რას ფიქრობ დრო მალე
გავიდა?
იციი გაწვიმდა და
მზეც ჩავიდა.....
ვიღაცას სტკივა,
ვიღაცას სცივა,
ვიღაც მარტოა,
ვიღაც თავს იკლავს....
და შენ როგორ ხარ?
მარტო ხარ?
სდუმხარ?
ვიცი შორს ხარ და თითქოს ახლოს ხარ...
რაღაც მთავრდება,
რაღაც იწყება,
რაღაც იცვლება,
ხან დრო ჩერდება ......
უკვე ბნელდება
ფიქრი ბერდება
პატარა გულში რაღაც ფეთქდება....
გახსოვს?
არგახსოვს!...
ვიცი სევდა თოვს
და თითქოს გათრობს...
ჩემს სითბოს არ გრძნობ?
შენ არხარ მარტო!
 
ladogiorgiთარიღი: პარასკევი, 2011-01-28, 1:52 AM | შეტყობინება # 157
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 373
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
უშენოდ რა ვარ?
გამკრთალი ცა ვარ,
უცეცხლო კვამლი,
უტალღო ზღვა ვარ....
მე შენ არ გგავარ
მაგრამ გიყვარვარ
ზოგჯერ ვჩხუბობთ
და მაინც ერთად ვართ....
უჩემოდ რა ხარ?
უმთვარო ცა ხარ,
ბნელი ღამე და
დამშრალი ტბა ხარ!
დაიმახსოვრე
მე
შენ
მიყვარხარ!!!
 
ladogiorgiთარიღი: პარასკევი, 2011-01-28, 1:54 AM | შეტყობინება # 158
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 373
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
თეთრი ვარდები

მუზების კონას დუმილით ამკობს ღამე მდუმარე
სითბოს გზას აფენს რომ გრძელი გზა გახდეს ადვილი
მე კი ოცნებით ირგვლივ მთები შემოვიარე
ვეღარსად ვპოვე შენი მსგავსი თეთრი ყვავილი

შენ ფიქრთა განცდას მღელვარე ტალღებს ღრმულებში მარხავ
მდუმარე ტოტებს სიომ ჰკადრა სიტყვები ძნელი
მე კი ჩუმ ჩუმად შენს სახეს ბნელში სინათლედ ვნახავ
რომ ვხატო მუდამ ტილოზე მორცხვად თვალები შენი

იქნება ღამე ცაში ფრენის დავხუჭავ თვალებს
შენ დაგიმონებს ფიქრი განცდის სავი დარდებით
მე ჩემთვის ჩუმად გულის სიღრმის დავხატავ არეს
შენ კი დაგიპყრობს ლოდინი ჩემი თეთრი ვარდებით.

 
ladogiorgiთარიღი: პარასკევი, 2011-01-28, 1:56 AM | შეტყობინება # 159
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 373
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
მე მიყვარს ქროლვა ველური ქარის,
მე მიყვარს ია მტვრიანი შარის,
მე მიყვარს თოვლი, მთისა და ბარის,
მე მიყვარს, როცა ცაზე მზე არის,
მე მიყვარს ხიდან ფოთლების ცვენა,
მე მიყვარს სიო, ქვენა და ზენა,
მე მიყვარს ცრემლის თვალიდან დენა,
მე მიყვარს ცაში ოცნებით ფრანა,
მე მიყვარს მთვარე, თეთრი და მშვიდი,
მე მიყვარს მტკვარი და მასზე ხიდი,
მე მიყვარს წინ რომ დრო არის დიდი,
მე მიყვარს ყიდვა, არაფერს ვყიდი,
მიყვარს ოცნება და სიტყვა ,,ნეტა”,
მიყვარს ცხოვრების ალფა და ბეტა,
მიყვარს სიცოცხე განედად, გრძედად,
თუმც შენ მიყვარხა ყველაზე მეტად…
 
ladogiorgiთარიღი: პარასკევი, 2011-01-28, 1:57 AM | შეტყობინება # 160
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 373
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
სიყვარულის საიდუმლო ვფიქრობ ალბათ ასეა
ერთმანეთის გულის ცემა სასწაულად სავსეა.
არ იდარდო სიხარულო შენი მხსნელი გზაშია
მოვა მხარში დაგიდგება და არ გაგცვლის სხვაშია.
ნუ განიცდი სიხარულო ეს ცხოვრება ასეა
ზოგი ადის ზოგი ჩადის ზოგს კი შავი აცვია,
ეხლა შენ თუ ცხარეთ ტირი გული ცრემლით სავსეა
არ შეშინდე სიხარულო ანგელოზი გზაშია!
 
ladogiorgiთარიღი: პარასკევი, 2011-01-28, 1:58 AM | შეტყობინება # 161
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 373
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
რატომ დამესიზმრე დღეს ასე ლამაზად,
რატომ გამახსენდი დღეს ასე კარგად,
ჩვენ ხომ ერთმანეთის უსიტყვოდ გვესმოდა,
ჩვენ ხომ ერთმანეთი მეგობრად გვყავდა.

ახლა კი ჩვენს გრძნობებს ვებრძვით და ვმალავთ,
გარიდებ მზერას და სურვილებს ვმალავ,
მინდა რომ გავექცე ამ გულის კარნახს
და ვგრძნობ რომ მეგობარს მე შენში ვკარგავ

მინდა რომ გავექცე განგების ჩანაფიქრს,
მინდა რომ გავექცე უჩვეულ ფიქრებს,
ჩვენს მეგობრობას ამ სიყვარულმა სძლია,
ჩვენ მეგობრობა ვგრძნობ აღარ შეგვიძლია.

ვეღარ შემოგხედავ მე როგორც ოდესღაც,
ვეღარ ვისაუბრებთ ჩვენ როგორც ადრე,
მინდა რომ სიყვარულს ვსძლიო და გავექცე
და ისევ მეგობრად მინდა რომ მყავდე.

თუმცა ეს ყველაფერი მხოლოდ ფიქრია,
თუმცა ეს სურვილი მხოლოდ სურვილია,
ჩვენს მეგობრობას ამ სიყვარულმა სძლია,
ჩვენ მეგობრობა ვგრძნობ აღარ შეგვიძლია.

 
ladogiorgiთარიღი: პარასკევი, 2011-01-28, 2:00 AM | შეტყობინება # 162
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 373
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
მ - აკმარე ჩემო სიცოცხლე
ე - ს ოდენ ცრემლთა დენა

შ - ენ ხარ ჩემი საიდუმლო
ე - ს გული კი შენთვის დნება,
ნ - უგეში ამით მე მეძლევა.

მ - აგრამ მაინც კი ყველა გვირგვინზე
ი - ქ ყველა ვარდ გაშლილა ნეტა
ყ -ველას მიეცით და ყველა რიგზე
ვ -თქვათ რომ დაე ეს იყოს ნეტარება
ა -რა არასდროს არ ვიტყვი უარს
რ -ადგან ეს გული მხოლოდ შენია
ხ -ანდახან მაინც მავიცყდებოდე
ა -რა არასდროს დამვიცყებიხარ
რ -ადგან მიყვარხარ და დაიხსომე.

 
ladogiorgiთარიღი: პარასკევი, 2011-01-28, 2:11 AM | შეტყობინება # 163
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 373
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
მე როგორ გენდო შენ თუ არ მენდე, არ მეკარები შენ სიახლოვეს, შენზე ფიქრებმა გულზე დამგლიჯეს, შენ ჩემი ტანჯვა თან გსიამოვნებს. შენ სურვილი გაქვს მაეჭვიანო. შენ სიყვარულში დავაგვიანო, სმენა არ გინდა რამე გიამბო, ეგ ნორჩი გული რომ დაგიამო, სინამდვილეში მე კი გიყვარვარ, არ გინდა გული გარეთ ამხილო, მე რომ თვალებში შენ რომ ჩაგხედავ, მინდა სიცოცხლის ცრემლი გადინო
 
ladogiorgiთარიღი: პარასკევი, 2011-01-28, 2:12 AM | შეტყობინება # 164
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 373
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
გინდა გაკოცო? ნაზად მოგეფერო,

გულში ჩაგიკრა და ბაგე დაგისველო...

გინდა სიყვარულით ყურში ჩაგჩურჩულო,

ისეთი სიტყვები, რომ გული გაგიჩერო..

მაოცებს შენი უძირო თვალები,

მაფიქრებს შენი ბუტია ტუჩები,

აბა მითხარი, მე რომ გაკოცო,

შენც მაკოცებ თუ გამებუტბი?

 
ladogiorgiთარიღი: პარასკევი, 2011-01-28, 2:18 AM | შეტყობინება # 165
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 373
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
საქართველოში ლამაზს
რა დალევს ,
ლამაზი ქალი ქვეყნის
თვალია ,
ყველაზე კარგი და
საოცარი საქართველოში
მაინც ქალია !
ქართველ ქალებში
ლამაზს რა დალევს,
მათში ლამაზი მჯობნის
მჯობნია ,
შენ გაგიმარჯოს ლამაზო
ქალო ,
შენთვის ვერავის ვერ
უჯობნია !
 
ძებნა:

RSS

ვალუტა

ძებნა

ჩვენი გამოკითხვა

შეაფასე ჩემი საიტი
სულ პასუხი: 20

სტატისტიკა

სურათის ლინკი აქ 88х31