ოთხშაბათი, 2025-07-23, 10:10 PM
მოგესალმები სტუმარი | რეგისტრაცია | შესვლა

Мой сайт

სიყვარულო ძალსა შენსა - Page 10 - ფორუმი

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
სიყვარულო ძალსა შენსა
ladogiorgiთარიღი: ხუთშაბათი, 2010-12-23, 3:22 PM | შეტყობინება # 1
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 373
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
:lips: lips :lips: lips :lips: lips :lips: lips :lips: lips :lips:
ტანო ტატანო, გულწამტანო, უცხოდ მარებო!

ზილფო-კავებო, მომკლავებო, ვერ საკარებო!

წარბ-წამწამ-თვალნო, მისათვალნო, შემაზარებო!

ძოწ-ლალ-ბაგეო, დამდაგეო, სულთ-წამარებო!

პირო მთვარეო, მომიგონე, მზისა დარებო!

თვალთა ნარგისი, დამდაგისი, შეგშვენის მწველად,

ყელსა ბროლებსა, უტოლებსა, გველი გყვა მცველად,

გესხნეს ხალები, მაკრძალები, ამარტის ველად,

ნარინჯნი ორნი, ტოლნი, სწორნი, მიქმოდენ ხელად,

მიწვევდენ შენად შესამკობლად, დამამწარებო!

ალვაო, გესხნეს ორნი ნორჩნი მოსარხეველნი,

მკლავნი მომკლავნი, თითნი თლილნი მოსახვეველნი,

ზარიფსა წელსა დაეკვირვნეს ქვეყანად მვლელნი;

ოდეს გნახვიდი, შევიმატნი ათასნი წელნი.

აწ დამლევიან ყოვლნი დღენი, უცხოდ ვარებო!

ბაგე მდუმრიად გიალერსებ, ბაგეო ვარდო!

თვალთა ჰსურიან ხილვა შენი, კეკელა მარდო!

გულსა სწყურიან დამაშვრალსა; რას შეგაფარდო?

თუმცა შენ დაგთმო, ვინღა ვჰპოვო, სად გავიზარდო?

უშენოდ ხილვა არვისი მსურს, შევიზარებო!

შენმა გონებამ მიმამსგავსა მილეულს მთვარეს:

სიცოცხლის ნაცვლად მოვინატრი სიკვდილსა მწარეს!

მოდით, მიჯნურნო, შემიბრალეთ, მოვლეთ ჩემს არეს
console :console: console :console: console :console: :console:

მიმაგრება: 8718952.gif (202.6 Kb)
 
ladogiorgiთარიღი: პარასკევი, 2010-12-24, 3:17 AM | შეტყობინება # 136
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 373
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
ისევ შემოგხედე თვალებში..
ისევ ამითრთოლე გული...
ისევ ჩერდებოდნენ წამები..
ისევ მომიწამლე გული..
ნეტა არასოდეს მენახე..
აღარ დამჩაგრავდა სევდა
ვეღარ მოვაღწიე შენამდე...
აღარ გამიღიმა ბედმა...
ისევ გაყინული სიჩუმე..
ისევ აირია გზები..
ისევ მომხიბვლელი ღიმილი..
ისევ სიყვარულით გელი..
ნეტავ ღმერთმა ცრემლი მაკმაროს..
სადღაც გაქრებოდა დარდი..
აღარ ვიტირებდი არასდროს..
ოღონდ გყვარებოდი წამით..
 
ladogiorgiთარიღი: პარასკევი, 2010-12-24, 3:17 AM | შეტყობინება # 137
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 373
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
იყო თვალების ციმციმი ურჩი,
ულამაზესი ქარები ქროდა.
დაუკითხავად შესახლდი გულში,
შენ საამისოდ უფლება გქონდა.
შენ გახდი ჩემი ცხოვრების აზრი
და დაუფიქრდი ამაზე ოდნავ,
მე რომ დამტოვე ყელამდის ცრემლში,
განა ამისი უფნელაც გქონდა?
 
ladogiorgiთარიღი: პარასკევი, 2010-12-24, 3:19 AM | შეტყობინება # 138
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 373
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
იმედის ფერი გინახავს? გულში რომ სათქმელს ინახავს...
წვიმის წვეთივით წმინდა ხარ.
მე კი... უბრალოდ,
მიყვარხაარ..!
 
ladogiorgiთარიღი: პარასკევი, 2010-12-24, 3:20 AM | შეტყობინება # 139
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 373
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
ქალი?
ქალს ნუ მიენდობი,ქალი ქალია
ქალი ქარია,ქალი მარტია.
ქალი წვიმაა,ცვალებადია
ქალი მზეა და ქალი მთვარეა.
ციური ვარსკვლავია,ღრუბელი,ნისლია
უცხო პლანეტაა,ფეერვერკია
მიუწვდომელია,აუხდენელია,
ქალი ღვინოა,თავბრუს დამხვევია.
ქალი აპრილია, პირველი აპრილი,
ქალის ნათქვამში ბევრი ტყუილია,
ქალი გიშერია,ძოწია,ალმასი,
იგი მაცდურია,მაგრამ ლამაზია.
ქალი ღვინოა,თავბრუს დამხვევი,
კაცის წყურვილია,გონის ამრევია,
ქალი რა არის?ბედის ირონია,
ფანტასტიკურია,ეგზოტიკურია.
ამოუცნობი ნახატი რითაა?
ქალი ქმნილებაა,ქალი შედევრია,
ერთადერთია...კაცის ღმერთია,
ქალი რომანსია,რენესანსია.
დავიჩის ჯოკონდაა,ჯორჯონეს ვენერა,
ქალი ტიციანის-მაგდალინელია,
ქალი რა არი?-ბედის ირონია,
ეროტიკულია,რომანტიკულია,
ეგზოტიკურია,ფანტასტიკურია.
კაცის კოცნაზეც კი მექანიკურია!!!
 
ladogiorgiთარიღი: პარასკევი, 2010-12-24, 3:21 AM | შეტყობინება # 140
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 373
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
ქალს ვერ აფასებთო
ეგ როგორ იფიქრეთ, ეს რამ გათქმევინათ ჩვენზე?
თქვენ რომ გაგიჭირდეთ
სულსაც კი დაგითმობთ, არვინ დაფიქრდება მეზე.
არ ხართ ერთგულნიო
ღმერთო ეს რა მესმის... ვისთვის მოგვიკლია წლები
თქვენთვის დავიბადეთ
თქვენთვის ვიცოცხლეთ და ახლა თქვენთვისავე ვკვდებით!
ზოგჯერ რომ გვტოვებთო?!
მზის სხივს რომ ვერ ვუძლებთ, ზოგჯერ თავს შევუშვერთ წვიმას
განა თქვენ გშორდებით
თქვენთვის დაბადებულთ, სული თქვენთან ყოფნით გვიდგას.
სხვასაც უყურებთო
მწარე რომ არ ვჭამოთ, ტკბილს ვერ დავაფასებთ ასე
ჩვენ მოწყურებული
დაღლილი მგზავრნი ვართ,თქვენ წყარო მოჩუხჩუხე გზაზე.
ქალს ვერ აფასებთო
აწი აღარა თქვათ, გული არ გვატკინოთ ასე
თქვენს დასაფასებლად
გაჩნდა ქვეყანაზე კაცი ოცნებებით სავსე!!!
 
ladogiorgiთარიღი: პარასკევი, 2010-12-24, 3:22 AM | შეტყობინება # 141
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 373
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
შეჩერდი, ხელი მომეცი და დაიფიცე!
დაიფიცე, რომ თუ გადმოვხტები-დამიჭერ,
თუ გავბრაზდები-მომეფერები,
თუ ვიტირებ, თვალებში მაკოცებ,
დაიფიცე, რომ გაიღიმებ და დამელაპარაკები, როცა შენი გაგონება მომინდება.
დაიფიცე, რომ ძილის წინ მაკოცებ.
დაიფიცე, რომ დილით არასდროს გამაღვიძებ.
დაიფიცე, რომ მიყიდი ფერად ფანქრებს, ყოველდღე რომ ვხატო ჩვენი სიყვარული.
დაიფიცე, რომ სიცხე თუ მექნება, გამიხსნი ჩემს საყვარელ კომპოტს, დამიჯდები სასთუმალთან და გეჭირება ჩემი ხელი, სანამ არ ჩამეძინება.
დაიფიცე, რომ ჭურჭლის დარეცხვაში მომეხმარები.
დაიფიცე, რომ ხანდახან მაინც შენი ხელით მაჭმევ.
დაიფიცე, რომ მანახებ ოკეანეს და ერთად ვუყურებთ მზის ჩასვლას.
დაიფიცე, რომ ერთხელ მაინც ვიცეკვებთ წვიმაში და ავაჭყაპუნებთ ფეხებს გუბეებში.
დაიფიცე, რომ შენს ძაღლზე და მანქანაზე მეტ დროს დამითმობ ყოველთვის,
და ხანდახან, ღამე რომ გაგეღვიძება, დაითვლი, წუთში რამდენჯერ ფეთქავს ჩემი გული.
დაიფიცე, რა!
 
ladogiorgiთარიღი: პარასკევი, 2010-12-24, 3:23 AM | შეტყობინება # 142
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 373
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
ჩემთან რომ იყო, გავიგებდი შენს გულისტკივილს,
დასახმარებლად ყოვლისშემძლე შევიქმნებოდი...
ჩემთან რომ იყო, ავიხდენდი მე ყველა სურვილს,
რადგან მწვერვალი სურვილების შენ იქნებოდი...
ჩემთან რომ იყო, ოცნებაში გაგიყოლებდი,
დავიოკებდი სისხლძარღვებში მოწოლილ ვნებას...
ჩემთან რომ იყო, სულიერად გავშიშვლდებოდი,
დაგანახებდი სხვა გრძნობათა ფარულ დინებას...
ჩემთან რომ იყო, გავუძლებდი უალერსობას,
შევეჩვეოდი სიძულვილით აღსავსე მზერას,
ჩემთან რომ იყო, გულს იმგვარად გავაცოცხლებდი,
რომ აჰყოლოდა შემოდგომის ფოთოლთა რხევას...
ჩემთან რომ იყო... საყვარელო, ჩემთან რომ იყო,
მე ჩავახშობდი სივრცეებში ყოველგვარ ბოროტს,
ჩემთან რომ იყო, რა სიხარულს მოვესწრებოდი!
რა სიხარული მომიღებდა შენს გვერდით ბოლოს!
ჩემთან რომ იყო..
 
ladogiorgiთარიღი: პარასკევი, 2010-12-24, 3:27 AM | შეტყობინება # 143
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 373
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
ცამდე ატოტილი,
ვნებით გაპოხილი,
შენი ნაზი ტანის
ჩუმი ნარნარია.
შენი სილამაზე,
წვივიდან წარბამდის,
ლურჯი სილაჟვარდის
და მზის სადარია.
ტოტებდახუნძლული,
ნაყოფგადამსკდარი,
შენი მკლავების და
მკერდის ხანძარია.
შენი გაღიმება,
წითელ ტუჩთა ბზარი,
ქვაზე დამსხვრეული
ლალის სადარია.
ქარით დაზნექილი
ხეთა განაბწკარი,
შენი წაბლისფერი
წამწამთა ჯარია.
გვერდი ჩამიარე,
ლექსი მოგიძღვენი,
გულმა დაიკვნესა:
ღმერთო,რა ქალია!.
 
ladogiorgiთარიღი: პარასკევი, 2010-12-24, 3:28 AM | შეტყობინება # 144
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 373
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
ქურდი ვარ....
ყველაზე გულწრფელი და გულახდილი ქურდი....
ვაღიარებ, რომ მზეს სითბო მოვპარე....
ვაღიარებ, რომ საათები მოვპარე დროს...
და იმიტომ თენდება გვიან...
დავდივარ და ვიპარავ აპრილის წვიმებს...
ხანდახან მზის სხივებსაც...
ცისარტყელას ფერები მოვპარე...
შვიდიღა დარჩა....
ვიპარავ ყველაფერს და ნელ–ნელა ვაწყობ გულს...
ზღვას ნაპირი მოვპარე...
ვარსკვლავებს ერთმანეთი...
და ალბად არ გეწყინება თუ გეტყვი, რომ სანამ შენ ამას კითხულობდი, ცოტა სითბო და სიყვარული მოგპარე...
სულ ცოტა....
დღეს მაინც რომ მეყოს.
 
ladogiorgiთარიღი: პარასკევი, 2010-12-24, 3:34 AM | შეტყობინება # 145
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 373
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
მე ვერ გავუძლებ უშენობით მოტანილ დარდებსდა მივეცემი აბობოქრებულ ფიქრების ტალღებს.შენთვის დავკრეფდი ტრიალ მინდორზე მე ველურ ვარდებსდა… სიგიჟესაც ჩავიდენდი გვერდით რომ მყავდე.და ჩემს სიგიჟეს მივაწერდი თაფლისფერ თვალებს,ხშირად მდუმარეს,დაფიქრებულს,სულ რომ მაწვალებს.თაფლისფერ სითბოს,დაუცხრომელ ვნებას და ალერსსმე წაგართმევ და... შენ გააღებ უმზეო თვალებს.გააღებ თვალებს… დაიწყებ ძებნას,გსურს რომ იპოვო ის ძველი მზერა….შენ ვერ გაუძლებ უჩემობით მოტანილ დარდებსდა… სიგიჟესაც ჩაიდენდი გვერდით რომ გყავდე!
 
ladogiorgiთარიღი: პარასკევი, 2010-12-24, 3:35 AM | შეტყობინება # 146
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 373
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
ახლა აქ რომ იყო,ჩემთან ერთადიმდენს გაკოცებდი - დაგახრჩობდი,მოგეფერებოდი უსასრულოდდა ჩემი სურნელით დაგათრობდი.ჩემს ფიქრებს,ოცნებებს გაგიმხელდი,უსაზგვრო სიყვარულს გაგიყოფდი,ისე გაგართობდა ჩემთან ყოფნაგათენებასაც კი ვერ იგრძნობდინეტავ რა მაცოცხლებს რომ არ მყავდე,უაზროდ ივლიდნენ ალბათ წლები,როცა ვერ გხედავ და ჩემთან არ ხარძალიან,ძალიან მენატრები.რა მოხდება ახლა რომ გინატრო,გინატრო და უცებ გაჩნდე ჩემთან,ნიავივით ფიქრებს გამოყვე დამზის ამოსვლას შევხვდეთ დილით ერთად.
 
ladogiorgiთარიღი: პარასკევი, 2010-12-24, 3:37 AM | შეტყობინება # 147
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 373
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
თუმცა ცხოვრება შენით მეწყება
და დასასრულიც შენა ხარ მისი
თუმც მონატრება შენს მოლოდინში
წუთებს და წამებს მშფოთვარედ ითვლის...
ამხელა გრძნობა რითი გამოვთქვა
რით დაგანახო ეს სიყვარული,
როგორ აგიხსნა, რომ შენ ხარ მხოლოდ
ჩემი ფიქრი და ნატვრა ფარული...
რომ ბევრი ღამე შენზე ოცნებით
თავზე უაზოდ დამთენებია,
რომ შენნაირი კარგი არავინ
ქვეყნად არასდროს არ მყვარებია...
და რომ ჩაქრება ვიცი უშენოდ
ჩემი სიცოცხლის ბოლო სანთელი,
ესეც რომ გითხრა აღარაფერი
აღარ დამრჩება შენთვის სათქმელი....
 
ladogiorgiთარიღი: პარასკევი, 2010-12-24, 3:44 AM | შეტყობინება # 148
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 373
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
sheni sevdiani tvalebi miyvars sheni mibnedili gagimeba,sheni guliani sicili miyvars,tvalebshi sicilis chabindeba.sheni alisferi tuchebi miyvars,sheni ferkmrtali saxe.sheni vnebiani alersi miyvars.gamomwvevad rom daxri tvalebs,sheni utqmeli sevda miyvars.sheni ucnauri gagijeba.sheni cremlnarevi sicilic miyvars,sheni saocari chafiqreba,me sheni mzit gamtbari guli miyvars,sheni sul patara cicqna fiqric, am qveynad shens garda rom aravin miyvars chemo angelozo es tu icii?
 
ladogiorgiთარიღი: პარასკევი, 2010-12-24, 3:45 AM | შეტყობინება # 149
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 373
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
ეს ქალი და ელვა ერთმანეთს მაგონებს,
ყველასთან უცხოს, ურჩს და ფეთიანს.
ამ ქალის ღიმილი მე ქუხილს მაგონებს,
სახეზე ჩრდილივით გადავლილს, შლეგიანს.
ამ ქალის ფერები კი ღრუბლებს მაგონებს,
მოზელილს, არეულს ნისლთან და წვიმასთან.
ამ ქალის თითები მე ქარებს მაგონებს
ჰაერში გამკრთალებს, დაცვენილს ღრუბლიდან.
მთლიანად ეს ქალი?
საოცრად მაოცებს...
ყველაფერს მაგონებს
და თითქმის მაოგნებს
 
ladogiorgiთარიღი: პარასკევი, 2010-12-24, 3:46 AM | შეტყობინება # 150
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 373
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
მინდა რომ მზე ვიყო

დილით გაგაღვიძო,

მინდა მთვარე ვიყო

ღამით დაგაძინო,

თუნდაც ქარი ვიყო

თმები აგიწეწო,

თუნდ სიზმარი ვიყო

ღამით დაგესიზმრო..

შენი სუნთქვა ვიყო

ჩემით იარსებო,

შენი სახლი ვიყო

მუდამ ჩემში იყო,

შენი ამხანაგი,

მეგობარი ვიყო,

შენი საიდუმლო

ჩემთვის გაიმეტო,

ერთადერთი ვიყო,

ვინც შენს გულს შეეხო,

მინდა შიგნით დავრჩე,

შიგნით ჩავიკეტო..

დრომ ვეგარ მიპოვოს

ისე დავიმალო,

შენით ვიარსებო,

ჩემით იოცნებო..

მუდამ შენში ვიყო,

მუდამ ჩემი იყო,

ეს პატარა ლექსიც

მინდა შენი იყოს..

 
ძებნა:

RSS

ვალუტა

ძებნა

ჩვენი გამოკითხვა

შეაფასე ჩემი საიტი
სულ პასუხი: 20

სტატისტიკა

სურათის ლინკი აქ 88х31