ორშაბათი, 2025-07-21, 5:28 PM
მოგესალმები სტუმარი | რეგისტრაცია | შესვლა

Мой сайт

სიყვარულო ძალსა შენსა - Page 22 - ფორუმი

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
სიყვარულო ძალსა შენსა
ladogiorgiთარიღი: ხუთშაბათი, 2010-12-23, 3:22 PM | შეტყობინება # 1
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 373
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
:lips: lips :lips: lips :lips: lips :lips: lips :lips: lips :lips:
ტანო ტატანო, გულწამტანო, უცხოდ მარებო!

ზილფო-კავებო, მომკლავებო, ვერ საკარებო!

წარბ-წამწამ-თვალნო, მისათვალნო, შემაზარებო!

ძოწ-ლალ-ბაგეო, დამდაგეო, სულთ-წამარებო!

პირო მთვარეო, მომიგონე, მზისა დარებო!

თვალთა ნარგისი, დამდაგისი, შეგშვენის მწველად,

ყელსა ბროლებსა, უტოლებსა, გველი გყვა მცველად,

გესხნეს ხალები, მაკრძალები, ამარტის ველად,

ნარინჯნი ორნი, ტოლნი, სწორნი, მიქმოდენ ხელად,

მიწვევდენ შენად შესამკობლად, დამამწარებო!

ალვაო, გესხნეს ორნი ნორჩნი მოსარხეველნი,

მკლავნი მომკლავნი, თითნი თლილნი მოსახვეველნი,

ზარიფსა წელსა დაეკვირვნეს ქვეყანად მვლელნი;

ოდეს გნახვიდი, შევიმატნი ათასნი წელნი.

აწ დამლევიან ყოვლნი დღენი, უცხოდ ვარებო!

ბაგე მდუმრიად გიალერსებ, ბაგეო ვარდო!

თვალთა ჰსურიან ხილვა შენი, კეკელა მარდო!

გულსა სწყურიან დამაშვრალსა; რას შეგაფარდო?

თუმცა შენ დაგთმო, ვინღა ვჰპოვო, სად გავიზარდო?

უშენოდ ხილვა არვისი მსურს, შევიზარებო!

შენმა გონებამ მიმამსგავსა მილეულს მთვარეს:

სიცოცხლის ნაცვლად მოვინატრი სიკვდილსა მწარეს!

მოდით, მიჯნურნო, შემიბრალეთ, მოვლეთ ჩემს არეს
console :console: console :console: console :console: :console:

მიმაგრება: 8718952.gif (202.6 Kb)
 
ladogiorgiთარიღი: კვირა, 2011-02-06, 8:07 PM | შეტყობინება # 316
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 373
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
[b]მე არ ვიცი სად არიან ანგელოზები,ან საერთოდ არიან თუ არა,მაგრამ ის კი ვიცი რომ ერთი ანგელოზი ახლა ამ ნაწერს კითხულობს!!! [/b]
 
ladogiorgiთარიღი: კვირა, 2011-02-06, 8:08 PM | შეტყობინება # 317
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 373
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
ნეტავ ახლა ჩემთან იყო,
ნეტავ, ახლა გხედავდე,
ნეტავ, ჩემთან მოხვიდოდე
გულში ჩაიხედავდე!
ნეტავ, ახლა გეხვეოდე,
ნეტავ, გულში გიკრავდე,
ნეტავ, ჩემო ანგელოზო
ოდნავ მაინც გიყვარდე.
ნეტავ, ახლა მიღიმოდე
ამბორისთვის მიხმობდე
ნეტავ, მხოლოდ ჩემი იყო
არავისზე ფიქრობდე.
ნეტავ, ახლა გიმღეროდე
შენს წინაშე ვდნებოდე,
ნეტავ ,ჩემი სიყვარულის
ქსელში გაებმებოდე.
ნეტავ, თვალებს გიკოცნიდე
ნეტავ, ასე ხდებოდეს,
ღმერთო ჩემო ეს სურვილი
ნეტავ ამიხდებოდეს.
 
ladogiorgiთარიღი: კვირა, 2011-02-06, 8:08 PM | შეტყობინება # 318
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 373
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
შენი დაკარგვის არ მწამს,თითქოს დღესაც ხარ ჩემი,
შენს გამოხედვას ვეტრფი და უიმედოდ გელი....
ნუ მიმატოვებ ახლა,შემინდე ცოდვები ჩემი
და თუ შევძელი ახსნა დღეს მე ყველაფერს გეტყვი..
ხვალ დაიწყება გლოვა დამძიმებული სულით
და თუ მეყოფა ძალა, სიყვარულს შეგთხოვ გულით
მაგრამ ვერ გეტყვი ახლა,რატომ ვიყავი შენი..
დღეს უშენობის არ მწამს, მე მჯერა მხოლოდ შენი..
და თუკი სადმე გნახავ დაგხატავ საოცარ ფერით...
ნუ მიმატოვებ ახლა,ოღონდ იყავი ჩემი
და მე სამარის კართან...ვფიცავ ვიქნები შენი....
 
ladogiorgiთარიღი: კვირა, 2011-02-06, 8:08 PM | შეტყობინება # 319
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 373
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
მე სიყვარულის სადღეგძელო მინდა დავლიო,

ნება მომეცით მოვიმარჯვო ხელში

ფიალა და ამ სასმისით

გაუმარჯოს მოდით იმ გულებს ,

სადაც ამ გძნობამ მთელი ძალით დაიფრიალა!

 
ladogiorgiთარიღი: კვირა, 2011-02-06, 8:09 PM | შეტყობინება # 320
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 373
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
კვამლთან ერთად ჩასუნთქული ლექსი,
გრძნობებისგან გაგუდული სევდა,
სიკეთის და სიყვარულის ღმერთი,
რითმების და ოცნებების მტვერთან!
გულის სიმებს მოწყვეტილი ბგერა,
შეპარული ერთმანეთის ხმაში.
ლექსის ძალით შემოსული რწმენა,
დროის რაღაც უსასრულო წამში!
ამ საღამოს არ გასული წუთით...
ერთმანეთის მონატრება სურდა,
კედლებს ისე გაეჟღენთა ლექსი,
რომ სიტყვები, უმეტყველოდ დუმდა!
 
ladogiorgiთარიღი: კვირა, 2011-02-06, 8:10 PM | შეტყობინება # 321
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 373
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
მაინც გიხსენებ, როგორც ანგელოზს,
მაინც გიხსენებ, როგორც ღვთაებას,
მაინც მინდა, რომ ჩემთან იყო და
მე მაინც მინდა, შენი ხატება.
მაინც დაგიწერ, მე ამ ლექსს ლამაზს,
მაინც მოგიძღვნი ვარდების დასტას,
მაინც შევხედავ, შენს თვალებს ზღვის ფერს,
მაინც გავყვები ცხოვრების რითმებს.
მაინც გეტყვი, რომ ძალზედ კარგი ხარ
მაინც გეტყვი, რომ ძალზედ ნაზი ხარ
მაინც გეტყვი, რომ შენს სილამაზეს
მე ვეტრფი, როგორც ცის სილაჟვარდეს…
 
ladogiorgiთარიღი: კვირა, 2011-02-06, 8:11 PM | შეტყობინება # 322
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 373
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
ველური მზერით გიყვარს თამაში,
ჩემს წინ ამაყად, ნებივრად დგომა.
ძლივს დატეულხართ ვიწრო კაბაში
შენ, გაზაფხული და შემოდგომა.
ჯანსაღი ფერით მდიდარი ტანით
მოხეთქილი ხარ, როგორც ჩანჩქერი,
ჩემს წასალეკად და გასატანად
და არსაიდან არ ჩანს საშველი.
შენა ხარ ჩემი თავდავიწყება
და მზიან გულზე დარდად მოწოლა,
ჩემი საცერა თვალებით გაგცრი,
აგაბრიალებ ველურ კოცონად.
შემოგადნება სხეულზე კაბა,
როგორც გულაბ მსხალს სიმწიფით კანი
და ოცნებაში თრთის ვარდის ქაფად
შენი ღვთიური რძისფერი ტანი.
მოდი, იხუვლე, ნაპირს გადმოდი,
თავდავიწყებას რახან მპირდები.
მე ცარიელი ვარ კალაპოტი
და ამომავსე შენი ზვირთებით
 
ladogiorgiთარიღი: კვირა, 2011-02-06, 8:11 PM | შეტყობინება # 323
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 373
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
ჩემი ვარსკვლავი, სატრფოო, ცის თაღზე შუქად რომ ადის,

შენი ღიმილის შუქია გამათბობელი მარადის:

ჩემთვის სიმღერა, შვენებავ, შენი ხმა არის ნარნარი,

დიდება სიყვარულისა, ცის სამსხვერპლოზე დამდნარი.

და მე, შენს მგოსანს, იქ ძალმიძს მარად ჟამს ვიბედნიერო,

იქ ძალმიძს მხოლოდ ვიცოცხლო, სადაც შენა ხარ, ციერო.

და რაც კი ქვეყნად ამ ჩემს თვალთ უეცრად მოეჩვენების,

მარტოდენ ანარეკლია მაგ ღვთაებრივი შვენების.

 
ladogiorgiთარიღი: კვირა, 2011-02-06, 8:12 PM | შეტყობინება # 324
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 373
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
ქალი წვიმაა ,ღრუბელი,ნამი ,ნესტის და
ნაპირის...
როცა გგონია ცრემლი სდის მაშინ
საერთოდ არ სტირის
როცა ამინდი მზიანობს ,თვალებს ირეკლავს
ტბებიდან...
ციცინათელებს როცა ხსნის ცხრაპირ დაწნული
თმებიდან...
მზერას რომ ატანს მთის კალთას,არწივებთან და
ჯიხვებთან
როცა მარტოა სევდასთან,მოგონებასთან,ფიქრებთან...
ნუ მოსთხოვ იმდენს ,რომ მერე დუმილის იქცეს ზიარად
ქალია,უნდა გახსოვდეს
ისე ძლიერიც კი-არა,რომ
მარტომ შეძლოს აკიბოს მთაზე ბილიკი ნაბიჯით
ხელი გეჭირა?...გაგიშვა?
შენ არ გაუშვა-გაგიჟდი?!
ქალი წვიმაა ხან მოვა...ხან ნისლად აკრეფს საფიქრალს
თეთრი ბრინჯივით დაგაბნევს მერე მოგდგება,
აგკრიფავს...
აიტან?-უნდა გიყვარდეს...უნდა გიყვარდეს ძალიან...
რადგან უბრალოდ სუსტი და...
მაინც ლამაზი ქალია!
 
ladogiorgiთარიღი: კვირა, 2011-02-06, 8:14 PM | შეტყობინება # 325
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 373
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
მაინც ვინა ხარ ნეტავ ასეთი
შენ განაცვალო მთელი სამყარო,
სადარებელთა უდარებელი,
უღვთო განსაცდელს არ გადამყარო.
ცა ცისას იტყვის,მიწა მიწისას,
ყველაფერს თავის წესი განწონის,
მაგრამ საფიცარ თვალების სიბრძნეს,
ნეტავ ამ ქვეყნად რა გადაწონის.
მე მჯერა შენი, როგორც არავის
და უშენობა ვიცი გამიტანს,
არ მემეტება არც ერთი წუთი,
უშენოდ, გინდაც ცად თუ ამიყვანს.
...არ აქვს სიყვარულს არც რა სახელი
ისე წმინდა და ისე... ღმერთია,
როგორც მაისში ყაყაჩოები,
ამ ქვეყანაზე ერთად ერთია
 
ladogiorgiთარიღი: კვირა, 2011-02-06, 8:15 PM | შეტყობინება # 326
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 373
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
ზოგჯერ პატარა წყენა
გაგათევინებს ღამეს,
ერთი უგულო სიტყვა
სიცოცხლეს გაგიმწარებს.
ერთი უთქმელი სევდა
შუბლზე დაგამჩნევს ღარებს,
ის, რაც არ ძალუძს წლებსაც
ხან შეუძლია წამებს...
 
ladogiorgiთარიღი: კვირა, 2011-02-06, 8:15 PM | შეტყობინება # 327
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 373
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
ისევ შენზე ოცნებებმა მიხმო
და მომინდა ხეტიალი ქართან,
ცხრა ფიქრის და ცხრა ოცნების მიღმა
აშრიალდა შენი კაბის კალთა...

ღამით, რა ვქნა, ოცნებების მეტი,
მაგ ღიმილის გახსენების გარდა;
დავეცემი, როგორც წვიმის წვეთი
მოგონების საჩრდილობლის კართან.

უძილობის თეთრ თოლიებს მისევს
გახსენება მაგ ანთებულ თვალთა
და ფიქრებში გათენდება ისე,
როგორც უცებ ჩამომწყდარი ფარდა!!!

 
ladogiorgiთარიღი: კვირა, 2011-02-06, 8:16 PM | შეტყობინება # 328
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 373
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
სადა ხარ? რას შვრები?
გიცდი და არ ვრეკავ.
ვჯიუტობთ ბავშვები
გაზაფხულს წავლეკავთ.

გახსოვარ? რა გინდა?
ლოდინმა დაგღალა?
მე შენი ბაგიდან
ამბორის დამღა ვარ.

როგორ ხარ? იწექი?
რამდენ ხანს გეძინა?!
დაგღალე სიცელქით,
სიცელქე გეწყინა?!

შენ ჩემი სუნთქვა ხარ?
რა იყო, არ გჯერა?
ახლოს ხარ, სულთან ხარ-
სხეულის ფანჯრებთან.

რა მოხდა გინდივარ?
დღეს მუხლი იტკინე?
ამბორის დამღა ვარ
ასე რომ ვითმინე,

რა დროა? სამია?
გავჩუმდე ჯობია?
რა ვქნა ნასვამია
დღეს მარტოობა.

დაგღალე საუბრით?
ხმა რატომ იცვალე?
შეხვედრას გაურბით
ასე რომ ვიწვალე.

მარტო ხარ? მერე რა?
გინდა რომ მოვიდე?
ტკივილი მერევა,
მაგრამ მე მოვითმენ.

რამდენ ხანს გელოდი?!
გინდოდა გეთქვა რა?
რომ ერთად მელოტი
ჭადრები გვეთვალა?

სადა ხარ? რას შვრები?
გიცდი და არ ვრეკავ.
ვჯიუტობთ ბავშვები
სიყვარულს წავლეკავთ.

 
ladogiorgiთარიღი: კვირა, 2011-02-06, 8:16 PM | შეტყობინება # 329
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 373
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
ქარი გულმოსულ ხეებს ეხეთქება,
ფოთლებს აფრიალებს ცაში,
თვითონ როცა უნდა მაშინ მეფერება,
ყვავილებს ჩუმად მიბნევს თმაში.
მოვნატრებივარ,ჩემი გულისთვის
მზიდან ჩამოვიდა ბარში,
ეზოში ჩამოვარდა,კარი ჩამიკეტა,
მგონი აღარ მიშვებს სახლში.
წელზე მომეხვია,გულში ჩამიკონა,
ცაში ამაფრინა ბავშვი.....
გაგიკვირდებათ,მაგრამ დამერწმუნეთ,...
ის ღამე გავათიე ცაში....
 
ladogiorgiთარიღი: კვირა, 2011-02-06, 8:17 PM | შეტყობინება # 330
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 373
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
ქალი სინაზე და ქალი სიხარული,
ქალი ოცნება და დიდი სიყვარული,
რა ჩადო ასეთი, უფალმა თქვენში,
სულის სიმშვიდეს რომ არღვევს ჩვენში.
თქვენა ხართ ქალებო ცხოვრების არსი,
უთქვენოდ სიცოცხლეს არა აქვს აზრი,
გულწრფელად მინდა, იცოცხლოთ ლაღად,
მაღალი ღმერთი, გფარავდეთ მარად.
ხელში მაქვს სასმისი, კვლავ მინდა დაგლოცოთ
სულ წარმტაცები გამჩენმა გამყოფოთ,
გლოცავთ და გლოცავთ კეთილი გულით,
მუდამ ძლიერნი იყავით სულით.
ღმერთმა ინება და შექმნა ადამი,
შემდეგ კი მის ძვლისგან შექმნა მან ქალი,
იმ დღიდან დაიწყო კაცთა სიშფოთე,
უკუნისამდე ასე იშფოთებს.
ეს სამუდამო დაღსა ჰგავს სულში,
თუ ჩაუვარდი როდესმე გულში,
არ გადათელავს არასდროს გრძნობას,
მუდამ პატივს სცემს ქალი ჩვენს ტრფობას.
მაშ შევახვედროთ, გრძნობაზე გრძნობა,
ნუ გავუცრუებთ, იმედებს ნდობას,
ბედნიერები გინდათ რომ იყოთ?
მათი გულები უნდა დაიპყროთ.
ქალი სინაზე და ქალი სიხარული,
ქალი ოცნება და დიდი სიყვარული,
რა ჩადო ასეთი გამჩენმა თქვენში,
სულის სიმშვიდეს რომ არღვევთ ჩვენში.
 
ძებნა:

RSS

ვალუტა

ძებნა

ჩვენი გამოკითხვა

შეაფასე ჩემი საიტი
სულ პასუხი: 20

სტატისტიკა

სურათის ლინკი აქ 88х31