ორშაბათი, 2025-07-21, 7:35 PM
მოგესალმები სტუმარი | რეგისტრაცია | შესვლა

Мой сайт

სიყვარულო ძალსა შენსა - Page 21 - ფორუმი

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
სიყვარულო ძალსა შენსა
ladogiorgiთარიღი: ხუთშაბათი, 2010-12-23, 3:22 PM | შეტყობინება # 1
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 373
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
:lips: lips :lips: lips :lips: lips :lips: lips :lips: lips :lips:
ტანო ტატანო, გულწამტანო, უცხოდ მარებო!

ზილფო-კავებო, მომკლავებო, ვერ საკარებო!

წარბ-წამწამ-თვალნო, მისათვალნო, შემაზარებო!

ძოწ-ლალ-ბაგეო, დამდაგეო, სულთ-წამარებო!

პირო მთვარეო, მომიგონე, მზისა დარებო!

თვალთა ნარგისი, დამდაგისი, შეგშვენის მწველად,

ყელსა ბროლებსა, უტოლებსა, გველი გყვა მცველად,

გესხნეს ხალები, მაკრძალები, ამარტის ველად,

ნარინჯნი ორნი, ტოლნი, სწორნი, მიქმოდენ ხელად,

მიწვევდენ შენად შესამკობლად, დამამწარებო!

ალვაო, გესხნეს ორნი ნორჩნი მოსარხეველნი,

მკლავნი მომკლავნი, თითნი თლილნი მოსახვეველნი,

ზარიფსა წელსა დაეკვირვნეს ქვეყანად მვლელნი;

ოდეს გნახვიდი, შევიმატნი ათასნი წელნი.

აწ დამლევიან ყოვლნი დღენი, უცხოდ ვარებო!

ბაგე მდუმრიად გიალერსებ, ბაგეო ვარდო!

თვალთა ჰსურიან ხილვა შენი, კეკელა მარდო!

გულსა სწყურიან დამაშვრალსა; რას შეგაფარდო?

თუმცა შენ დაგთმო, ვინღა ვჰპოვო, სად გავიზარდო?

უშენოდ ხილვა არვისი მსურს, შევიზარებო!

შენმა გონებამ მიმამსგავსა მილეულს მთვარეს:

სიცოცხლის ნაცვლად მოვინატრი სიკვდილსა მწარეს!

მოდით, მიჯნურნო, შემიბრალეთ, მოვლეთ ჩემს არეს
console :console: console :console: console :console: :console:

მიმაგრება: 8718952.gif (202.6 Kb)
 
ladogiorgiთარიღი: კვირა, 2011-02-06, 7:51 PM | შეტყობინება # 301
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 373
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
მე არასოდეს არ მიძებნიხარ,მაგრამ გიპოვე,

ერთი შეხედვით ჩემი გული,რომ მოიპოვე,

დამპირდი მუდამ იქნებოდა ეს გრძნობა ჩვენი

თითქოს განგებამ გვიწილადა ეს განაჩენი..

თუკი გამართლდა სიყვარულზე ჩემი ფიქრები,

შენი სიყვარულის მონა ვიქნები..

და თუ კი მართლა სიყვარულზე ფიქრი დავიწყე,

არ დაიჯერო,რომ ოდესმე გადამავიწყდე..

აგედევნება ჩემი ლანდი, მუდამ,კვალდაკვალ,

რომ მონატრებას მოვერიო,თუნდაც ხანდახან...

 
ladogiorgiთარიღი: კვირა, 2011-02-06, 7:52 PM | შეტყობინება # 302
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 373
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
ვარსებობ შენით,
ვცხოვრობ შენით,
ვსულდგმულობ შენით...
ჰო,მე კი მშველის...
ღიმილი შენი,
ალერსი შენი,
ჩურჩული შენი...
მაგრამ...
შენ გყოფნის?
ყოფნის შენს ლოდინს?
რასაც გიმზადებ?
დღევანდელისთვის მე გიხდი ბოდიშს
არ გამიბრაზდე?!
უბრალოდ ზოგჯერ
ამოვიჩემებ -მარტო ჩემი ხარ!
და ესეც ალბათ ბრალია იმის...
მომნატრებიხარ..
 
ladogiorgiთარიღი: კვირა, 2011-02-06, 7:52 PM | შეტყობინება # 303
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 373
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
თოვლში აირევა ყველას ნაკვალევი,
ხანდახან ოცნების ბილიკებს ვკარგავთ,
სულ რომ დაიკარგოს ქვეყნად სიყვარული,
სულ ცოტას ნამდვილად ვნახავ.
ვნახავ და შენც გაჩუქებ, ვიცი რომ შენც გინდა,
ვიცი რომ თბილია გული.
ნამდვილი გრძნობა ამქვეყნად ცოტაა
და მისი პოვნაა რთული.
მე თუ შენ ამ ლექსს გწერ, - ეს ნიშნავს:მიყვარხარ,
ეს ნიშნავს გაჩუქე სული.
შენ მხოლოდ მითხარი, ყველაზე ლამაზო,
გინდა, თუ არა, ეს სიყვარული?
 
ladogiorgiთარიღი: კვირა, 2011-02-06, 7:55 PM | შეტყობინება # 304
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 373
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
ძვირფასი თვალი მივანდე თითებს,
და დავიძინე გულარხეინად _
მწუხარე ქარი ღამეებს მითევს
და იცავს ჩემი ძილის ხეივანს.

ვიღვიძებ, თითებს ვაცეცებ შიშით _
ტყუილად მქონდა იმედი ქართა,
სულ ყველაფერი მომპარეს ძილში
მოგონების და ტკივილის გარდა.

 
ladogiorgiთარიღი: კვირა, 2011-02-06, 7:55 PM | შეტყობინება # 305
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 373
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
პარიზი ღამით
სამი ასანთი, ანთებული ღამეში, ჯერით:
პირველი – რათა მომეხილა მე სახე შენი,
მეორე – რათა დამენახა შენი თვალები,
უკანასკნელი – რომ მეხილა შენი ტუჩები,
რომ კვლავ მახსოვდეს შენი სახე, აკანკალებით
ღამის წკვარამში რომ ჩაგეკვრი და გავყუჩდები.
 
ladogiorgiთარიღი: კვირა, 2011-02-06, 7:56 PM | შეტყობინება # 306
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 373
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
იამ ვარდთან გაყო სულის საგზალი!
”-ჩემო კარგო შორიდან ვარ ნამგზავრი
სიცივისგან თუ მაქვს ფერი ლურჯი
-მიყვარხარ და ვერ ვიქნები მუნჯი!
-სიამაყით მოუხედავს კოკორს
”ვხედავ სული რომ მიგიგავს ობოლს
ჩემს სახელს რომ სიმაღლით ვერ წვდები
ტოლი ნახე-არჩევანში ცდები!”
ეს პასუხი მოესმინათ ტიტებს
უთქვამთ:”ია ამდენს როგორ ითმენს?!
დედოფალს რომ გულში უთმობს ადგილს
ქალწულობა თუ უმშვენებს მანდილს!
ია ამ დროს ცრემლს იწმენდდა დარდის!
გაოგნებით სატრფოს ირგვლივ დადის
როცა ვარდზე მიუგნია ფუტკარს
მისი ვნება შიგ ტუჩებში უთქვამს
-აფუსფუსდა თურმე მთელი ბაღი
-”ვარდზე ფუტკარს დაუსვია დაღი”-
სირცხვილისგან ისიც იქვე ჩაჭკნა
და მებაღემ ეს საწყალი აჭრა.
იამ ვერდი ერთხელ ნახა ძილში
სიყვარულის თხოვნით ეგდო ძირში!
---------------------------------------------
ამ სიუჯეტს თქვენ შეურჩევთ ტილოს
-იამ ვარდი რატომ დაიტიროს?
 
ladogiorgiთარიღი: კვირა, 2011-02-06, 7:57 PM | შეტყობინება # 307
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 373
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
თუ კი შემთხვევით გიპოვე-
ვეღარ დაგკარგავ შემთხვევით!
ალბათ ის ვარსკვლავები ვართ
დღეს რომ ერთ ფაზას ვემთხვევით
-და კიდევ თბილი გულები
-წმინდა გრძნობებით რომ გვძინავს-
ან იქნებ მონატრება ვართ-
მის იმედებში რომ გვძირავს!
ერთხელ სევდიან ჩრდილებში
სიყვარულს გავუჩენივარ!
რაც ტრფობის ლექსი დავხატე
ყველას დავარქვი -”შენი ვარ!”
 
ladogiorgiთარიღი: კვირა, 2011-02-06, 7:57 PM | შეტყობინება # 308
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 373
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
დღეს სადღაც ქარი მემალებოდა

უცხო გამვლელზე ჯავრს იყრის ვხვდები

ჩემი ფიკრები შეყვარებოდა

მეც მისი სუნთქვის გარეშე ვკვდები!

დღეს ვიცი გულით იდარდებს წასვლას

ნერვებს დაიგლეჯს--უმიზნოდ დაქრის

მისი მოქცევა ნეტავი რას გავს

მასთან ფუსფუსიც ნამდვილად არ ღირს!

საღამოს?--ისევ ალერსით მოვა!

მომეფერება თბილი ხელებით

ოხ როგორ მიყვარს ჩემი თავნება

ჩვენ ხომ ერთმანეთს ვერ შეველევით!

 
ladogiorgiთარიღი: კვირა, 2011-02-06, 7:58 PM | შეტყობინება # 309
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 373
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
თქვენი სახელი- ღვთაება არის
თქვენი ოცნება ჩემს სულთან დადის
არ დამიწუნო -ვარდო- ეკალი
ვერც კი დაგთმობდი რომც მოგეკალი.
 
ladogiorgiთარიღი: კვირა, 2011-02-06, 7:59 PM | შეტყობინება # 310
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 373
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
დღეს დაიტირებს ჩემს გულში ღამე,
როგორ ვუშველო მასწავლეთ რამე.
სიყვარულს მორცხვად ვაჩუქე ნდობა,
(ალბათ, დავუშვი ბოლო შეცდომა).
ვერ გავექეცი გრძნობათა მფარველს,
რომ მოვკვდე ჩემს ლექსს ვინ დაამთავრებს?
არადა, არც მსურს სიცოცხლე სესხით,
(თუ გულით მინდობ, ქვასაც ნუ მესვრით)
დღეს დაიტირებს ჩემს გულში ღამე,
როგორ ვილოცო, მასწავლეთ რამე.
სიცოცხლე რომ ამღერდება დილას,
ეს განწყობა სულზე მეტად მიყვარს!
თან საამო სურნელიც რომ სუფევს,
მაშინ გრძნობას უკვდავება უტევს!
დილის სხივი მიმოფანტავს ნისლებს,
გულიც ლამაზ და ტკბილ ჰანგებს ისმენს!
თავს შევიგრძნობ ბედნიერად სახლში
და ჩემს იმედს ვხედავ მხოლოდ ბავშვში!
–სიცოცხლე რომ ამღერდება დილას,
ეს ხმაური სულზე მეტად მიყვარს!
 
ladogiorgiთარიღი: კვირა, 2011-02-06, 8:00 PM | შეტყობინება # 311
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 373
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
დაგიკოცნი ტუჩებს ტკბილო,
მეტყვი–„ნელა არ მატკინო,
გუშინდელიც მახსოვს ვნება
–ერთი კოცნა რას გიშვება!„
იცი რომ არ შევჩერდები,
სრულად ტანზე მოგეხვევი!
ნუ გამაწნი სიტყვით სილას,
უშენობით აღარ მძინავს!
მიდიხარ და ამბობ –„კარგად!„
ფოტო მრჩება შენი ხატად!
„გადაივლე ცივი წყალი!„–
ამ პასუხით ნუ მომკალი!
–ღმერთმა იცის ყოველ დილას
შენი ნახვა როგორ მიყვარს!
 
ladogiorgiთარიღი: კვირა, 2011-02-06, 8:04 PM | შეტყობინება # 312
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 373
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
სიკვდილი?ხშირად მინდება
სიცოცხლე?არ ვიცი ხანდახან
სულ ცოტა ალერსი მჭირდება.რომ არ შევიშალო თანდათან
ხანდახან ხარხარი მინდება
ყვირილი მინდება ხანდახან,
ხანდახან გულიც კი მისკდება,ლამის შევიშალო თანდათან
ხანდახან სიშორე მაგიჟებს
ჭკუაზე ვიშლები თანდათან
ხანდახან არავინ მჭირდება
მარტოობა მშლის თანდათან.მადლობა უფალს,რომ არსებობ
ცოდვები შემინდე ხანდახან
მე შენი სიცოცხლე მჭირდება
რომ არ შევიშალო თანდათან
 
ladogiorgiთარიღი: კვირა, 2011-02-06, 8:05 PM | შეტყობინება # 313
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 373
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
ნეტა რამ შობა ჩემში ეს გრძნობა,
ასეთი ნაზი, ასე ლამაზი?!
ნეტა რა არის ის ჟრუანტელი
შენს დანახვაზე რომ მივლის ტანში?!
იმ იდუმალი სითბოთი სავსე
გული დამიწყებს სხვაგვარად ძგერას,
მხოლოდ შენს ნახვას, მხოლოდ შენს ამბორს
სხვას ვერ ვინატრებ ვერაფერს, ვერა.
და როცა გნახავ ვეღარ ვივიწყებ
ბედნიერების იმ ლამაზ წუთებს,
როს შენი ხილვით მე მომანიჭე
და ეს სიცოცხლე შემიმსუბუქე.
მაშინღა ვხვდები, რომ ეს ნიჭია
ღვთითბოძებული სიყვარულისა,
დაუდგომელი, ვით ქარიშხალი
მაღალ ღმერთისგან მე რომ მეღირსა.
ისე მძაფრია ეს სიყვარული,
როგორც გიჟური ტალღები ზღვისა,
აბობოქრებულ, აფეთქებული
ნაპირისაკენ რომ იქცევს პირსა.
აცხრება ნაპირს, ვით ტყვია ნადირს
და როგორც მეფე ისე იმონებს
ადამიანის გულის იმ ნაწილს,
რაშიც ეს გრძნობა გამოიგონეს.
ნეტა რამ შონა ჩემში ეს გრძნობა,
ასეთი ნაზი, ასე ლამაზი?!
ნეტა რა არის ის ჟრუანტელი,
შენს დანახვაზე რომ მივლის ტანში?!
 
ladogiorgiთარიღი: კვირა, 2011-02-06, 8:06 PM | შეტყობინება # 314
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 373
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
ნუ გეშინია... მე შენთან მოვალ,
მოგძებნი ბნელში ხელისცეცებით...
მჭირდები ისე, ვით ზამთარს თოვა,
როგორც ორთავეს ეს სარეცელი.

შენ ახლა ისე მჭირდები, ისე,
ვით ღამეს დილა, დილას-საღამო...
როგორც პოეტებს უსაზღვრო სივრცე,
როგორც ვარსკვლავებს მთელი სამყარო.

მე ვიცი, თბილი ცრემლების გასწვრივ
შენი სიზმრებიც როგორ შფოთავენ...
ვით დაკარგული ნაწილი ნაწილს,
რადგან ერთმანეთს ვეძებთ ორთავე.

ნუ გეშინია... მელოდე... მოვალ,
გიპოვნი მაინც ხელისცეცებით,
მჭირდები ისე, ვით ზამთარს თოვა,
როგორც ორთავეს ეს სარეცელი

 
ladogiorgiთარიღი: კვირა, 2011-02-06, 8:07 PM | შეტყობინება # 315
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 373
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
ბედნიერების მოლოდინში გავა ეს ღამეც
და დაიწყება მოგონების ვრცელი სიზმარი,
შენი გრძნობების მოლოდინში დავხუჭავ თვალებს
და თუკი ისევ გენატრები ჩუმად მითხარი...
შენზე ოცნების მილოდინში ჩავა ეს მთვარეც
და გათენდება უიმედო დილა უშენოდ,
შენი გრძნობების ტყვეობაში გავახელ თვალებს
და დავფიქრდები ჩემს ოცნებებს როგორ ვუშველო...
ამეშლებიან მოგონების ჩუმი ფიქრები
და გვერდს ჩამივლის მონატრების ცივი ზმანება,
ზოგჯერ მინდება,გავამხილო მეც ჩუმი დარდი,
ხანდახან მინდა,მხოლოდ ის ვთქვა,რაც მიხარია...
ცად აგამაღლებ,თითქოს ახლა,დღეს შემიყვარდი,
მაგრამ მიყვარხარ,მენატრები დიდი ხანია...

სასმისს გამოვცლი შენი წასვლის აღსანიშნავად,
ვიტყვი,რომ მძულს ის,რაც კი შენთვის ამიტანია...
მაგრამ სიტყვებით თუ ვიცრუებ,რა შეიცვლება?
ვერ შეგიძულებ,ამას მივხვდი დიდი ხანია...

ვიცი,ერთხელაც დაბრუნდები,სიყვარულს მომთხოვ...
ოდესღაც შენი,იმ დროს უკვე სხვისი ვიქნები,
მაგრამ აღდგება თითქოს მიწამიყრილი გრძნობა
და ისევ შენით გაიღვიძებს ჩემი ფიქრები...

ისევ შევიცნობ გაზაფხულის მშვენიერებას,
ისევ იმგვარად აძგერდება გული თავიდან...
და საუკუნოდ მეყვარები ისე ძლიერად,
როგორც მიყვარდი ჩვენი ტრფობის დასაბამიდან...

 
ძებნა:

RSS

ვალუტა

ძებნა

ჩვენი გამოკითხვა

შეაფასე ჩემი საიტი
სულ პასუხი: 20

სტატისტიკა

სურათის ლინკი აქ 88х31