სიყვარულო ძალსა შენსა
|
|
ladogiorgi | თარიღი: ხუთშაბათი, 2010-12-23, 3:22 PM | შეტყობინება # 1 |
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 373
სტატუსი: Offline
| :lips:  :lips:  :lips:  :lips:  :lips:  :lips: ტანო ტატანო, გულწამტანო, უცხოდ მარებო! ზილფო-კავებო, მომკლავებო, ვერ საკარებო! წარბ-წამწამ-თვალნო, მისათვალნო, შემაზარებო! ძოწ-ლალ-ბაგეო, დამდაგეო, სულთ-წამარებო! პირო მთვარეო, მომიგონე, მზისა დარებო! თვალთა ნარგისი, დამდაგისი, შეგშვენის მწველად, ყელსა ბროლებსა, უტოლებსა, გველი გყვა მცველად, გესხნეს ხალები, მაკრძალები, ამარტის ველად, ნარინჯნი ორნი, ტოლნი, სწორნი, მიქმოდენ ხელად, მიწვევდენ შენად შესამკობლად, დამამწარებო! ალვაო, გესხნეს ორნი ნორჩნი მოსარხეველნი, მკლავნი მომკლავნი, თითნი თლილნი მოსახვეველნი, ზარიფსა წელსა დაეკვირვნეს ქვეყანად მვლელნი; ოდეს გნახვიდი, შევიმატნი ათასნი წელნი. აწ დამლევიან ყოვლნი დღენი, უცხოდ ვარებო! ბაგე მდუმრიად გიალერსებ, ბაგეო ვარდო! თვალთა ჰსურიან ხილვა შენი, კეკელა მარდო! გულსა სწყურიან დამაშვრალსა; რას შეგაფარდო? თუმცა შენ დაგთმო, ვინღა ვჰპოვო, სად გავიზარდო? უშენოდ ხილვა არვისი მსურს, შევიზარებო! შენმა გონებამ მიმამსგავსა მილეულს მთვარეს: სიცოცხლის ნაცვლად მოვინატრი სიკვდილსა მწარეს! მოდით, მიჯნურნო, შემიბრალეთ, მოვლეთ ჩემს არეს  :console:  :console:  :console: :console:
|
|
| |
ladogiorgi | თარიღი: კვირა, 2011-02-06, 7:42 PM | შეტყობინება # 286 |
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 373
სტატუსი: Offline
| მე ვეთანხმები გრანელის სიტყვებს, სულის სიღრმემდე მძრავს, არა სიკვდილი, არა სიცოცხლე, არამედ რაღაც სხვა... იმ სხვა რამეზე მეც მიფიქრია, არ გამიღია ხმა, არა სიცოცხლე, არა სიკვდილი, არამედ რაღაც სხვა... ღმერთო, მაჩვენე გამოსავალი და მომაწვდინე ხმა, არა სიცოცხლე, არა სიკვდილი არამედ რაღაც სხვა... მე ვეთანხმები გრანელის სიტყვებს, სულს უკვდავების სწამს, არა სიცოცხლე, არა სიკვდილი, არამედ რაღაც სხვა!..
|
|
| |
ladogiorgi | თარიღი: კვირა, 2011-02-06, 7:43 PM | შეტყობინება # 287 |
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 373
სტატუსი: Offline
| იცით რა მინდა?? სიყვარული მინდა მაწვიმდეს, მიმტროს ამინდმა, გალუმპული სული აწივლდეს, მან, რაც წავიდა, აღარაფრით ავნოს აწინდელს, დადგეს წამი და ულამაზეს წამად გაცივდეს, ჩემი მზერიდან თქვენს მზერაში გადავნაწილდე, ბევრი არ მინდა, სიყვარული მინდა მაწვიმდეს..
|
|
| |
ladogiorgi | თარიღი: კვირა, 2011-02-06, 7:43 PM | შეტყობინება # 288 |
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 373
სტატუსი: Offline
| მხოლოდ ერთხელ, მხოლოდ წამით, შემომხედე თვალებში დიდი გრძნობით, დიდი ვნებით, გაიელვე წამებში, თვალთა ხედვა დამიბნელე, ბრმად ნაფეხურს მივყვები... ჭკუას ვეღარ ვუბრძანე და მე ჩემს გრძნობებს ავყევი.. სად წავიდე, სად გეძებო, შენ ხომ გაქრი წამებში... ეხლა ვეღარ გპოულობ და მე დაგეძებ ნატვრებში... მხოლოდ ერთხელ, მხოლოდ წამით, შემომხედე....აგყევი... გამაგიჟე,გადამრიე და ცხოვრებას გაყევი..
|
|
| |
ladogiorgi | თარიღი: კვირა, 2011-02-06, 7:44 PM | შეტყობინება # 289 |
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 373
სტატუსი: Offline
| დადგა სიჩუმე... იასამანმა დაკარგა ფერი, გვირილებს თვალში შევხედო როგორ, აღარ იცინის და აღარც მღერის ყაყაჩოსავით თავნება გოგო... წყაროზეც აღარ ჩამოდის, ვამჩნევ დანისლულ თვალებს დაეტყო დარდი, ვის მოსვლას ელის, ვის ღიმილს ნატრობს, გიშრისფერ თმაში ჩამჭკნარა ვარდი. ყაყაჩოსავით თავნება გოგო, დღესაც ამ ქვეყნად ეულად დადის..
|
|
| |
ladogiorgi | თარიღი: კვირა, 2011-02-06, 7:44 PM | შეტყობინება # 290 |
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 373
სტატუსი: Offline
| იცი რა მაცდურია შენი ღიმილი და გამოხედვა? იცი რა მიმზიდველია შენი გარეგანი სილამაზე და ეშხი?იცი რა ფაქიზია შენი შინაგანი სამყარო და სული?რამდენად ამოუცნობა ხარ თვითონ,როგორც პიროვნებადა ქალი,იცი რა დიდია სურვილი შენი ნახვისა და შენით ტკბობისა? ნამდვილად დაჯილდოვებული ხარ ღვთაებრივი სილამაზით, რომელიც მხოლოდ რჩეულთა ხვედრია. შენი სილამაზე და სულიერი მშვენიერება ენით აუღწერელია.მე მჯერა რომ შენს გვერდით ყოფნისას ადამიანი ხდება უბედნიერესი
|
|
| |
ladogiorgi | თარიღი: კვირა, 2011-02-06, 7:46 PM | შეტყობინება # 291 |
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 373
სტატუსი: Offline
| გამახსენე მზესუმზირის ყვითელფერა ყანები გამებუტე ცხადში მე კი სიზმრად მოგეპარები, ჩამოვჯდები სასთუმალთან,შევკრავ წუთებს ძილისას დაგიტოვებ კოცნას ტუჩთან ავგაროზად,თილისმად... ნატიფ თითებს მზერით დავწვავ,სიზმარს აგიწიოკებ სევდას მივანგრ-მოვანგრევ და წამში გაგიხრიოკებ, არ ვიფიქრებ განთიადზე,არც ჩამომდგარ ღამეზე მზესუმზირებს დაგახატავ მიძინებულ თვალებზე. შენ ხარ ჩემი მზე და ჩერო,ჩემი წვიმა,ქარები ვზივარ,შენს ძილს ვდარაჯობ და ვერსად გამეპარები და თუ მაინც წახვალ ჩემგან,გული სხვასთან გაგიწევს ამ ლექსს თან ნუ გაიყოლებ მზესუმზირებს გაფიცებ!
|
|
| |
ladogiorgi | თარიღი: კვირა, 2011-02-06, 7:46 PM | შეტყობინება # 292 |
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 373
სტატუსი: Offline
| მიყვარხარ გესმის?! ჩემი ხმა არის, ჩემი ფიქრები ახლა შენია... შუაღამისას მთრთოლვარედ რომ გწერს, ამ ლამაზ სიტყვებს, ჩემი ხელია. მიყვარხარ ვერ გრძნობ?! მაშინ უფალს ვთხოვ, რომ გაგრძნობინოს ჩემი ვედრება, შენ ტკბილად გძინავს მე კი ამაღამ, მხოლოდ შენს ფიქრში ჩამეძინება... თითქოს გამხელის წუთები დგება ჩუმად მკარნახობს სიტყვებს განგება, მიყვარხარ მეთქი არ გეტყვი რადგან სიყვარულს აზრი დაეკარგება.. როცა ყველაფერს ქარი წაიღებს, გრძნობას გაფანტავს თეთრი ნისლები, ჩემში დარჩება ლამაზ ოცნებად, ჩემი ცხოვრების ფიქრი იქნები. სათქმელი იქნებ ბევრჯერ ვერ გითხრა, მე შენთან კარგო დუმილიც მიჭირს, რამდენჯერ ჩუმად მომნატრებიხარ, ამ გულის გარდა არავინ იცის.
|
|
| |
ladogiorgi | თარიღი: კვირა, 2011-02-06, 7:47 PM | შეტყობინება # 293 |
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 373
სტატუსი: Offline
| დილით ვერ ვსაუზმობ,იმიტომ რომ შენზე ვფიქრობ,შუადღეს ვერ ვსადილობ,იმიტომ რომ შენზე ვფიქრობ,საღამოს ვერ ვვახშმობ,იმიტომ რომ შენზე ვფიქრობ,ღამე ვერ ვიძიებ-იმიტომ რომ ,,,მშიაააააააა,,,
|
|
| |
ladogiorgi | თარიღი: კვირა, 2011-02-06, 7:48 PM | შეტყობინება # 294 |
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 373
სტატუსი: Offline
| პაწაწინა სურვილი ვარ, შენთან მოველ მალულად, ბროლის ჭიქის ფსკერზე ჩემი სახე გადამალულა. შენს ოცნებას მივეჭერი გრძნობად, თუმცა არ გჯერა, ნუ იღიმი, ყავის ნალექს გავექეცი ამჯერად. წინათგრძნობა ხშირად მხოლოდ სასწაულებს მპირდება, სურვილების კონას შევკრავ, თუმცა არ მსურს დიდება. გაზაფხულდა, სიურპრიზებს გვიძღვნის ალბათ მაისი, ჩამიფიქრე.. იქნებ უცებ აგისრულდე, რა იცი?!
|
|
| |
ladogiorgi | თარიღი: კვირა, 2011-02-06, 7:49 PM | შეტყობინება # 295 |
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 373
სტატუსი: Offline
| არ მოხვალ?– სულში მოლოდინის ალი ანთია და... გარეთ ატმებია მთვრალი, შენზე ოცნებებმა ღამე ათია და, არც მე მომიხუჭავს თვალი. განთიადიდანაც შენზე ფიქრს ვუნდები, შენ კი გაგონდები, ნეტავ? არ მოხვალ?- იცოდე წავალ და აღარ დავბრუნდები, აღარც ლექსებს მოგწერ მეტად
|
|
| |
ladogiorgi | თარიღი: კვირა, 2011-02-06, 7:49 PM | შეტყობინება # 296 |
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 373
სტატუსი: Offline
| სული სულს ეძებს სიზმარშიც, ცხადშიც... საუკუნეებს წვდება ფიქრებით: „შეგხვდები?...“ „გნახავ?...“ „მიცნობ?...“ „შემიგრძნობ?...“ „სხვასთან წახვალ თუ ჩემთან იქნები?...“ სული სულ ეძებს, ერთ სულს დაეძებს და თუ პოულობს, მაშინ ბრწყინდება! სულს თუ გვერდით ჰყავს ძებნილი სული, მასთან არასდროს არ მოსწყინდება!..
|
|
| |
ladogiorgi | თარიღი: კვირა, 2011-02-06, 7:50 PM | შეტყობინება # 297 |
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 373
სტატუსი: Offline
| ნეტავ, ვიცოდა რა გინდა, რას მთხოვ, ნეტავ, ერთი დღით ფერულად შენში, შემომაპარა სულში და გამცნობ, რომ მყვარებიხარ თურმე და ვერ ვთქვი, ვერ ვთქვი, რომ შენზე ვნატრობ სრულიად, რომ მინდა შენც თქვა სულ ერთხელ მხოლოდ, და ამდენს გვერდით, თვალებს შურიანს ასე ერთბაშად მოვუგაბ ბოლოს. ჩემში იმედი სულ ოდნავ ფეთქავს, რომ იქნებ მაინც , მითხრა გაბედო, ან იქნებ შიში გაბრკოლებს ვერაგს... და თუ ასეა გეტყვი,----------თავხედო! მაგრამ ხანდახან ისე მიყვარხარ, გამკვირვებია, არ მჯერა ჩემი ნეტავ ვიცოდე ახლა ვისთან ხარ, იქნებ სხვა გიყვარს, სხვა გსურს და ვერ თქვი.
|
|
| |
ladogiorgi | თარიღი: კვირა, 2011-02-06, 7:50 PM | შეტყობინება # 298 |
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 373
სტატუსი: Offline
| მე, რომ უნებართვოდ შემიყვარდი, თავი დავივიწყე სულელმა, აწი უნებართვოდ გაგიღიმებ, აწი ვილოთავებ ფურცლებთან. მე, რომ უცნაური მღელვარებით ლექსად გავაშიშვლე ვნებები, მაშინ სად იყავი როცა უკვე, გრძნობამ ჯინში წრიტა ნერვები. მე, რომ სუნთქვისაგან დავიღალე, მე, რომ ამ სიცოცხლეს ვაბევრებ, შენზე შემიხორცდა უკვე სული, როდის ამომიღებ ნაკერებს. ერთი ბეწვის ხიდი გავიარე, ეხლა ისევ გზაა ბილიკის, უნდა გავახშირო ლაბირინთი, ღმერთთან ავიტანო ტკივილი. ვიცი,მაცდი ლოდინს გაზაფხულის, ვიცი,დამაჩოქებს ნაოჭი, როცა ცხოვრება გაქვს უმართავი, ხელი სხვის ცხოვრებას გაუშვი! მე, რომ უნებართვოდ შემიყვარდი, თავიც დავივიწყე სულელმა, აწი ისევ უნდა ვილოთავო, ასე,ლექსებთან და ფურცლებთან!
|
|
| |
ladogiorgi | თარიღი: კვირა, 2011-02-06, 7:51 PM | შეტყობინება # 299 |
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 373
სტატუსი: Offline
| მე სილამაზის მონა გავხდი შენი ნახვისას თუმცა მეგონა შენი თვალები ვერ მაცდუნებდა, მე რა ვიცოდი შენი თვალები ზეცად შობილნი ულევ სიყვარულს, ბედნიერებას თუ მაჩუქებდა. როდესაც გნახე მაშინვე მივხვდი, რომ ჩემი გული შენი ღიმილით უბრძოლველად დაიმორჩილე, მიუწვდომელი და უკარება, ამაყი სული ერთი შეხედვით და გაღიმებით დაიმორჩილე. შენი თვალების, თმების, ტუჩების ერთობლიობა ქმნიან ამ ქვეყნად ულამაზეს უზადო სახეს, შენი ნახვისას ასე მგონია ზეციდან მესმის ანგელოზები იმეორებენ ჩუმად შენს სახელს. გასაოცარი სულაც არ არის რომ შემიყვარდი და ამ სიყვარულს მე რომ დავარქვი სახელი წმინდა, ერთი სურვილი მე დამრჩენია ამ ცხოვრებისგან როგორც მიყვარხარ, ისე გიყვარდე, ძალიან მინდა.
|
|
| |
ladogiorgi | თარიღი: კვირა, 2011-02-06, 7:51 PM | შეტყობინება # 300 |
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 373
სტატუსი: Offline
| მე უფრო მეტსაც დაგელოდებით, მაგრამ ვიცოდე მაინც სადამდე... ო, მომიტევეთ ცოტაოდენი ჩემი წუხილი ხომ არ გადაგდეთ! უფერულია ჩემი დღეები, და ღამეები გაუსაძლისი... მაინც სადააქვს ასე ვეება წუხილს ან ბოლო ან დასაწყისი. ეს მარტოობაც...თუმცა ისედაც რა გამოულევს ძე კაცს სადარდელს... ო, თქვენმა მოსვლამ ძალზე მიშველა, მაგრამ დარდები, მგონი გადაგდეთ... ლოდინი ჩემი უნაპიროა... მთელი სიცოცხლე?- მზად ვარ ბატონო, მაგრამ მანამდე ხომ საჭიროა, მოგესათუთოთ და გეპატრონოთ....
|
|
| |