ორშაბათი, 2025-07-21, 1:25 AM
მოგესალმები სტუმარი | რეგისტრაცია | შესვლა

Мой сайт

სიყვარულო ძალსა შენსა - Page 25 - ფორუმი

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 25 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 23
  • 24
  • 25
სიყვარულო ძალსა შენსა
ladogiorgiთარიღი: ხუთშაბათი, 2010-12-23, 3:22 PM | შეტყობინება # 1
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 373
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
:lips: lips :lips: lips :lips: lips :lips: lips :lips: lips :lips:
ტანო ტატანო, გულწამტანო, უცხოდ მარებო!

ზილფო-კავებო, მომკლავებო, ვერ საკარებო!

წარბ-წამწამ-თვალნო, მისათვალნო, შემაზარებო!

ძოწ-ლალ-ბაგეო, დამდაგეო, სულთ-წამარებო!

პირო მთვარეო, მომიგონე, მზისა დარებო!

თვალთა ნარგისი, დამდაგისი, შეგშვენის მწველად,

ყელსა ბროლებსა, უტოლებსა, გველი გყვა მცველად,

გესხნეს ხალები, მაკრძალები, ამარტის ველად,

ნარინჯნი ორნი, ტოლნი, სწორნი, მიქმოდენ ხელად,

მიწვევდენ შენად შესამკობლად, დამამწარებო!

ალვაო, გესხნეს ორნი ნორჩნი მოსარხეველნი,

მკლავნი მომკლავნი, თითნი თლილნი მოსახვეველნი,

ზარიფსა წელსა დაეკვირვნეს ქვეყანად მვლელნი;

ოდეს გნახვიდი, შევიმატნი ათასნი წელნი.

აწ დამლევიან ყოვლნი დღენი, უცხოდ ვარებო!

ბაგე მდუმრიად გიალერსებ, ბაგეო ვარდო!

თვალთა ჰსურიან ხილვა შენი, კეკელა მარდო!

გულსა სწყურიან დამაშვრალსა; რას შეგაფარდო?

თუმცა შენ დაგთმო, ვინღა ვჰპოვო, სად გავიზარდო?

უშენოდ ხილვა არვისი მსურს, შევიზარებო!

შენმა გონებამ მიმამსგავსა მილეულს მთვარეს:

სიცოცხლის ნაცვლად მოვინატრი სიკვდილსა მწარეს!

მოდით, მიჯნურნო, შემიბრალეთ, მოვლეთ ჩემს არეს
console :console: console :console: console :console: :console:

მიმაგრება: 8718952.gif (202.6 Kb)
 
ladogiorgiთარიღი: კვირა, 2011-02-06, 8:39 PM | შეტყობინება # 361
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 373
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
გთხოვთ, მომიტეოთ,
წეღან ჩემს გვერდით,
მაგიდაზე,
დაგრჩათ მარაო,
ან შეიძლება განზრახ დატოვეთ,
ჰოდა, მოგართვით.
თქვენზე მსმენია,
ზეციდან მზე მოიპარაო
და
უპეებით ატარებსო ორად გახლეჩილს.
(საუბრის ფონად სიკეკლუცე, ცოტა სიცელქე,
ოდნავ დამღლელი სიმსუბუქე და ჰარმონია)
ნუკი შემრისხავთ,
მაგრამ ალბათ მართალს ამბობენ,
აბა, ამსიგრძე
ღამე
მე არ გამიგონია
 
ladogiorgiთარიღი: კვირა, 2011-02-06, 8:39 PM | შეტყობინება # 362
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 373
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
ნუშები ფიფქებად დაგათოვს და
აპრილი სიმღერას დაგაძალებს,
მე შენი ღიმილი დამათრობს და
იის სურნელებას დავაბრალებ!

მზე გულს დაგებნევა ნეტარებით
და აღარ მოგაკლებს სხივთა ალერსს...
თავბრუს დამახვევენ ეგ თვალები
და ვარდების სუნთქვას დავაბრალებ...

გრძნობა ვულკანივით ამოხეთქავს
და კვლავ წაგიკიდებს ცეცხლის ალებს,
დამხანძრავს შენი გამოხედვა
და ატმის ყვავილებს დავაბრალებ!..

მოგნახავს ფიქრები და ოცნება,
მოგიტანს სიყვარულით დანაბარებს,
და გული შენი თუ გაოცდება
ყველაფერს გაზაფხულს დავაბრალებ...

 
ladogiorgiთარიღი: კვირა, 2011-02-06, 8:40 PM | შეტყობინება # 363
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 373
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
ყველა წავიდეს, მხოლოდ შენ დარჩი,
დარჩი, როგორაც სიზმრად რჩებიან,
და ეს ვედრებაც ჩემთა ბაგეთა,
სწორედ ამ სიზმრის თეთრი ფრთებია.
ყველა წავიდეს, შენ შეიცადე,
მასწავლე, როგორც გავხედე მზეწვია,
მიამბე, როგორ აწამეს ქარი,
ან მზე ჰორიზონტს როგორ ეწვია..
ყველა წავიდეს, გაუღე კარი,
დაემორჩილე ჩემს აზრს რეტიანს,
და ანაცვალე შენი სიდინჯე
ჩემს ბილიკებზე გიჟურ ხეტიალს,
წავიდეს ყველა, მე შენ მჭირდები,
მე, აუხსნელი ვნებით ფეთიანს,
იმას, რომელმაც ილოცა შენთვის
ვისთვის უშენოდ ღამე თეთრია,
ყველა წავიდეს, მხოლოდ შენ დარჩი,
მზე რომ მზე არის, მზეც ზედმეტია,
და მზეც წავიდეს, შენ დარჩი მხოლოდ,
ამდენი სხივი მეტისმეტია...
თბილად დაგხურავ
თმები მაქვს ფარჩის,
წავიდეს ყველა
მხოლოდ შენ დარჩი!...
 
ladogiorgiთარიღი: კვირა, 2011-02-06, 8:41 PM | შეტყობინება # 364
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 373
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
თუკი ოდესმე რამ მინატრია,
თუ რამ მითქვია ლოცვაში ღმერთთან,
შემყვარებოდა მე ანგელოზი
ის ყოფილიყო ყოველთვის ჩემთან...
ღმერთმა ისმინა ჩემი ვედრება,
შენი გაცნობა მარგუნა ბედად,
და ანგელოზი ვისაც ვნატრობდი..
შენ მოგავლინა ჩემთვის ამ ქვეყნად!!!
 
ladogiorgiთარიღი: კვირა, 2011-02-06, 8:41 PM | შეტყობინება # 365
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 373
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
მიყვარხარ სიცოცხლეზე მეტად!!!
სამყაროზე მეტად!!!
სიხარულზე მეტად!!!
მზის ჩასვლაზე მეტად!!!
მონატრებაზე მეტად!!!
ვნებაზე მეტად!!!
სევდაზე მეტად!!!
ბავშობაზე მეტად!!!
სიგიჟეზე მეტად!!! ცრემლზე მეტად!!!
ანგელოზზე მეტად!!!
ქარიშხალზე მეტად!!! მთვარის შუქზე მეტად!!!
ოცნებაზე მეტად!!! ტალღებზე მეტად!!!
უკვდავებაზე მეტად!!! სევდიან თვალებზე მეტად!!!
ლამაზ ბაგეებზე მეტად!!!
ბედნიერ წუთებზე მეტად!!! საკუთარ თავზე მეტად!!!
ყველაფერზე მეტად რაც გამაჩნია!
 
ladogiorgiთარიღი: კვირა, 2011-02-06, 8:42 PM | შეტყობინება # 366
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 373
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
შენში იმდენად ბედნიერი სული ბინადრობს,
გზა აბნეული ანგელოზიც ალბათ გინატრებს,
საიდან მოდი ასე ტკბილი, ასე უბრალო,
ასე ცოდვიან და დიდგულა დედამიწაზე,
არ ვიცი ტკბილი სიზმარი ხარ თუ გაოცება,
ვშიშობ ზედმეტი სიყვარულის შიშიც დამწამონ,
შენებრ ლამაზად რომ შეეძლოს ყველას ცხოვრება,
ალბათ სამოთხე იქნებოდა მთელი სამყარო.....
 
ladogiorgiთარიღი: კვირა, 2011-02-06, 8:42 PM | შეტყობინება # 367
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 373
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
როდესმე ნეტა მოგნატრებივარ?
როდესმე მაინც თუ გყვარებივარ?
ნუთუ ეს გრძნობა სულ იყო ფარსი?
არა! სიყვარულს არ ადევს ფასი!
როდესმე ის დრო გაგხსენებია?
ჩემსავით ვინმე მოგფერებია?
ვინმეს თუ უთქვამს მსგავსი სიტყვები,
თუ გაუნდვია თავის ფიქრები?
როდესმე ნეტა მოგენატრები?
როდესმე ნეტა მოგეფერები?
ღამე მაინც თუ გაგითევია?
ვინმეზე ფიქრში დაგთენებია?
თვალიდან ცრემლი თუ წამოგსვლია,
ცრემლებში სევდა თუ გინახია?
ეს მონატრება შენ განგიცდია?
ან უიმედოდ თუ დაგიცდია?
მაშინ გაიგებ რაც გამიგია
და ამ გრძნობებით რაც განმიცდია.......
მოვა დრო... ღამე მოგენატრები,
ქუჩაში დღისით მოგელანდები,
შენც მოგაწვება გულზე დარდები
და ვერ გაფანტავს მაგ დარდს ვარდები.
ცრემლს დაინახავ!-მცოცავს ლოყაზე,
არ მესაუბრო იმ ძველ ნდობაზე....
მოვა საღამო და მოვა ღამე,
შენც ნახავ სევდით გავსებულ მთვარეს,
იმ მთვარის შუქზე დახუჭავ თვალებს
და მოიგონებ სანატრელ წამებს,
სანატრელ წამებს შეამკობ დარდით,
და ატირდება ეგ გულიც ნატვრით,
ნატვრით გაიგებ რა იყო ფარსი,
რომ ჩვენ სიყვარულს არ ედო ფასი.....
 
ladogiorgiთარიღი: კვირა, 2011-02-06, 8:43 PM | შეტყობინება # 368
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 373
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
მენატრები!!!ჰკივის ჩემში, ისევ შენი მონატრება
მენატრები!!!და სიშორეს მწარე სევდაც ემატება,
მენატრები!!!რა ვქნა თუკი უშენობა ცრემლებს ბადებს
მენატრები!!!მინდა გითხრა ვეღარ უძლებს გული ამდენს...
მენატრები!!!სულ გახსოვდეს უსაზღვროა ჩემი სევდა
მენატრები!!!მაგრამ ტირილს მხოლოდ ჩემთვის ჩუმად ვბედავ
მენატრები!!!რა ვქნა თუკი უშენობას ვეღარ ვუძლეb
 
ladogiorgiთარიღი: კვირა, 2011-02-06, 8:43 PM | შეტყობინება # 369
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 373
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
შენ ყოველ დილით ანგელოზს ხედავ, აბა დაფიქრდი, ვინ არის ნეტა?

ბევრს ნუ იფიქრებ რადგან ეს შენ ხარ, მაშინ როდესაც სარკის წინ დგეხარ!

 
ladogiorgiთარიღი: კვირა, 2011-02-06, 8:44 PM | შეტყობინება # 370
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 373
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
ისევ დათბება, ქარი ჩადგება, შეწყდება თოვა,
მზე თავის სითბოს უწილადებს გაყინულ მიწას,
მერცხლებთან ერთად გაზაფხული ნამდვილად მოვა,
ჭირვეულობა დამთავრდება ალბათ მარტისაც.

აპრილთან ერთად აყვავდება ალბათ ბუნება,
აზვირთდებიან უთავბოლოდ მდინარეები,
გამოცოცხლდება ადამიანთა მკვდარი გუნება,
რტოებს გაშლიან გაცოცხლდებიან მცენარეები.

მაისში ალაბთ კოკორს გაშლის უკვდავი ვარდი
და დაიწყება ვარდი მიმართ ბულბულთა ლტოლვა,
მაგრამ რად მინდა, მომაწვება სევდა და დარდი,
ჩემთვის მაისში დაიწყება მუდმივი გლოვა,
მე მირჩევნია იყოს ზამთარი და იყოს თოვა,
ჩემთვის უშენოდ გაზაფხული არასდროს მოვა.

 
ladogiorgiთარიღი: კვირა, 2011-02-06, 8:44 PM | შეტყობინება # 371
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 373
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
ნუ იფიცებ,
ნუ ამაყობ,
მე შენს თვალებს დაღლას ვატყობ.
და შენს ბაგეს,
გაუშლელი ვარდისფერი კვლავ რომ ადევს,
ღიმილს ვამჩნევ ნაძალადევს.
ნათლად ვხედავ,
შენს თვალებში უტყვი სევდა ახავერდდა,
ნუღარ მალავ,
აღარა გაქვს მოლოდინის ძველი ძალა
და ჩამქრალა
საბოლოოდ ის იმედი,
დღეს რომ ენთო კიდევ მკრთალად.
ნუ იცინი,
ნუ იკავებ მომდგარ ცრემლებს,
ნუღარ ცდილობ ჩემს დანდობას,
ნუ უარყოფ განშორების წინათგრძნობას.
ნუ იფიცებ, გამძლეობით ნუ ამაყობ,
მე შენს ბაგეს,
ჯერ კიდევ რომ ჩემი კოცნის ფერი ადევს,
ღიმილს ვამჩნევ ნაძალადევს.
 
ladogiorgiთარიღი: კვირა, 2011-02-06, 8:45 PM | შეტყობინება # 372
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 373
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
ნატვრის თვალივით სანატრებელო,
სამოთხის კაბის მატარებელო,

შენ ხარ ედემის მშვენიერება,
და მიწიერი ბედნიერება,

შენ ხარ ზღაპარი დაუწერელი,
ზღვაზე მზის ჩასვლა აუწერელი,

შენ ხარ ზაფხულის ჟუჟუნა წვიმა,
და სალოცავი ხატივით წმინდა

შენ ხარ მნათობი ქვეყნიერების,
დასაბამი ხარ ბედნიერების

შენ ხარ სინათლე გვირაბის ბოლოს,
შენ ხარ სიცოცხლის თავი და ბოლო

შენ ხარ მკურნალი დაჭრილი გულის,
შენ ხარ სიმშვიდე ნატანჯი სულის.

 
  • გვერდი 25 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 23
  • 24
  • 25
ძებნა:

RSS

ვალუტა

ძებნა

ჩვენი გამოკითხვა

შეაფასე ჩემი საიტი
სულ პასუხი: 20

სტატისტიკა

სურათის ლინკი აქ 88х31