კვირა, 2025-07-20, 4:32 AM
მოგესალმები სტუმარი | რეგისტრაცია | შესვლა

Мой сайт

სტატიების კატალოგი

მთავარი » სტატიები » Мои статьи

სელენი ხელს უშლის შარდის ბუშტის კიბოს განვითარებას
 მინერალი სელენი, რომელიც შედის მარცვლოვან კულტურებში, თხილსა და ხორცში, ხელს უშლის შარდის ბუშტის კიბოს გავნითარებას, დაადგინეს აშშ მეცნიერებმა დარტმუტის სამედიცინო სკოლიდან. 
     მკვლევარებმა გააანალიზეს სელენის კონცენტრაციები შარდის ბუშტის კიბოს მქონე, 767 პაციენტის ორგანიზმში და მათი მონაცემები შეადარეს საკონტროლო ჯგუფის მონაცემებს. 
აღმოჩნდა, რომ ზ. ა. დაავადების მქონე პაციენტებში სელენის დონე საკმაოდ დაბალი იყო, ხოლო მისი კონცენტრაციის ზრდა უზრუნველყოფდა შარდის ბუშტში სიმსივნური წარმონაქმნის გაჩენის პრევენცირებას, განსაკუთრებით ქალებში და მსუბუქ მწეველ მამაკაცებში. 
      არსებობს შარდის ბუშტის კიბოს გამომწვევი, რამდენიმე მიზეზი და ერთ-ერთ უმთავრეს მიზეზს გენ p53-ში მომხდარი ცვლილებები წარმოადგენს, აცხადებენ კიბოს კვლევითი ცენტრის ონკოლოგები. კლინიცისტების აზრით, სელენის დახმარებით შესაძლებელია ამ გენში მომხდარი ცვლილებების და ზოგიერთი ტიპის სიმსივნის ფორმირების პრევენცირება. 
       ახალი კვლევის შედეგები ასევე საშუალებას აძლევს მედიკოსებს – მოახდინონ სიმსივნური უჯრედების აქტივობის კონტროლირება შარდის ბუშტში.

პერიოდულ სისტემაში 6 ჯგუფის ქიმიური ელემენტია, ატომური ნომერია34, ატომური მასაა 78,96

ელემენტის აღმოჩენა და სახელწოდება: 1817 წელს სელენი აღმოაჩინა შვედმა ქიმიკოსმა ი. ბერცელიუსმა ტელურთან (ბერძ. დედამიწა) მსგავსების გამო ამ ელემენტს სელენი უწოდეს (ბერძ. მთვარე)

სელენის გავრცელება ბუნებაში: სელენის შემცველობა დედამიწის ქერქში შეადგენს 10-5%  სელენი გვხვდება მეტად იშვიათ მინერალებში, როგორიცაა ბერცელიანიტი ( Cu, Ag, Te)Se, ნაუმანიტი Ag2Se

ხშირად ის გვხვდება გოგირდოვან მადნებში იზომორფული მინარევების სახით. მაგ.  სპილენძის ალმადანში CuFeSდა რკინის ალმადანში. FeS2 ისინი წარმოადგენენ მისი მოპოვების წყაროს.

სელენის მიღება: გოგირდმჟავას წარმოებისთვის ამ მადნების გამოწვისას თითქმის მთელი სელენი ტყვიის კამერებში იყრის თავს, სადაც ის შლამის სახით ილექება, მისი ციანკალიუმით დამუშავებისას, სელენი გადადის ხსნარში, რომლის შემჟავებით  გამოიყოფა ელემენტარული სელენი.

KCN+Se_____KCNSe

KCNSe+HCl_____ KCl+HCN+Se

 

4lllllllllllllllllllllllllll.jpg

eeeeeeeeeeeeeeemmmmmmmmmmmmm.jpg

სელენის ფიზიკური თვისებები: 
სელენი რუხი ფერის კრისტალური ნივთიერებაა, ის ემსგავსება თვისებებით გოგირდს, მისი ლღობის ტემპერატურა უდრის 220 გრადუსს, მისი ორთქლი ყვითელი ფერისაა. 900 გრადუსზე ზევით სელენის ორთქლი შედგება მოლეკულისგან  S2.მისი შესანიშნავი თვისებაა ფოტოელექტროგამტარობა.

ალოტროპია: სელენისთვის მრავალი ალოტროპიული სახესხვაობაა ცნობილი. გამოლექილი სელენი მიიღება წითელი ფხვნილის სახით. წითელი ამორფული სელენი მხოლოდ დისპერსობის ხარისხით გაირჩევა მინისებრი სელენისგან.  მინისებრი  სელენი მიიღება გალღობილი სელენის სწრაფი გაცივებით, დასრესით იგი წითელ ფხვნილად გადაიქცევა.
   მინისებრი სელენი დენს არ ატარებს , წყალში არ იხსნება, რამდენადმე იხსნება კონცენტრირებულ გოგირდმჟავაში და გოგირდნახშირბადში დაახლოებით 50 გრადუსზე რბილდება, უფრო ძლიერი ხურებით კი გადადის რუხ ლითონურ სელენად.   ( კ.წ. 4,8ლღ.ტ.2200) ლითონური სელენი ნაკლებად იხსნება გოგირდნახშირბადში, ვიდრე წითელი, სიბნელეში რუხი სელენი ძლიერ სუსტად ატარებს დენს, სინათლეზე კი მისი ელექტროგამტარობა ერთიათასად იზრდება.

სელენის იზოტოპები: სელენის ბუნებრივი ექვსი  იზოტოპი შემდეგი პროცენტული თანაფარდობით გვხვდება: შე74-0,85; შე78-23,52; Se76-9,02; Se80-49,82; Se77-7,58; Se82-9,19

ხელოვნურად მიღებულია სელენის იზოტოპები მასური რიცხვებით: 70, 72, 73, 75, 77, 79, 81, 83, 84. მძიმე ატომგულების დაშლით მიღებული ნახევარგადაქმნის პერიოდი 6,5 . 104  წელიწადს შეადგენს, მისი გარდაქმნით მიიღება ბრომი.

ქიმიური თვისებები: სელენი იწვის ჰაერზე ლურჯი ალით . მიიღება Se02,  წვას დამახასიათებელი სუნი ახლავს, Se02 მჟავური ანჰიდრიდია, წყალში კარგად ხსნადი, წარმოქმნის სუსტ მჟავას H2Se03.  _ სელენოვანმჟავას  (ანალოგიური გოგირდმჟავისა) სელენი ადვილად უერთდება ჰალოგეონებსა და ლითონებს, უშუალოდ იერთებს წყალბადს მხოლოდ მაღალ ტემპერატურაზე (4000). იხსნება კონცეტრირებულ გოგირდსა და აზოტის მჟავებში, გოგირდნახშირბადებში და აგრეთვე ტუტეებში.
სელენის ნაერთები ძლიერ მომწამლავია.


სელენის გამოყენება: ლითონური სელენი გამოიყენება მინის წარმოებაში, როგორც გამაუფერულებელი  საშუალება. ელექტროტექნიკაში სელენის გამოყენება ემყარება განათების მიხედვით ელექტროგამტარობის შეცვლის თვისებას. ამან შესაძლენელი გახადა სელენის გამოყენება სიგნალიზაციისათვის.
ფოტომეტრებისთვის და გამოსახულებათა გადაცემისათვის შორ მანძილზე. შესაძლებლად თვლიან სელენის გამოყენებას კაუჩუკის ვულკანიზაციისათვის და კატალიზატორად. ტელურთან ერთად იხმარება ფოტოელემენტებში. სელენის გაშუქებისას მისი ელექტროგამტარობა დაახლოებით 1000- ჯერ იზრდება, სიბნელეში კი საწყის სიდიდემდე ეცემა, ამაზეა აგებული სელენის ფოტოელემენტის მოქმედება. მისი მგრძნობიერება იმდენად დიდია, რომ გარკვეულ პირობებში ვარსკვლავის სინათლეც კი ახდენს მასზე შესამჩნევ მოქმედებას. მის გამო სელენმა ფართო გამოყენება მოიპოვა ტელევიზიასა და რადიოტექნიკაში.
      

6.jpegkkkkkkkkkkk.jpg

სელენის ბიოლოგიური მნიშვნელობა: სელენი ადამიანის და ცხოველის ქსოვილებსა და ორგანოებში თითქმის თანაბრადაა წარმოდგენილი და 0,01-0,6 გ- მდე მერყეობს. ადამიანის, ცხოველებისა და ფრინველების თვალის ბადურა სელენს შეიცავს. არწივის თვალის ბადურა ადამიანის თვალის ბადურასთან შედარებით 100-ჯერ მეტ სელენს შეიცავს , რის გამოც არწივი განსაკუთრებული მხედველობით გამოირჩევა. მისი უკმარისობა საკვებ რაციონში ცხოველებში  E ვიტამინოზის მსგავს დაავადებას იწვევს. 
მაღალი კონცენტრაცია კი ინტოკსიკაციას, რაც ადამიანის ორგანიზმზე ფრჩხილებისა და თმის დაავადებით, კანის სიყვითლით, კბილის ემალის დაზიანებით და სხვა უარყოფითი სიმპტომებით გამოიხატება. 
ზოგიერთი მკვლევარის მონაცემებით , სელენის დაბალ კონცენტრაციას ორგანიზმის თავდაცვითი უნარის გამომჟღავნებაც ძალუძთ, კერძოდ აქვეითებენ კადმიუმისა და ვერცხლისწყლის ტოქსიკურობას.
 აღსანიშნავია სელენის ნაერთთა გავლენა ჟანგვა-აღდგენით ფერმენტების მოქმედებაზე. ისინი ერთის მხრივ აფერხებენ ზოგიერთი მათგანის მოქმედებას, მეორე მხრივ ააქტივებენ ან სპეციფიკურად ჩაირთვებიან მრავალ ფერმენტში.

vvvvvvvvvvvvvvv.jpg

9.jpg

hhhhhhhhhhhhhhhh.jpg

სელენი სიბერისა და სიმსივნის წინააღმდეგ: ჯანმრთელობის მინერალი  სელენი ერთ-ერთია იმ იშვიათ ნივთიერებათაგან, რომლებიც ადამიანის ორგანიზმში სიმსივნის წარმოქმნის რისკს თითქმის 7-ჯერ ამცირებენ. ბოლო ხანების უამრავი ექსპერიმენტით დადასტურდა, რომ Cდა E ვიტამინებთან ერთად, ის ორგანიზმს თავისუფალი რადიკალების დამღუპველი მოძრაობისაგან იცავს და თითოეული უჯრედისა და მთლიანად ორგანიზმის დაბერებას ეწინააღმდეგება. 
     სელენითა და ვიტამინებით ორგანიზმის უზრუნველყოფა ამცირებს ართრიტისა და სისხლძარღვების დაავადებების, ინფარქტისა და ინსულტის რისკს, გვიცავს კატარაქტისაგან და მხედველობას გვინარჩუნებს. 
სელენი ხელს უწყობს ორგანიზმს რთული ლითონების, ტყვიისა და ვერცხლისწყლის, გამოყოფაში. იმ ადამიანებმა, რომლებიც არასახარბიელო ეკოლოგიურ პირობებში ცხოვრობენ, მინერალი საკმარისი რაოდენობით უნდა მიიღონ. აცეტილ-L-კარნიტინთან, თუთიასა და A და C ვიტამინებთან ერთად, სელენი ამცირებს სტრესის ჰორმონის, კორტიზოლის, დონეს და ორგანიზმიდან ჭარბ ცხიმებს დევნის. 
სასურველია, ყოველდღიურად 100-200 მილიგრამი სელენი მიიღოთ (ეს შესაძლებელია საკვებით). ხშირად მიირთვით არარაფინირებული ზეთითა და ლიმონის წვენით შეკაზმული სალათები, ნიგოზი, მზესუმზირა. დაავადების განვითარების შესაჩერებლად ექიმები ავადმყოფს ორმაგ დოზას უნიშნავენ, თუმცა ამ ნივთიერების გადაჭარბებით მიღება მომწამვლელი შეიძლება აღმოჩნდეს. 
     E ვიტამინთან ერთად სელენის მიღება მის ეფექტიანობას აორმაგებს. ამ ვიტამინის ნაკლებობა კი ორგანიზმს მის გამოყენებას უზღუდავს. 
    სელენი უხვადაა ზღვის პროდუქტებში - თევზებსა და მოლუსკებში, ცილებიან საკვებში, წითელ ხორცსა და ნიადაგში. 
    სასურველია ხშირად მიირთვათ სკომბერი, თინუსი, მიდია, კალმარი, თევზის კატლეტი და მისი შიგნეული. 
    ვეგეტარიანელებისთვის არსებობს სელენის აბები, L-სელენმეტიონინი, რომელსაც ორგანიზმი იოლად ითვისებს, აგრეთვე ნატრიუმის სელენატი

კატეგორია: Мои статьи | დაამატა: ladogiorgi (2010-12-28)
ნანახია: 887 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
RSS

სექციის კატეგორიები

Мои статьи [3]

ვალუტა

ძებნა

ჩვენი გამოკითხვა

შეაფასე ჩემი საიტი
სულ პასუხი: 20

სტატისტიკა

სურათის ლინკი აქ 88х31