მთავარი » სტატიები » Мои статьи |
ძალიან მნიშვნელოვანია, როდის ვიღებთ საგულე მედიკამენტებს. კანადელმა მეცნიერებმა გაარკვიეს, რომ აგფ-ინჰიბიტორების მიღება უმჯობესია ძილის წინ. ამ მედიკამენტებს იყენებენ მაღალი არტერიული წნევის და გულის უკმარისობის სამკურნალოდ. ამგვარი მიღების შემთხვევქაში მათი ეფექტურობა უფრო მაღალია. დღისით მიღების შემთხვევაში მათი ეფექტი პლაცებოს ეფექტის მსგავსია. უნდა ითქვას, რომ მედიცინაში არის მიმართულება - ქრონოთერაპია, რომელიც ეფუძნება იმას, რომ პრეპარატის მიღების დრო შესაბამისობაში უნდა იყოს ადამიანის ბუნებრივ რითმთან. მკვლევარებმა ტორონტოს უნივერსიტეტიდან და ჰელფის უნივერსიტეტიდან გაითვალისწინეს ეს შენიშვნა, გულ-სისხლძარღვთა სისტემა სწორედ ამ ციკლის გათვალისწინებით მუშაობს. სისხლის წნევა იმატებს დილით, ხოლო საღამოს ქვეითდება. ჰიპერტენზიით დაავადებულებს მაღალი არტერიული წნევა აწუხებთ როგორც დილით, ასევე საღამოს. მაგრამ ღამის საათებში მას უფრო მეტი ზიანის მიყენება შეუძლია, ვინაიდან გულს არა აქვს შესაძლებლობა, აღიდგინოს ძალები. მკვლევარებმა შეამოწმეს ეს საკითხი, ისინი მაღალი წნევის გამო თაგვებს დროის სხვადასხვა მონაკვეთში აძლევდნენ პრეპარატ კაპტოპრილს (სახელწოდებით, კაპოტენი), რის შემდეგაც ხდებოდა გულის ქსოვილების საფუძვლიანი შესწავლა. ”როდესაც ჩვენ ვაძლევდით ცხოველებს პრეპარატს ძილის წინ, გულის სტრუქტურა და მუშაობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა, მაგრამ თუკი წამალი ეძლეოდა ღვიძილის დროს, არანაირი ეფექტი არ აღინიშნა. სავარაუდოდ, ანალოგიური ეფექტია მოსალოდნელი ადამიანებშიც”, - ამბობს კვლევის ავტორი ტემი მარტინო. | |
ნანახია: 798 | რეიტინგი: 0.0/0 |
სულ კომენტარები: 0 | |