„მედიცინა შემთხვევით მოხდენილ დაკვირვებათა ჯამია. ხომ, ასეთი დაუშრეტელი წყაროა შემთხვევა, მაგრამ სწორედ ამ ცხრაკლიტულის მისაღებად ოდითგანვე იღვწის ადამიანის გონება. მედიცინაც იმისათვის იბრძვის, რათა ადამიანის სხეული ბრმა შემთხვევის განუკითხავ ჩარევას გადაარჩინოს"კონსტანტინე გამსახურდია
„ჩვენ ექიმებმა, სხვებზე მეტი ვიცით, ამიტომ ზნეობის საზომიც სხვანაირი გვაქვს, რასაც სხვები ღალატს ეძახიან, ზოგჯერ ჩვენ ბუნებრივ მოვლენად მიგვაჩნია. ხალხი ამბობს: გარყვნილიაო! – ჩვენ კი ვიტყვით: ბუნებამ თავისი გაიტანაო. ბრბო გაჰკივის: უზნეობაა! ჩვენ კი ვიცით, რომ აქ სისხლის კანონმა გაიმარჯვა. მორჩა და გათავდა!"მიხეილ ჯავახიშვილი
„ავადმყოფს კარგი ჯანმრთელობა უნდა ჰქონდეს, რომ გაუძლოს ავადმყოფობასა და მკურნალობას"
ილია ჭავჭავაძე
„ადამიანი ყველაზე უფრო გულწრფელად და ხმამაღლა ყვირის, როცა მას ტკივა და როდესაც ადამიანებს, სულ ერთია ეს ტკივილი ფიზიკურია თუ სულიერი, მასთან უმდა იყოს ექიმი"
მ.გორკი
„ავადმყოფს კარგი ჯანმრთელობა უნდა ჰქონდეს, რომ გაუძლოს ავადმყოფობასა და მკურნალობას"მოლიერი
„ექიმებს აქვთ ისეთი საზიზღარი დღეები და საათები, ღმერთმა ყველას აშოროს იგი.... ექიმებს შორის მართალია იშვიათი მოვლენა არ გახლავთ უვიცები და თავხედები, ისევე, როგორც მწერლებს, ინჟინრებს და საერთოდ ადამიანებს შორის, მაგრამ ის საზიზღარი დღეები და საათები, რომელზედაც მე მოგახსენებთ, მხოლოდ ექიმებს თუ აქვთ."ვოლტერი
„აუცილებელია ისე წარვმართოთ საქმე, რომ ექიმს შეეძლოს იოლად გადაიტანოს თავის პროფესიის ყველა უხერხულობა, აი ამიტომ.... სრულიად აუცილებელია შევქმნათ თვით ექიმის და მისი მუშაობის ირგვლივ სასიკეთო მორალური გარემო"მ. კალინინი
„თუ ავადმყოფსა და ექიმს შუა სიყვარული და თანაგრძნობა არ არის, ექიმობაც უქმია"ივ. გომართელი
„ექიმებს აქვთ ისეთი საზიზღარი დღეები და საათები, ღმერთმა ყველას აშოროს იგი.... ექიმებს შორის მართალია იშვიათი მოვლენა არ გახლავთ უვიცები და თავხედები, ისევე, როგორც მწერლებს, ინჟინრებს და საერთოდ ადამიანებს შორის, მაგრამ ის საზიზღარი დღეები და საათები, რომელზედაც მე მოგახსენებთ, მხოლოდ ექიმებს თუ აქვთ."ანტონ ჩეხოვი
„იყო ექიმი არ ნიშნავს, რომ იცნობდე მარტო საკუთარ მეცნიერებას და იცოდე მკურნალობა, საჭიროა იცოდე ცხოვრებაზე ყველაფერი."გ. პონდოევი
„აუცილებლად ჭეშმარიტი მოწოდება უნდა გქონდეს პრაქტიკული საექიმო მოღვაწეობისადმი, რომ შეინარჩუნო სულიერი წონასწორობა ცხოვრების სხვადასხვა არახელსაყრელ პირობებში."პროფ. ს. ბოტკინი
„ერთადერთი მშვენიერება, რაც ვიცი, ჯანმრთელობაა."
ჰ. ჰაინე
|